თურქეთის დედაქალაქში, ტერაქტის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა.
BBC-ს ცნობით, ტერაქტი აეროკოსმოსური კომპანია TUSAŞ-ის ობიექტზე მოხდა. ორმა ადამიანმა - ქალმა და კაცმა შენობის შესასვლელთა ცეცხლი გახსნეს. სროლას კომპანიის 4 თანამშრომელი და 1 ტაქსის მძღოლი ემსხვერპლა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი ერლიკაიას განმარტებით, ორივე თავდამსხმელი „ნეიტრალიზებულია“. მინისტრი მათ ქურთ მეამბოხეთა ჯგუფთან აკავშირებს, თუმცა ამ დრომდე ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.