სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ქალაქ ყაზანში ორგანიზაცია BRICS-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ფაშინიანმა ყაზანში უკვე გამართა ორმხრივი მოლაპარაკებები ირანის პრეზიდენტთან მასუდ პეზეშკიანთან და აღნიშნა, რომ ირანთან ურთიერთობების განვითარება სომხეთისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
BRICS-ის სამიტი რუსეთში 22 ოქტომბერს გაიხსნა. მასში მონაწილეობას 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიპ ერდოღანი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი.
BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა. განაცხადი გაწევრიანების შესახებ შეტანილი აქვთ თურქეთს, სირიასა და კუბას.