საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას ჰყავს თავისი არჩეული ხელისუფლება და ასე, პირდაპირ მის შიდა საქმეებში საქართველო ვერ ჩაერევა. პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს, საკითხი ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყვიტონ. უკრაინაში მიმდინარე პროცესებთნ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა სპეციალური რეზოლუცია მიიღო. თუმცა, ყოფილი მმართველი გუნდი და არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მკვეთრად გამოხატული პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.
პოლიტოლოგი რამაზ საყავარელიძე განმარტავს, რომ ჩვენ გვაქვს მაგალითი, რა შედეგი მოჰყვა ყოფილი ხელისუფლების წევრების მიერ უკრაინაში მიმდინარე პროცესებში ჩარევამ. პოლოტოლოგი ამბობს, რომ არ ესმის რატომ არ აცნობიერებენ ამას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
For.ge. რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უფრო მკვეთრი პოზიცია დააფიქსირონ. როგორც ევროპა და აშშ, საქართველოს ხელისუფლებაც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადების გარდა, რა ფორმით უნდა ჩაერიოს ხელისფლება მიმდინარე პროცესებს?
- თქვენ ახსენეთ ოპოზიცია და არასამათვრობო ორგანიზაციები. მათ ერთი საერთო ნიშანი აქვთ, ქვეყნის ბედ-იღბალზე ისინი პასუხისმგებლები არ არიან. იმისთვის, რომ ხელისუფლებისგან მოითხოვო რამის შესრულება, უნდა ჩადგე ხელისუფლების როლში და გაითალისწინო, რომ ასეთი მოთხოვნის შესრულების შემდეგ შეიძლება ქვეყანასთან გაგიფუჭდეს ურთიერთობა, თუ იმ ქვეყნის სათავეში დარჩა დღევანდელი უკრაინის ხელისუფლება. ანუ, საგარეო პოლიტიკის რაღაცა დიდი სიგმენტი, შეიძლება ამით გასწირო, რისი უფლებაც ქვეყანას არ აქვს.
უკრაინა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. ანალოგიური მოტივაციით ხელმძღვანელობენ თქვენს მიერ ნახსენები ევროპელი პოლიტიკოსები, როდესაც ისინი ძალიან ფრთხილად ეპყრობიან შეფასებებს. არ სურთ ისეთი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მერე უკუქცევადი აღარ იქნება. ვთვლი, რომ ასევე მისასალმებელია ის თავშეკავებულობა, რომელიც თავინთ შეფასებებში გამოამჟღავნეს როგორც მსოფლიოს, ასევე ქართული პოლიტიკის წარმომადგენლებმა.
ჩვენ გვაქვს მაგალითი, რა შედეგი მოჰყვა ყოფილი ხელისუფლების წევრების მიერ უკრაინაში მიმდინარე პროცესებში ჩარევამ. ისინი მსგავსი მოთხოვნით შეცდომაზე პროვოცირებას აკეთებენ. ის არ მესმის რატომ არ აცნობიერებენ ამას არასამთავრობი სექტორის წარმომადგენლები.
განცხადებების შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლების განცხადება გაცილებით მკვეთრი იყო, ვიდრე დასავლელი ლიდერების, სადაც სიფრთხილე იგრძნობა. მეტიც, საქართველოს პარლამენტმა სპეციალური რეზულუციაც მიიღო...
- ხელისუფლება, ისევე როგორც ევროპული ქვეყნები, არ აფიქსირებს იმას, თუ ვის მხარეზეა. ის, რომ მიმდინარე პროცესები ტრაგიკულად ვითარდება, ამაზე სინანული გამოთქვეს ევროპელებმაც და ქართველებმაც, მაგრამ პოზიცია ვინ მართალია და ვინ მტყუანი, არცერთს არ დაუფიქსირებია. ამ პარალელს იმიტომ ვავლებ ევროპელებთან, რომ საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობისთვის ეს მიუღებელია, რადგან რეალურად, შიდა პროცესებში ჩარევას გულისხმობს.
უკრაინაში მიმდინარე პროცესები ავტომატურად იმოქმედებს თუ არა სოჭის ოლიმპიადაზე?
- ალბათ, გავლენას იქონიებს. ნებსით თუ უნებლიედ, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა რუსეთზე გადადის. თვითონ უკრაინაც რუსეთს იმიზეზებს. რაც შეეხება იმას, რა არის ამ მოვლენების საფუძველი - ევროპული ორიენტაცია - ვისურვებდი, რომ აქ მაინც უფრო რთულ ინტერპრეტაციისკენ წასულიყო მკითხველი. ევროპულ ორიენატაციაზე დიდი აქცენტი ჰქონდა სააკაშვილს, მაგრამ საპაროტესტო ტალღა და ისეთივე, როგორიც ახლა უკრაინაშია, იყო საქართველოშიც. სააკაშვილი იქცეოდა სწორედ ისე, როგორც დღეს იქცევა იანუკოვიჩი და ამით პროტესტი არ შენელებულა.
გარდა ამისა, ის, რაც იანუკოვიჩს და სააკაშვილს აერთიანებს, არის მმართველობის სტილი, ორიენტაციაში განსხვავებული არიან, მაგრამ მმართველობის სტილში ორივე დიქტატორია. გამორიცხული არაა, რომ ევროპულ ორიენტაციაზე მეტად უკრაინული საზოგადოების რეაქცია უკავშირდებოდეს იანუკოვიჩის დიქტატურას და ამიტომ არის პროცესები ასეთი მძაფრი. მითუმეტეს, რომ ამ პროცესებში იანუკოვიჩი სავსებით ამართლებს არადემოკრატიულობას. ეს პროცესები როგორც არ უნდა დამთავრდეს და რაც უფრო ტრაგიკულად დამთავრდება, მით უფრო სწრაფად დამთავრდება იანუკოვიჩის პოლიტიკური პრესპექტივები. არა მარტო ინაუკოვიჩია არაპრესპექტიული დღევანდელ უკრაინაში, არამედ რუსეთიც ნაკლებად მიმზიდველი გახდება უკრაინისთვის, ვიდრე აქამდე იყო.
თუმცა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც რუსეთზე არის ორიენტირებული...
- თუ კიდევ უფრო გამოიკვეთა ამ პროცესებში რუსეთის პასუხისმგებლობა, ალბათ, რუსეთის პრესპექტივაც ძალზედ შეიზღუდება იმ სივრცეში, რასაც უკრაინა ჰქვია. ასე მეჩვენება მოვლენების განვითარება. კონკრეტულად, ჩაიკეტება თუ არა საპროტესტო ტალღა, ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ საღი აზრის დონეზე, სწორედ იანუკოვიჩს და რუსეთს უნდა აწყობდეს პროცესების ნორმალური დემოკრატიული გადაწყვეტა. ამ შემთხვევაში, მათი პოლიტიკური იმიჯი ნაკლებად უარესი იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ისევ ჩექმით და რეზინის ხელკეტებით გაარძელებენ ამ პროცესებს.
იზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ უკრაინასთვის ბრძოლაში მზად არ აღმოჩნდა ევროპა და რუსეთი გაცილებით მყარად დგას, ვიდრე ევროპა?
- ძალიან მნიშვნელოვანი თემაა დასავლეთი და რუსეთი. ის, რაც წითელ ხაზად გასდევს პუტინისეულ პოლიტიკას, ეს უკომპრომისობაა დასავლეთთან ურთიერთობაში. ამ უკრომპრომისობის შედეგი იყო 2008 წლის ომი და იქ დაანახა მოსოფლიოს ყველაზე მკაფიოდ რუსეთმა, რომ დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედების შნო არ აქვს.
ეს გრძელდება სხვადასხვა სახით, სხვადასხვა დაპირისპირებაში და მათ შორის უკრაინის დაპირისპირებაში. ლაპარაკი იმაზე, რომ დასავლეთი შეაჩერებს რუსულ ზეწოლას ამ პროცესში, ცოტა გულუბრყვილოა. შეიძლება პირიქით, უფრო გააღიზიანოს რუსეთი. ერთი რამ ცხადია, რომ დღევანდელი დღის პრესპექტივით არის ბევრი ის ნაბიჯი გადადგმული, რაც შორეულ პერსპექტივაში წამგებიანი იქნება რუსეთისთვისაც.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა უკრაინული პროცესით მიიღო მისთვის სასურველი შედეგი, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა ანალოგიური სცენარი აამოქმედოს საქართველოსთან მიმართებაში?
- იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა უკრაინული პროცესით მიიღო მისთვის სასურველი შედეგი ისე, რომ არანაირი მძიმე დანაკარგი არ ექნება, გნებავთ ევროპული, გნებათ უკრაინული მიმართულებით, თუ რუსეთს ასეთი თავხედობა არაფრად დაუჯდა, მაშინ ამ თავხედობას საქართველოს მიმართაც გაიმეორებს. მაგრამ თუ უკრაინულმა პროცესებმა რუსეთს ძვირი გაუხადა ეს ჩარევა, მისთვის არასასურველი დანაკარგები ნახა, მაშინ მეეჭვება, რომ საქართველოს მიმართ ასეთი პირდაპირი და უხეში ზეწოლა გაიმეოროს. ასე რომ, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, როგორ განვითარდება მოვლენები.
შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს?
- სახეზეა ძალიან მძიმე სამოქალაქო დაპირისპირება ხელისუფლებასთან. თუ ოპოზიცია იარაღს იშოვის, როგორც არაბულ ქვეყნებში, შეიძლება სამოქალაქო ომშიც გადაიზარდოს. თუმცა, არა მგონია რომელიმე ქვეყანამ მოისურვოს უკრაინული ოპოზიციის იარაღით აღჭურვა, ასევე არა მგონია, რომ თვითონ ოპოზიციამ მოისურვოს იარაღის აღება. ეს მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნება.