რუკა, რომელსაც უკრაინული პროტესტის ახსნა შეუძლია

რუკა, რომელსაც უკრაინული პროტესტის ახსნა შეუძლია

ორ კვირაზე მეტია, რაც უკრაინა საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა. პროტესტი პრეზიდენტ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას მოჰყვა. მან ხელი არ მოაწერა შეთანხმებას, რომელიც გააღრმავებდა ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციას. კიევში იანუკოვიჩის გადადგომას მოითხოვენ. 

ეს უკრაინისთვის ისტორიული მომენტია, ისევე როგორც ევროპისათვის: რუსეთის პრეზიდენტმა ზეწოლის შედეგად უარი ათქმევინა იანუკოვიჩს ევროკავშირთან შეთანხმებაზე და სანაცვლოდ კიევს მოსკოვის სავაჭრო კავშირში გაწევრიანებას აიძულებს. სავაჭრო კავშირი მოსკოვის პროექტია, რომლიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს აერთიანებს. სად არის უკრაინის მომავალი რუსეთთან თუ ევროპასთან? 

უკრაინაში შექმნილი ვითარება ურთულესია და მას ბევრი ფაქტორი განაპირობებს: ქვეყნის სამწუხარო ისტორია საბჭოთა კავშირის ფარგლებში, მისი ღრმა ეკონომიკური პრობლემები, დასავლეთისადმი კულტურული ლტოლვა, ფართო უკმაყოფილება სამთავრობო კორუფციით, 20 წლიანი დაპირისპირების და განხეთქილების პოლიტიკა და განცდა, რომ იანუკოვიჩი პუტინის მარიონეტია. 

ვერცერთი ცალკე აღებული ფაქტორი ამ ყველაფერს ვერ ახსნის. მაგრამ რუკა, რომელსაც გთავაზობთ (იხ. სტატიის ორიგინალში) ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. რუკაზე ფერებადაა დაყოფილი ქვეყნის მთავარი ეთნიკური და ლინგვისტური სხვაობები. ქვემოთ მე ავხსნი, თუ რატომ არის ეს რუკა ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ მოგვითხრობს ის უკრაინის ისტორიის შესახებას. მოკლე ვერსია კი ასეთია: უკრაინის პოლიტიკას დიდი ხანია რაც ქვეყნის დემოგრაფია ორ მთავარ ნაწილად ყოფს. ის რაც დღეს ხდება დიდწილად სწორედ ამ დაყოფის შედეგია.

უხეშად რომ ვთქვათ, უკრაინაში ყოველი ექვსი ადამიანიდან ოთხი ეთნიკური უკრაინელია და უკრაინულ ენაზე ლაპარაკობს. ექვსიდან ერთი - ეთნიკური რუსია და რუსულად ლაპარაკობს. ექვსიდან ერთი - ეთნიკური უკრაინელია, მაგრამ რუსულად ლაპრაკობს. რუკაზე ჩანს ის, თუ სად ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ამ სამ მთავარ ჯგუფს განეკუთვნებიან (უკრაინის მოსახლეობაში დაახლოებით 5%-მდე უმცირესობებია, რომლებიც ამ სამ კატეგორიაში არ მოიაზრებიან).

რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რაც ახლა უკრიანაში ხდება: მას შემდეგ რაც 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანა პოლიტიკურად ამ სამ ეთნიკურ-ლინგვისტურ მხარედ იყოფა. ნაციონალურ არჩევნებში, იმ რაიონებში, სადაც უკრაინულ ენაზე მოლაპარაკე ეთნიკური უკრაინელები ცხოვრობენ მხარს როგორც წესი ერთ კანდიდატს უჭერენ, ხოლო რაიონებში, სადაც რუსულად მოლაპარაკე ეთნიკური რუსები ცხოვრობენ, რჩეული მეორე კანდიდატია. 

იმის საილუსტრაციოდ თუ რას ვგულიხმობ, ნახეთ ქვედა ორი რუკა, რომელიც უკრაინის 2004 და 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გრაფიკულად ასახავს. იმავდორულად, კანდიდატთა შედეგების მაჩვენებლები ერთმანეთთან დაახლოებულია. იანუკოვიჩი დამარცხდა 2004 წლის არჩევნებში (არჩევნების მეორე ტურში; პირველ ტური ანულირდა გაყალებების ბრალდებით) იუშჩენკოსთან: შედეგი - 52%-44%. მაგრამ მან გაიმარჯვა 2010 წელს 49%-ით 45%-ის წინააღმდეგ. ორივე შემთხვევაში მკაფიოდ ჩანს რეგიონული განხეთქილება. სხვა არჩევნების შედეგებიც თითქმის ანალოგიურია. 

უკრაინის ეთნო-ლინგვისტური პოლიტიკური დაყოფა შეერთებული შტატების “წითელი ამერიკის” და “ლურჯი ამერიკის” მსგავსია, მაგრამ ამერიკული მაგალითისგან მას ძალიან ბევრი რამ განასხვავებს - წარმოიდგინეთ, რომ წითელი და ლურჯი ამერიკა სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობდნენ. მიმდინარე პოლიტიკური კონფლიქტი, რომლის ძირითადი ხაზი გადის იმაზე, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა - ევროპისკენ თუ რუსეთისკენ, ისეტი ამერიკული თემების უკრაინული ექვივალენტია, როგორებიცაა იარაღის კონტროლი, აბორტი და ერთსქესიანთა ქორწინება ერთად აღებული. 

კიევის საპროტესტო აქციებით, ჩნდება განცდა, რომ უკრაინელებს ევროკავშირში ინტეგრაცია და რუსეთისგან გამიჯვნა უნდათ. მაგრამ 2013 წლის ნოემბერში ჩატარებული კვლევა ოდნავ განსხვავებულ დამოკიდებულებებზე მიუთითებს: გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმების მომხრეა 14% ემხრობა რუსეთის სავაჭრო კავშირის წევრობას, 41%-ს კი არ გადაუწყვეტია ან არცერთ კავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირში გაწევრიანებას ჰყავს იმდენივე მომხრე, რამდენი მოწინააღმდეგეც, მაგრამ ორივე ეს ხაზი უფრო პოპულარულია, ვიდრე მოსკოვთან დაახლოების პერსპექტივა. 

ბუნებრივია, რომ ეთნიკურ-ლინგვისტური უკრაინელები უფრო დაუჭერენ მხარს ევროკავშირთან შეთანხმებას. ხშირად ევროპას ისინი რუსეთის ალტერნატივად აღიქვამენ, ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა წააგავს ისეთი ლოზუნგის მხარდაჭერას, როგორიცაა “არა რუსეთს”. 

ეს რუკები იმასაც აჩვენებს, თუ რატომ შეიძლება გაზვიადებული წარმოდგენა შეიქმნას პროტესტსა და იმაზე, წარმოადგენენ თუ არა ამ აქციის მონაწილეები ყველა უკრაინელს. მასობრივი საპროტესტო აქციები, და შესაბამისად უცხოელი ჟურნალისტების უმრავლესობა დედაქალაქ კიევშია, რომელიც მდებარეობს ეთნიკურად და ლინგვისტურად ურკაინული უმრავლესობისგან დასახლებულ ტერიტორიაზე. იანუკოვიჩი კი აღმოსავლეთიდანაა, ქვეყნის შედარებით რუსული ნაწილიდან, სადაც ის წლების განმავლობაში რეგიონის გუბერნატორად მუშაობდა. 2010 წელს კიეველების 74.7 %-მა მხარი იანუკოვიჩის ოპონენტს დაუჭირა, ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ მათ იანუკოვიჩის გადადგომა უნდოდეთ. 

სხვა ვითარებაა ქვეყნის მეორე ნაწილში. როგორც ეს მკვლევარებმა კატარინა და რომან ვოლცუკებმა დაწერეს Monkey Cage-ში (გაზეთის რუბრიკა) “პრორუსულ აღმოსავლეთ და სამხრეთ უკაინაში საბჭოთა ლიდერ ლენინს დღემდე ბევრი პატივს სცემს, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიზმს იქაც კი გაუვუდა ყავლი”. ამ კვირაში, როდესაც კიევში მომიტინგეებმა საბჭოთა ლიდერის ვლადიმერ ლენინის ძეგლი დაამხეს, ზოგიერთმა უკრაინელმა ქვეყნის რუსულად მოლაპარაკე ნაწილში აღშფოთება გამოთქვა. 

აქ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენ გვესმის იგივე ფრაზები უმცირესობის პარტიისგან ყველა მნიშვნელოვანი არჩევნებისას: “მოდით, დავიბრუნოთ ქვეყანა”. უკრაინულ პოლიტიკასაც ახასიათებს ის, რაც ამერიკულ პოლიტიკაში გვხდება, კერძოდ ის, რომ პოლიტიკურ ოპონენტებში არსებობს განცდა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ერს არ წარმოადგენს. კიეველი დემონსტრანტები მომიტინგეები ევროკავშირთან შეთანხმებაზე უარის თქმას და მოსკოვთან ჩახუტებას იანუკოვიჩს ღალატად უთვლიან. ანალოგიურად, კორუფციის (ძალიან საეჭვო) ბრალდებით დააპატიმრეს პრემიერმინისტრი ტიმოშენკო, რომელსაც საწვავზე რუსეთთან ისეთი ხელშეკრულების გაფორმების გამო ედავებიან, რომელიც მოსკოვისთვის იყო მომგებიანი. 

მომიტინგეები კიევში შესაშურ სიმამაცეს და პოლიტიკურ ნებას ავლენენ. მათ აქვთ ბრაზისთვის ბევრი ისეთი საფუძველი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ეთნიკურ ან ლინგვისტურ ფაქტორებთან. ისინი მთავრობაში კორუფციას და გაუბედურებულ ეკონომიკას აპროტესტებენ. მაგრამ ის რასაც ჩვენ ვხედავთ, ბევრი თვალსაზრისით ქვეყნის დემოგრაფიულ მხარეებად დაყოფის შედეგია, პრობლემა, რომელიც უკრაინულ პოლიტიკას რეალურად არასდროს გადაულახავს. 


foreignpress.ge