ივანიშვილის დაანონსებული შეხვედრა ამერიკის ელჩთან და დასავლეთის მოულოდნელად შეცვლილი რიტორიკა

ივანიშვილის დაანონსებული შეხვედრა ამერიკის ელჩთან და დასავლეთის მოულოდნელად შეცვლილი რიტორიკა

შეძლებს თუ არა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვას და როგორ წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება?

ხანგრძლივი კრიზისის შემდეგ, მმართველი პარტიის დამფუძნებელი, შეერთებული შტატების ელჩთან პირველ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. თარიღი უკვე ჩანიშნულია, მოლოდინი პოზიტიური. ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიცემულ ვრცელ ინტერვიუში საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო.

ივანიშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ მისთვის შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა ყოველთვის პრიორიტეტული იყო და არსებულ ორმხრივი დაძაბულობის მიზეზებზეც ისაუბრა - ომი უკრაინაში და მასთან ერთად გაჩენილი გეოპოლიტიკური გამოწვევები. ბიძინა ივანიშვილის პროგნოზით, რუსეთ-უკრაინის ომის მალე დასრულდება და ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, ვითარების პირვანდელ ნიშნულზე დაბრუნების შან გააჩენს.

უკრაინაში ომისა და შეცვლილი გეოპოლიტიკური გამოწვევების გავლენა საქართველოზე - ივანიშვილის ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ გაიხსენა, რა სახის პირდაპირი ზეწოლის მსხვერპლი გახდა ხელისუფლება 2022 წლიდან, როდესაც, მისი თქმით, დახურულ კარს მიღმა მთავრობისგან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ. მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, საჯაროდ, ყოფილი პრემიერისა და უცხოელი მაღალჩინოსნის (ჩვენი ინფორმაციით აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი) დიალოგზეც ისაუბრა, სადაც პირდაპირ ისმოდა მოწოდება 3-დღიან ომსა და ქვეყნის პარტიზანული ბრძოლის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ.

მუქარა პერსონალური სანქციებით, რომელსაც ხელისუფლების დაშინება და მიდგომების შეცვლა უნდა გამოეწვია, ის ინსტრუმენტი იყო, რომელმაც, ბიძინა ივანიშვილის აზრით, კონტრპროდუქტიულად იმუშავა. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას არც ნატოს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკა იცავს, ივანიშვილის აზრით, მმართველმა გუნდმა ურთულესი გამოწვევების გადალახვა შეძლო.

ზეწოლის, მუქარისა და ომის მოწოდებების მიუხედავად, რომ საქართველომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრის გაუმჯობესება შეძლო, ბიძინა ივანიშვილისთვის ოცნებისმმართველობის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. ლიდერობა ეკონომიკურ რეიტინგებში, გაზრდილი ბიუჯეტი, ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების ფონზე, მმართველი გუნდის დამფუძნებლისთვის ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარების მტკიცებულებაა.

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის განცხადებები ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელისუფლებო გუნდისთვის ეროვნული ინტერესების დაცვის პარალელურად სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესება.

აშშ-ის წარმომადგენლობასთან დაანონსებული შეხვედრის მიუხედავად, ოპოზიცია პარტნიორთან ურთიერთობის გადატვირთვას სკეპტიკურად უყურებს, ისევე როგორც იმ გეოპოლიტიკურ საფრთხეებს, რაზეც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით მოქმედებენ.

თუმცა არჩევნების მოახლოვებასთან ერთად საინტერესოდ შეიცვალა ევროკავშირის და ამერიკის ელჩის პოზიციები „ოცნების“ ხელისუფლებასთან და არჩევნებთან დაკავშირებით.

პაველ ჰერჩინსკის მოულოდნელად, სრული ნდობა გაუჩნდა ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ.

„სრული ნდობა მაქვს ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ, რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი - ჩვენ პატივს ვცემთ შედეგს და ვიმუშავებთ ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელმძღვანელობასთან. ევროკავშირის გადასაწყვეტი არაა, პოლიტიკური გადაწყვეტილებები არჩევნებამდე, არჩევნების დროს თუ არჩევნების შემდეგ. ეს ქართველი ხალხის არჩევანია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი კი ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. როგორც აშშ-ის ელჩი ამობს, ამერიკა არ ირჩევს, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს, ამას ქართველი ხალხი წყვეტს. ამერიკელი დიპლომატი საქართველოს მთავრობასთან ღია და კონსტრუქციული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აშშ-ს სურს, ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან მუშაობა.

„ქართული ოცნების“ სიის წევრი და ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ამბობს, რომ საგარეო ორიენტირი საქართველოს არასდროს შეუცვლია და ეს მხოლოდ აგენტურის სპეკულაციები იყო. ქადაგიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია ვერაფერზე ააგო და იძულებული გახდნენ, რომ „ოცნებისთვის“ პრორუსული იარლიყი მიეწებებინა.

„სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირად არის. „ოცნებამ“ რაც ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გააკეთა, იმის ნახევარი ნაციონალების ხელისუფლებას არ გაუკეთებია. ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიიღო; მოხდა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება; ვიზალიბერალიზაციის მიღება. ამიტომ საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა არ გამოსდით. ივანიშვილმა დეტალურად ახსნა, რის გამო დაიწყო დასავლეთთან ეს გაურკვევლობა. ყველაფრის მთავარი მიზეზი არის უკრაინასთან ომი და ის გარკვეული ზეწოლა, რაც ამის გამო ჩვენს ქვეყანაზე დაიწყო. არავისთვის უკვე დასაფარი და უცნობი აღარ არის, ეს რის გამოც ხდებოდა. რაც შეეხება ბატონი ივანიშვილის ინტერვიუს, ეს იყო ალბათ საბოლოო ვერდიქტი სრულიად ოპოზიციისთვის. ეს იყო სწორი მესიჯები და პირდაპირი გზავნილები. ამით აჩვენა ივანიშვილმა როგორი მდგრადია „ოცნება“. მეორე მხრივ კი როგორი ჯანსაღი შეხედულებები აქვს დასავლეთთან დაკავშირებით. ხოლო მესამე - პოზიციები როგორ უნდა გავიმყაროთ რეგიონში, როგორ წარმოუდგენია მას ხვალინდელი დღე და როგორ ხედავს ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - ამბობს ქადაგიძე.

მისივე თქმით, ივანიშვილმა სწორად აღნიშნა, რომ არასდროს სტრატეგიულ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობისთვის არ გადაუხედავს, უბრალოდ, მათი მხრიდან მოხდა კომუნიკაციაში ხინჯის შეტანა და არასწორი მიდგომებით ეს ურთიერთობები გაუგებრობით აირია.

„როგორც კი არჩევნები ჩაივლის, ყველას ძალაუნებურად მოუწევს ქართველი ხალხის არჩევანის აღიარება და მასთან შეგუება. 26 ოქტომბერს მისი უდიდებულესობა, მთავარი არბიტრი ქართველი ხალხი, ყველას აჩვენებს მის გადაწყვეტილებას, რის გამოც იძულებული გახდება ამერიკაც, ევროპაც, რომ იმ ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს. თუ ვინმეს რაღაცა რიტორიკაში არეული აქვს, თავადვე დალაგდებიან. რიტორიკის ცვლილება ელჩებში უკვე იგრძნობა. ვნახეთ ევროკავშირის, ამერიკის ელჩების წინასაარჩევნო განცხადებები, რომ ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს, ისინიც მათთან ითანამშრომლებენ.

ჩვენ შეიძლება სხვა კუთხით ვუყურებთ ხოლმე და წარმოგვიდგენია, რომ დასავლელი პარტნიორები ოფისის დონეზე აღიქვამენ არჩევნებს, ასე არ არის. ის კვლევები და რეალობა, რაც საქრათველოში არსებობს, მათ კარგად იციან. სულ რაღაც სამ დღეში გახდება ცნობილი ხალხის გადაწყვეტილება. ამიტომ რეალობას ნელ-ნელა ეგუებიან. ანალოგიური თქვა ქალბატონმა დანიგანმაც. უკვე დასავლეთშიც მიხვდნენ, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა მხოლოდ ტელევიზიის დონეზეა და მათ რეალურად ქართველი ხალხი არ აირჩევს. ეს 20 ოქტომბრის ე.წ. მარშმაც აჩვენა და ასევე დაინახავენ „ოცნების“ მხარდამჭერთა აქციასაც 23 ოქტომბერს. რიტორიკა კი სულ უფრო შერბილდება“, - ამბობს ქადაგიძე.

 

 

trampi ჯეკ მეტლოკი: ქართველებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, არამხოლოდ ჩემს დიპლომატიურ საქმიანობაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. ამიტომ, ძალიან მიხარია რომ მაქვს ქართველ მაყურებელთან საუბრის შესაძლებლობა



ჯეკ მეტლოკი: ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რომ არ შეუერთდა სანქციებს. სხვათა შორის, ეს სანქციები საერთოდ არ აკეთებს იმას, რაც უნდა გაეკეთებინა


ჯეკ მეტლოკი: საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ მისი პრობლემები ევროკავშირში გაწევრიანებით არ მოგვარდება. ის შეიძლება ერთ დღეს გაწევრიანდეს და მე იმედი მაქვს ასეც იქნება, მაგრამ ნატოში გაწევრიანება დაუშვებელია

ჯეკ მეტლოკი: საქართველოს ინტერესებშია კარგი ურთიერთობები ჰქონდეს მეზობლებთან. იგი არ უნდა ჩაერიოს არცერთ მხარესთან, მსოფლიოს დაყოფის პროცესში, ე.წ. ცივილიზაციათა ჯახის ფარგლებში

ჯეკ მეტლოკი: ის კანონი, რომელიც უცხოეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების რეგისტრაციას ითხოვს, ძალიან ჰგავს აშშ-ში მოქმედ კანონმდებლობას, სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობისთვის ამის გამო, არასწორია



ჯეკ მეტლოკი: აშშ-მ უნდა შესთავაზოს საქართველოს ეკონომიკური დახმარება, თუმცა თავიდან უნდა აირიდოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ეს არასოდეს ამართლებს, რადგან ამ დროს უცხოელ აგენტად აღიქმები




ეს კაცი შევარდნაძის ბრატიშკაა........ ჯიგარზე ჯიგარი კაცია
როცა მოსკოვში იყო ეგ ამერიკის ელჩად, მაშინ (1988--ან 1989 წელი იყო) მაგან ერთი თვე ცოლ-შვილთან ერთად საქართველოში გაატარა... საქართველო მაშინ ყველას პირზე ეკერა....პლიუს შევარდნაძე მაშინ ცვეტში იყო........ ხოოდა ჩამოიყვანა ცოლშვილი და ჩამოვიდა ..ის კი არადა ისე მოეწონა საქართველო რომ დაჟე მაშინ შვებულებას 3 დღე გადააცილა, აქედან გვიან წავიდა (დაჟე მაშინ შვილები სპეციალურად ჩამოიყვანა ამერიკიდან საქართველოში წამოსაყვანად)
ატყდა მაშინ მოსკოვში ამერიკის საელჩოში ერთი შფოთი---არიქა ელჩი დავკარგეთო(ეს ყველაფერი მაშინ გაზ. კომუნისტში ეწერა... ინტერვიუც იყო)
მოკლედ მაგ კაცს მაშინ საქართველო ძალიან მოეწონა, პირდაპი ტვინში გაეჭედა ....
არადა სულ ველოდებოდი, სულ მაინტერესებდა---- სადააა ის კაცი, რატო ამ ამერიკის ჩათლახობებზე არ გამოგვესარჩლება, რატო ატმასკას არ აგვიღებს, მეთქი და.................... აჰაააა ...
მადლმა მაინც თავისი ქნა და გამოჩნდა
და ჩვენზე დიდი სითბოთი და სიყვარულით ლაპარაკობს კიდეც.........და ძალიან მიხარია
ისე ომის მერე სტეინბერკიც იყო საქართველოში და გაოგნებულ--გაოცებული წავიდა აქედან....კითხულობდა--- ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირში არ შედისოო?? რუსეთის მერე აქ რო ჩამოვიდა და აქაური ხალხი ნახა, უკვირდა... ესენი ვინ არიანო
სხვათა შორის ტურაშვილის მაგარი ძმა, საქართველოში ამერიკის პირველი ელჩი-- კენტ ბრაუნიც ძალიან აფასებს საქართველოს ... საქართველოზე ხსენებაზე იმასაც იზმენები ეწყება(კარგი გაგებით).....ისე მის მერე კოლუმბის ყველა ელჩი პიდარასტია
მიკლედ მიყვარს, ძალიან მსიამოვნებს საქართველოდან მადლწაღებული უცხოელი საქართველოს რო აფასებს....
4 კვირის უკან
trampi არ შეიცვლის და დედაც ეტირება---- სუ დაგვკარგავს
რომელი ურჩევნია??
ჰოოოდა შეიცვლის.... აბა რას იზამს
მიწოლით რომ არ გამოსდით არაფერი, იმიტომ შეიცვალეს რიტორიკა
ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო ეტყობა მიხვდნენ
ინდიელები ვეგონეთ
წავიდნენ მაგათი ოხერი დედაც ....................მაგათი ასაკის კახეთში კაკალი ედგა პაპაჩემს (მერე მოჭრეს --გზას აკეთებდნენ)
ფიდარტასტები
ჟაპაროზეცმა რო უთხრა ვოლგას------ რაც მაგათ თავში აქვთ, ჯერ მარტო იმდენი ჩვენ ტრ კში გვაქვს, მაგათ გონებით როგორ უნდა გვაჯობონ?
ყველამ ჩვენზე დაიმტვრია კბილები......ჰოოოდა მეშვედეები არიან ეგენი, მეშვიდეები
ეხლა ნახეთ ჩვენს მერე მთელ მსოფლიოში ოპტომ რო დაერხევათ
რევოლუცია კი არა---- შიხტა--კიკოლა
რევოლუცია ................... ის მასინ გამოუცდელი ხალხი ვიყავით, კომუნისტების მერე ამერიკელები მამა აბრამის ბატკნები გვეგონნენ
მამა აბრამის ბატკნები კი არა თურმე ესენი ეშმაკზე დამყნობილები ყოფილან... ამათთან შედარებით მართლა მამა აბრამის ბატკნები კომუნისტები ყოფილან---ამდენს არ გვიფუჭებდნენ
4 კვირის უკან