„ხელისუფლების მხრიდან რომ არა რეპრესიული ზომები, მოლდოვის ევროკავშირის გაწევრიანებას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ეყოლებოდა“

„ხელისუფლების მხრიდან რომ არა რეპრესიული ზომები, მოლდოვის ევროკავშირის გაწევრიანებას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ეყოლებოდა“

მოლდოვის ისტორიული რეფერენდუმი მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. დაახლოებით 50/50-ზე გაიყო მოსახლეობის აზრი კითხვაზე - სურთ თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით? წინასწარი შედეგები ასე გამოიყურება.

ბოლო მონაცემებით, მოლდოვაში უკვე ხმების თითქმის 100 პროცენტი დათვლილია, 50.43 მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 49,57-მა კი ევროპული მომავლის კონსტიტუციაში ჩაწერას უარი უთხრა.

მთელი ღამის განმავლობაში მონაცემები თვლის პროცესში იცვლებოდა. თავდაპირველად რამდენიმე საათის განმავლობაში, თითქმის 11 პროცენტიანი სხვაობით ევროკავშირის მოწინააღმდეგეები ჭარბობდნენ, თუმცა გამთენიისას, მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დიასპორის ხმებიც შევიდა - ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობამ ზრდა დაიწყო.

დღის განმავლობაში მოლდოვას საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდი რამდენჯერმე გაითიშა, რის შემდეგაც რეფერენდუმის შედეგები ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა სასარგებლოდ შეიცვალა.

პარალელურად, მოლდოვა ირჩევს პრეზიდენტს. არჩევნებში ლიდერობს მოქმედი პრეზიდენტი, ცალსახად პროევროპული პარტიის ლიდერი მაია სანდუ, მას დაახლოებით 42% აქვს და 16%-ზე მეტით უსწრებს ყოფილ გენერალურ პროკურორ ალექსანდრე სტოია-ნოგლოს, რომელსაც მხარს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური სოციალისტების პარტია უჭერს. თუმცა სანდუმ 51%-მდე ხმების მიღება ვერ შეძლო, რომ ის გამარჯვებულად გამოცხადებულიყო. ამიტომაც მეორე ტური უკვე 3 ნოემბერს გაიმართება.

ძვირფასო მოქალაქეებო, დღეს, ისევე როგორც ბოლო თვეების განმავლობაში, მოლდოვაში თავისუფლება და დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ მოექცა. ჩვენს ქვეყანას კრიმინალურ დაჯგუფებებ, უცხოურ ძალებთან გაერთიანებით, ტყუილითა და პროპაგანდით თავს დაესხნენ. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ კრიმინალურ დაჯგუფება 300 000 ხმის შეძენას აპირებდა. ეს არის უპრეცედენტო თაღლითობა, რომლის მიზანი დემოკრატიის დისკრედიტაციაა. მათი მიზანია საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვა. ჩვენ არ შევწყვეტთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას. ველოდებით საბოლოო შედეგებს და დავბრუნდებით გადაწყვეტილებებით, - განაცხადა მოქმედმა პრეზიდენმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა მაია სანდუმ.

რეფერენდუმის შედეგებით უკმაყოფილოა ბრიუსელიც და მოსკოვიც. კრემლში თქვეს, რომ მოლდოვაში საარჩევნო კამპანიისთვის თავისუფალი გარემო არ იყო, ევროკავშირში კი, სადაც მთელი დღის განმავლობაში დუმილი იყო - მხოლოდ საღამოს განაცხადეს, რომ რეფერენდუმი მოლდოვაში რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის ფონზე ჩატარდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გარე ჩარევების მიუხედავად, მოლდოვას მოსახლეობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კი საკუთარ ტვიტერის გვერდზე მადლობა გადაუხადა მოლდოველ ხალხს სიმამაცისთვის და ისტორიული არჩევანის გაკეთებისთვის.

ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი წინასაარჩევნო პერიოდში დარღვევებზე საუბრობს. მაია სანდუ დემოკრატიაზე თავდასხმაში უცხოურ ძალებს ადანაშაულებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლდოვის რეფერენდუმის შედეგებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აფასებს და ამბობს, რომ ქმედება თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოლდოვამ დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა და ამ ფონზე საქართველოს მისამართით ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკა უსამართლოა.

პრემიერი მოლდოვაში გამართული რეფერენდუმის შედეგებისა და საქართველოს მოსახლეობის მკვეთრად გამოხატული პროევროპული კურსის ფონზე, ევროკავშირის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებებზე საუბრობს.

მოლდოვაში ჩატარდა არჩევნები და თქვენ ნახეთ, რა მოხდა იქ. მოლდოვამ ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა ამ არჩევნების სახით. ჯერ მანამდე რა ხდებოდა, ერთმანეთის მიყოლებით ჩახსნეს კანდიდატები, თან თითიდან გამოწოვილი საბაბით. მოლდოვას, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა, აყენებენ ჩვენზე წინ და განცხადებები თუ სადმე საჭიროა, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით. სამართლიანობ რომ იყოს, განცხადებები საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით, რომელიც არის დსთ-ს წევრი და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას. თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არა. ეს არის სირცხვილი, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთნ ამბობს, რომ ის მანიპულაციები და ხელოვნური ჩარევა, რაც ამ არჩევნებში მოხდა, რომ არ მომხდარიყო, სურათი იმაზე დრამატული იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. ქართველიშვილის აზრით, მოლდოვის მოსახლეობა კიდევ უფრო სკეპტიკურად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ და ე.წ. პროევროპული პრეზიდენტის მიმართ, ვიდრე ეს ამ არჩევნებში არის ასახული.

„წარმოიდგინეთ, რა სახის დარღვევას აქვს ადგილი, მაგალითისთვის, 26 ოქტომბრის არჩევნებში „ოცნებამ“ თურქეთში, ირანში, აზერბაიჯანში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებს ამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება რომ მისცეს, რა არაპროგნოზირებადი შედეგი შესაძლოა დაიდოს, სხვადასხვა დაინტერესებული პოლიტიკური ძალისთვის. როდესაც მოლდოვაში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რუმინეთის პასპორტების მქონე, ეთნიკურად მოლდოველი ადამიანები ახერხებენ. საქართველომ მსგავსი საარჩევნო სისტემა რომ დაუშვას, წარმოდგენაც კი მიჭირს საერთაშორისო, ჩვენმა ე.წ. მეგობრებმა რა ამბავი შესაძლოა დაატრიალონ.

მოლდოვა მათი პროდუქტია, „გლობალური ომის“ მოფერების საგანი. ამიტომ იქ რა დარღვევაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი მოსულა. მიუხედავად ამისა, ამ არჩევნების შედეგები სრულიად ვერ ასახავს ამ ქვეყანაში მიმდინარე პორცესებს. ძალიან ადვილია მანიპულაციები ჩაატარონ იმ ქვეყანაში, სადაც ოფიციალურად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აკრძალულია ძირითადი ოპოზიციური პარტიის საქმიანობა. ძალიან ადვილია სათავისოდ საარჩევნო კამპანია წარმართო, სადაც აკრძალულია ოპოზიციური მედია საშუალებები. სამანიპულაციოდ რომ ფართო გზა ეხსნება ჩატარებულ რეფერენდუმზე ზეგავლენის მოხდენას, მეტყველებს იმაზე, რომ 1%-ის ფარგლებში მერყეობს ევროკავშირის მომხრე და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლარიზებულია მოლდოვაში საზოგადოება და რომ არა ის რეპრესიული ზომები, რომელიც მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ხდება, უფრო მეტი მოწინააღმდეგე იქნებოდა“, -ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, რომ არა ეს გაუგონარი ზეწოლა ოპოზიციაზე და ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობაზე, არავინ იცის რეალურად რა შედეგი დაიდებოდა.

„ხელისუფლების ხელში ამხელა ბერკეტების ქონის მიუხედავად, მოქმედმა პრეზიდენტმა პირველივე ტურში გამარჯვება ვერ მოახერხა. 3 ნოემბერს მეორე ტური დაინიშნა. რაც შეეხება მოსახლეობის ასეთ განწყობას, განპირობებულია იმით, რომ პირველ რიგში, მოლდოვა გამოირჩევა უხვმოსავლიანობით და სასოფლო- სამეურნეო მიწებით. ამ ხალხს სხვა შემოსავალი არა აქვს. ამიტომაც მათი მოსავლის დიდი ნაწილი ყოველთვის ასე იყო, გაედინებოდა რუსეთში და ეს ქვეყანა ძირითადად თავს ამით ირჩენს. ახლა კი ევროკავშირის იქაურმა ელჩმა მოსახლეობას გამოუცხადა, რომ თუკი ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდებოდნენ, მაშინ იძულებულები იქნებიან ეს მიწები უცხო ინვესტორის მფლობელობაში გადავიდეს. ეს კი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. ხედავენ სიტუაციას უკრაინაში, რომლის მიწების დიდი ნაწილი ტრანსნაციონალურ კორპორაცია „ბლეკროკს“ რამდენი მილიონობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს შესყიდული. რა თქმა უნდა, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში ევროკავშირისკენ მისწრაფება შეეტანათ და ხმები გაიყო. მე ვფიქრობ, რომ ესეც მანიპულაციების შედეგად გაიყო, თორემ სიტუაცია იმაზე რთულად არის, ვიდრე ამ არჩევნებით გამოჩნდა“, - ამბობს ქართველიშვილი.

 

trampi ჯეკ მეტლოკი: ქართველებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, არამხოლოდ ჩემს დიპლომატიურ საქმიანობაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. ამიტომ, ძალიან მიხარია რომ მაქვს ქართველ მაყურებელთან საუბრის შესაძლებლობა



ჯეკ მეტლოკი: ვფიქრობ, საქართველოს მხრიდან ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, რომ არ შეუერთდა სანქციებს. სხვათა შორის, ეს სანქციები საერთოდ არ აკეთებს იმას, რაც უნდა გაეკეთებინა


ჯეკ მეტლოკი: საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ მისი პრობლემები ევროკავშირში გაწევრიანებით არ მოგვარდება. ის შეიძლება ერთ დღეს გაწევრიანდეს და მე იმედი მაქვს ასეც იქნება, მაგრამ ნატოში გაწევრიანება დაუშვებელია

ჯეკ მეტლოკი: საქართველოს ინტერესებშია კარგი ურთიერთობები ჰქონდეს მეზობლებთან. იგი არ უნდა ჩაერიოს არცერთ მხარესთან, მსოფლიოს დაყოფის პროცესში, ე.წ. ცივილიზაციათა ჯახის ფარგლებში

ჯეკ მეტლოკი: ის კანონი, რომელიც უცხოეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების რეგისტრაციას ითხოვს, ძალიან ჰგავს აშშ-ში მოქმედ კანონმდებლობას, სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობისთვის ამის გამო, არასწორია



ჯეკ მეტლოკი: აშშ-მ უნდა შესთავაზოს საქართველოს ეკონომიკური დახმარება, თუმცა თავიდან უნდა აირიდოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა, ეს არასოდეს ამართლებს, რადგან ამ დროს უცხოელ აგენტად აღიქმები




ეს კაცი შევარდნაძის ბრატიშკაა........ ჯიგარზე ჯიგარი კაცია
როცა მოსკოვში იყო ეგ ამერიკის ელჩად, მაშინ (1988--ან 1989 წელი იყო) მაგან ერთი თვე ცოლ-შვილთან ერთად საქართველოში გაატარა... საქართველო მაშინ ყველას პირზე ეკერა....პლიუს შევარდნაძე მაშინ ცვეტში იყო........ ხოოდა ჩამოიყვანა ცოლშვილი და ჩამოვიდა ..ის კი არადა ისე მოეწონა საქართველო რომ დაჟე მაშინ შვებულებას 3 დღე გადააცილა, აქედან გვიან წავიდა (დაჟე მაშინ შვილები სპეციალურად ჩამოიყვანა ამერიკიდან საქართველოში წამოსაყვანად)
ატყდა მაშინ მოსკოვში ამერიკის საელჩოში ერთი შფოთი---არიქა ელჩი დავკარგეთო(ეს ყველაფერი მაშინ გაზ. კომუნისტში ეწერა... ინტერვიუც იყო)
მოკლედ მაგ კაცს მაშინ საქართველო ძალიან მოეწონა, პირდაპი ტვინში გაეჭედა ....
არადა სულ ველოდებოდი, სულ მაინტერესებდა---- სადააა ის კაცი, რატო ამ ამერიკის ჩათლახობებზე არ გამოგვესარჩლება, რატო ატმასკას არ აგვიღებს, მეთქი და.................... აჰაააა ...
მადლმა მაინც თავისი ქნა და გამოჩნდა
და ჩვენზე დიდი სითბოთი და სიყვარულით ლაპარაკობს კიდეც.........და ძალიან მიხარია
ისე ომის მერე სტეინბერკიც იყო საქართველოში და გაოგნებულ--გაოცებული წავიდა აქედან....კითხულობდა--- ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირში არ შედისოო?? რუსეთის მერე აქ რო ჩამოვიდა და აქაური ხალხი ნახა, უკვირდა... ესენი ვინ არიანო
სხვათა შორის ტურაშვილის მაგარი ძმა, საქართველოში ამერიკის პირველი ელჩი-- კენტ ბრაუნიც ძალიან აფასებს საქართველოს ... საქართველოზე ხსენებაზე იმასაც იზმენები ეწყება(კარგი გაგებით).....ისე მის მერე კოლუმბის ყველა ელჩი პიდარასტია
მიკლედ მიყვარს, ძალიან მსიამოვნებს საქართველოდან მადლწაღებული უცხოელი საქართველოს რო აფასებს....

დასავლეთმა ჩვენს მიმართ რიტორიკა შეიცვალაო


არ შეიცვლის და დედაც ეტირება---- სუ დაგვკარგავს
რომელი ურჩევნია??
ჰოოოდა შეიცვლის.... აბა რას იზამს
მიწოლით რომ არ გამოსდით არაფერი, იმიტომ შეიცვალეს რიტორიკა
ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო ეტყობა მიხვდნენ
ინდიელები ვეგონეთ
წავიდნენ მაგათი ოხერი დედაც ....................მაგათი ასაკის კახეთში კაკალი ედგა პაპაჩემს (მერე მოჭრეს --გზას აკეთებდნენ)
ფიდარტასტები
ჟაპაროზეცმა რო უთხრა ვოლგას------ რაც მაგათ თავში აქვთ, ჯერ მარტო იმდენი ჩვენ ტრ კში გვაქვს, მაგათ გონებით როგორ უნდა გვაჯობონ?
ყველამ ჩვენზე დაიმტვრია კბილები......ჰოოოდა მეშვედეები არიან ეგენი, მეშვიდეები
ეხლა ნახეთ ჩვენს მერე მთელ მსოფლიოში ოპტომ რო დაერხევათ
რევოლუცია კი არა---- შიხტა--კიკოლა
რევოლუცია ................... ის მასინ გამოუცდელი ხალხი ვიყავით, კომუნისტების მერე ამერიკელები მამა აბრამის ბატკნები გვეგონნენ
მამა აბრამის ბატკნები კი არა თურმე ესენი ეშმაკზე დამყნობილები ყოფილან... ამათთან შედარებით მართლა მამა აბრამის ბატკნები კომუნისტები ყოფილან---ამდენს არ გვიფუჭებდნენ
4 კვირის უკან