აშშ-ში თურქი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მოძრაობა FETO-ს ლიდერი ფეთჰულაჰ გიულენი გარდაიცვალა. France Press-ის ინფორმაციით, ის 83 წლის იყო.
CNN Turk-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, გიულენი საავადმყოფოში კვირას დაიღუპა. მას თირკმლების უკმარისობა, დიაბეტი და დემენცია ჰქონდა.
წარსულში გიულენი და ერდოღანი მოკავშირეები იყვნენ, თუმცა 2016 წელს თურქეთის პრეზიდენტმა ის და მისი მომხრეები სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზაებაში დაადანაშაულა. 1999 წლიდან გიულენი აშშ-ში ცხოვრობდა. თურქეთი მის ექსტრადიციას ითხოვდა, მოძრაობა FETO კი ტერორისტულად გამოაცხადა. გიულენი ამ ბრალდებებს უარყოფდა.