გვარამიას და გახარიას სურვილია „შინ, ევროპაში“ ზურაბიშვილი წარუძღვეს, ჯვრის ნაცვლად ხმლით, ფარით ან წურბლებით კისერზე

გვარამიას და გახარიას სურვილია „შინ, ევროპაში“ ზურაბიშვილი წარუძღვეს, ჯვრის ნაცვლად ხმლით, ფარით ან წურბლებით კისერზე

ბოლო პერიოდის განმავლობაში, მსჯელობა მიდის იმის შესახებ, თუ ვის დაასახელებს ოპოზიციური სპექტრი პრემიერ-მინისტრობის დამოუკიდებელ კანდიდატად. აქცენტი კეთდება საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე, რომლის კანდიდატურის შესაძლო წარდგენასაც მიესალმებიან გიორგი გახარიას პარტიასა და ახალში. თუმცა, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება ახლა, საპარლამენტო არჩევენამდე ორი კვირით ადრე, ოპოზიციური პარტიებისთვის წამგებიანი იქნება.

პარტიაგახარია საქართველოსთვისლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რომელიც მაგიდაზე განსახილველად აუცილებლად უნდა იყოს. როგორც გიორგი გახარიამ ერთ-ერთ სატალევიზიო გადაცემაში განაცხადა, საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუ როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამ მიზნის მისაღწევად კი დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა. ხოლო, კითხვაზე, რამდენად განიხილავენ სალომე ზურაბიშვილის პრემიერობას, გახარიამ განაცხადა, ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია.

ეს საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით. ასე მარტივად არ ხდება, მისი ნებაც გასათვალისწინებელია. არ ვიცი, მას უნდა თუ არ უნდა, მაგრამ (ოპოზიციაში) ამ იდეაზე მსჯელობა არ ყოფილა. ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასებაა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მუშა ვარიანტია.

საქართველოსთვის დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ზუსტად წელიწად-ნახევარში როგორ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. მთავარი ესაა. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე შესაფერისი ფიგურაა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კოალიცია ცვლილებისთვისლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მხარს დაუჭერენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. როგორც ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ეს პოლიტიკურ სპექტრსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმების საგანია.

ჩვენ, „კოალიცია ცვლილებისთვისმხარს ვუჭერთქართულ ქარტიას“, რომლის სულისკვეთებასაც საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს ტექნიკური მთავრობის, გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. როგორც ვხედავთ, ეს არის შეთანხმების საგანი პოლიტიკურ სპექტრსა და პრეზიდენტს შორის“, - განაცხადა გვარამიამ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გახარიასა და გვარამიას მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას იმით ხსნის, რომ მათ საკუთარი კანდიდატურა შესაძლოა არ ჰყავდეთ და ისინი უფრო მარტივად შეძლებენ ზურაბიშვილის მართვას. როგორც ანჯაფარიძემ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, დღეს საქართველოში სალომე ზურაბიშვილს მაღალი რეიტინგი არ აქვს.

ზურაბიშვილის, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე, ოპოზიციაში, (ვგულისხმობ მის ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს), ერთიანი მოსაზრება არ არის. პარტიების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ მისი საერთაშორისო კავშირებით და იმით, რომ მან თავის თავზე ითავა ოპოზიციის გაერთიანება, ლოგიკური იქნებოდა მისი პრემიერად გამწესება.

როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილიც არ გამორიცხავს ამ ვერსიას, მაგრამ მისი პრეიერ-მინისტრად დასახელება ოპოზიციისთვის წამგებიანი ნაბიჯი იქნებოდა, რადგან ის პრემიერ-მინისტრის რანგში ვერ შეძლებს ვერც მთავრობის და ვერც სახელმწიფოს მართვას იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ მას არავითარი გამოცდილება ამ კუთხით არ გააჩნია და მხოლოდ მის საერთაშორისო რესურსებზე დაყრდნობა, შეცდომა იქნებოდა.

ამასთან, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან რთული იქნება მასთან ერთად მუშაობა. აუცილებლად წარმოიშვება უთანხმოება მასსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის იმის თაობაზე, ვინ უნდა შევიდეს ზურაბიშვილის მთავრობაში. ის, რომ მის პრემიერობას მხარს უჭერს გიორგი გახარია და ახალი, აიხსნება იმით, რომ მათ შესაძლოა საკუთარი კანდიდატურა არ ჰყავდეთ და ისინი უფრო მარტივად შეძლებენ ზურაბიშვილის მართვას და შეიძლება საკუთარი კანდიდატურაც შესთავაზონ ამა თუ იმ მინისტრის თანამდებობაზე.

ზოგადად, კანდიდატის დასახელება არჩევნებამდე არანაირ ჩარჩოში არ ჯდება და ეს კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება და ალბათ, დასავლეთშიც გარკვეულ უხერხულობას შექმნის. მთავარი ის არის, თუ რა რეაქციას გამოიწვევს ეს საქართველოს ამომრჩეველში. ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილის რეიტინგი მაინცდამაინც მაღალი არ არის, რადგან ის ხალხი, ვინც მას არჩევენზე ხმა მისცა და ხედავს დღეს ის ვისთან დგას, მხარს არ დაუჭერს და მისდამი დამოკიდებულება ნეგატიური იქნება. ამ თემაზე საუბარი უმადური თემაა, რადგან ეს რომ მოხდეს, ოპოზიციამ ჯერ არჩევნები უნდა მოიგოს - მოუკლავი დათვის ტყავის გაყოფას ემსგავსება მსჯელობა იმის შესახებ, ზურაბიშვილი იქნება თუ არა პრემიერი, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიესალმება პრემიერ-მინისტრის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის შესაძლო წარდგენას. მისი შეფასებით, თუკი საქართველოს ევროპული მომავალი სურს, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი უნდა დაუჭიროს, რადგან მისდამი ნდობა საერთაშორისი არენაზე, მაღალია.

იმდენად ახლოს არის არჩევნები, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება უკვე არის დაგვიანებული. არ მგონია, რომ აუცილებელი იყოს მისი დასახელება არჩევნებამდე, ვინც არ უნდა იყოს. არჩევნების შემდეგ, ალბათ, გამოჩნდება, მაგრამ სავარაუდო კანდიდატი მართლა შეიძლება იყოს ზურაბიშვილი, რადგან ახლა ის ისეთი ფიგურაა, რომელსაც ჩვენი პარტნიორები ენდობიან. ჩვენ თუ გვინდა, რომ სწრაფად დავუბრუნდეთ ევროპულ ვექტორს, ზურაბიშვილი ყველაზე რეალური კანდიდატია, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს არჩევნების შემდეგ. ამის გაკეთება არჩევნებამდე ოპოზიციისთვის წამგებიანი იქნება და შესაძლოა ძალიან ბევრი ვნებათაღელვა გამოიწვიოს შიგნით პარტიებშიც.

ოპოზიცია უნდა მიჰყვეს იმ დინებას, რა დინებითაც აქამდე მოვიდა - მივიდნენ არჩევნებზე, მიიღონ ხმები ისე, რომ ზურაბიშვილი დარჩეს პრეზიდენტად. ოპოზიციურ სპექტრს დიდი არჩევანი მაინცდამაინც არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამბობს ეს ყველა პარტია ნაციონალური მოძრაობაა, ყველას თავისი ინტერესი აქვს. ამიტომ, საერთო კანდიდატზე შეთანხმება გაუჭირდებათ.

დღეს, სხვა ვინც არ უნდა იყოს კანდიდატი, მისდამი ნდობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც ზურაბიშვილის მიმართ. თუ მნიშვნელოვანია, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ ვექტორს, მაშინ სალომე ზურაბიშვილი ყველაზე რეალური კანდიდატია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მერაბ.g თუ გახარიაა ჯონ სნოუ, კობახიძე რომელია, ნამცხვრის მცხობელი პუტკუნა?
1 თვის უკან