დაჯგუფება „ჰამასის“ მოკლული ლიდერის იაჰია სინვარის ცხედარი, შესაძლოა, 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებულ ებრაელ ტყვეებზე გაცვალონ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, დღესდღეობით „ჰამასის“ ტყვეობაში ასზე მეტი ადამიანი რჩება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა, შესაძლოა, „ჰამასს“ შესთავაზონ სინვარის ცხედარი, ხოლო ამის სანაცვლოდ ტყვეების გათავისუფლება მოითხოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ებრაული მხარე დაჯგუფების ლიდერის გვამს უბრალოდ არ გადასცემს მათ.
მეორე ვერსიის თანახმად, ებრაელები ფიქრობენ, რომ სინვარის გვამის გადაცემა „ჰამასისთვის“ არასასურველია, რადგან ისინი მის საფლავს წმინდა ადგილად აქცევენ, რაც ტერორიზმს წაახალისებს.