„ივანიშვილს კიდევ რა შეიძლება დაუსანქცირონ - საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებას აუკრძალავენ და მის სახლს ყადაღას დაადებენ?“

„ივანიშვილს კიდევ რა შეიძლება დაუსანქცირონ - საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებას აუკრძალავენ და მის სახლს ყადაღას დაადებენ?“

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დასავლეთიდან ყოველდღირ რეჟიმში „ქართული ოცნების“ კრიტიკა და ქვეყნის საარჩევნო პროცესში ღიად ჩარევა გრძელდება. ამჟამად ისევ ამერიკა აქტიურობს და აშშ-ის ჰელსინკის კომისია ახალ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები“. განცხადების თანახმად, „საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“. 

განცხადებაში კონგრესმენები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩაატაროს.

არადა 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ანგარიშში დადასტურდა ის, რასაც საზოგადოება ისედაც ხედავს. წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს, არსებითი დარღვევების გარეშე, ასევე, კონკურენტულ გარემოში. წინასაარჩევნო პროცესი არსებითად თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან. დარღვევებს კი მხოლოდ იზოლირებული ინციდენტების სახე აქვს. მიუხედავად ამისა, ჰელსინკის კომისიის განცხადება ეუთო/ოდირის დასკვნასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის და ამ ორგანიზაციის დასკვნის ეჭვის ქვეშ დაყენება ხდება.

ჰელსნიკის ამ განცხადებას ოპოზიციისგან მორიგი სპეკულაციები მოჰყვა და კვლავ ბიძინა ივანიშვილის შესაძლოა დასანქცირებაზე დაიწყეს აპელირება.

„ჰელსინკის კომისიის განცხადება ქმნის საფუძველს, დასანქცირდეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი, თუ შეეცდებიან შეეწინააღმდეგონ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების დაფიქსირებას და გამოხატვას 26 ოქტომბერს“,- ამბობს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

მისივე განმარტებით, „ივანიშვილი უკვე მიხვდა, რომ მისთვისვე სჯობია, დემოკრატიულ პროცესს მისცეს შანსი“.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ეს განცხადებები სჭირდებათ იმისთვის, რათა ოპოზიციას და მათთან აპელირებულ მედიას სპეკულაციების საშუალება ჰქონდეს.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადება და ავტორიტარიზმზე მინიშნებები არასერიოზულია.

„არასერიოზულია, როდესაც ავტორიტარიზმზე არის ხოლმე მინიშნებები. ჰელსინკის კომისია თუ დაასახელებს ერთ ქვეყანას, სადაც არის ამდენი ოპოზიციური ტელევიზია, ამდენი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, სადაც გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ისე, რომ ადამიანებს შეუძლიათ, თვეების განმავლობაში გააპროტესტონ რაღაც თავისუფლად, თუ ასეთ ავტორიტარულ ქვეყანას დამისახელებს ვინმე, მე მაშინ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს ამ განცხადებაზე“, - ამბობს დეპუტატი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამერიკიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შანტაჟს და შემდეგ ამ თემით ოპოზიციის სპეკულაციებს უკვე აზრი აღარ აქვს, რადგან ივანიშვილი რამდენიმე წელია ფაქტობრივად სანქციების პრობებში იმყოფება.

„ივანიშვილს თაღლითმა შვეიცარიულმა ბანკმა, კუთვნილი თანხები მოპარა. არაერთი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით და მოგებული საქმეების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ ორ მილიარდს არ უბრუნებენ. ამაშიც კი ეჭვი არავის ეპარება ვინ შეიძლება და რატომ შეიძლება ჩართული იყოს. კიდევ რა შეიძლება ივანიშვილს დაუსანქცირონ? საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებას აუკრძალავენ და საქართველოში მის სახლს ყადაღას დაადებენ? ეს არის თვალთმაქცური, არაფრის მომცემი პოლიტიკური ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ვითომ შეშინებას ცდილობენ, რაც ამდენი ხანი არ გამოუვიდათ.

დასავლელი აქტორები იქნებიან ეს ევროპაში თუ ამერიკაში, კიდევ უფრო უწევენ კონსოლიდირებას „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს და მიიღებენ იმ შედეგს, რასაც ნამდვილად არ ელოდებიან. მათივე კვლევებით, რასაც „ედისონრისერჩი“, „ენდიაი“ თუ „აიარაი“ აქვეყნებს, არაფერს ნიშნავს, რადგან ამით „ოცნების“ მხარდამჭერების კიდევ უფრო თვითმოტივაციას ახდენენ. ამავე დროს ამ ჰელსინკის რეზოლუციაში ისეა ნათქვამი, თითქოს, „ოცნების“ პარტია, სახელისუფლებო სტრუქტურა ამ არჩევნებს ატარებს. აქაც დიდი შეცდომაა დაშვებული, რადგან ეუთ/ოდირის დასკვნაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ცესკოს მაღალი პროფესიონალიზმი გააჩნია და არჩევნების გამჭვირვალედ, დამოუკიდებლად ჩატარება შეუძლია. ჰელსინკის კომისიის მიხედვით კი თურმე „ოცნების“ დანამატია, რაც ძალიან დიდი ტყუილია. თუმცა უკვე არაფერი აღარ არის გასაკვირი, როცა ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუცია არსებობს, სადაც სააკაშვილი, როგორც ე.წ. პოლიტიპატიმარია მოხსენიებული, არადა სტრასბურგის სასამართლომ ასე არ მიიჩნია“,-ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, საქართველოს ხელსიუფლების დამმუნათებელთა ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ნამდვილად ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების სულისკვეთებას და განწყობებს.

„მათ ჰგონიათ, რომ თუკი სენატში და კონგრესში, ეკა გიგაური, ვანო ჩხიკვაძე თუ ნატალია საბანაძე ილაპარაკებენ, ისინი ჭეშმარიტების შეუვალ წყაროს წარმოადგენენ. ისინი დამკვეთთა დავალებებს ასრულებენ, რაც დაუკვეთეს, რაშიც ფულს უხდიან, იმათ საამელბად საუბრობენ. ეს არის აბსურდი, რომლსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ იზიარებს და ეს 26 ოქტომბრის არჩევნებში გამოჩნდება. ამერიკელები საუბრობენ, რომ მოლდოვის არჩევნებში რუსეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ერევიან. მაშ, დავიჯერო და თვალი დავხუჭოთ იმაზე, რომ მათ მიერ დაფინანსებული აქ არსებული ორგანიზაციები არ ერევიან პოლიტკაში, გამჭვირვალედ მუშაობენ და შავ ფულს არ იყენებენ პოლიტიკის დასაფინანსებლად, აქ გადატრიალების და რევოლუციური სცენარების მოსაწყობად? ეს ყველაფერი ხომ უკვე რამდენიმე წელია ღიად გამოჩნდა“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ამერიკა ორმაგ თამაშს თამაშობს. აქ ამერიკის ელჩი ხან ამბობს, რომ ივანიშვილს და მისი ოჯახის დასანქცირებას არ აპირებს. ასევე გადაიდო „მეგობრობის აქტი“ და მისი დამტკიცება ჯერ კიდევ არ ხდება. ამის პარალელურად, კვლავ აძლევენ ოპოზიციას სპეკულაციების საშუალებას რომ ივანიშვილის დასანქცირება იგეგმება. ანალიტიკოსი მიიჩევს, რომ ეს არის წინასაარჩევნო თამაში, რომლიც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს.

 

Gami სამადაშვილი უნდა დაამყნო თარგამაძეზე -- საინტერესო ჰომონკულუსი გამოვა.
1 თვის უკან