„ზურაბიშვილმა კარგად იცის ივანიშვილის დასავლეთთან დაპირისპირების მიზეზი - ის საქართველოს ცეცხლში გახვევისგან გადარჩენას ცდილობს“

„ზურაბიშვილმა კარგად იცის ივანიშვილის დასავლეთთან დაპირისპირების მიზეზი - ის საქართველოს ცეცხლში გახვევისგან გადარჩენას ცდილობს“

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევაში არაერთხელ ამხილეს და უკვე დაიმპიჩმენტირებულს კიდევ ერთი იმპიჩმენტი ელოდება, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს. დასავლურ მედიასთან საუბარში ის პირდაპირ, ყველანაირი მტკიცებულების და ფაქტების გარშე ამბობს, რომ ივანიშვილს მოსკოვთან კავშირი ისევ აქვს, რაც კიდევ უფრო მჭიდრო გახდა. ის ამ ბრალდებას მხოლოდ იმით ხსნის, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან ურთიერთობა დაეძაბა. თუმცა არ ამბობს როდიდან მოხდა ამ ურთიერთობის დაძაბვა და არც უკრაინის ომის ფაქტორი მოუყვანია მაგალითად.

სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან საუბარში განაცხადა, რომ შეთქმულების თეორიებით დაინტერესებული არ არის, მაგრამ ეს შეიძლება გეგმა იყოს.

ივანიშვილის მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მჭიდრო გახდა... საქართველოს მთელი ისტორია აჩვენებს, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე რუსეთიდან მოდის. ომის რისკი იზრდება, როდესაც საქართველო იზოლირებულია მისი პარტნიორებისგან, როდესაც ის მარტოა, დაყოფილია და სუსტია. ამისთვის ლოგიკური, რაციონალური ახსნა არ მაქვს, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ და ქართული ოცნება კონსტიტუციურ უმრავლესობას ვერ აიღებს, თუმცა ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება მოიპოვოს, ვინაიდან საარჩევნო თაღლითობის შესაძლებლობა არსებობს.

ზურაბიშვილის თქმით, ის დარწმუნებული არ არის რა პოლიტიკას გააგრძელებს ქართული ოცნება გამარჯვების შემთხვევაში - ეცდება თუ არა რადიკალური დაპირებების შესრულებას, როგორიც ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა, თუ ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას ეცდება.

საკმაოდ რთული იქნება მათთვის ევროკავშირთან და ამერიკელ პარტნიორებთან რაიმე ფორმის ურთიერთობების აღდგენა მათ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ასეთი რაოდენობის შემდეგ... არ ვიცი ისინი მზად არიან თუ არა გააკეთონ მნიშვნელოვანი დათმობები, რათა ჩვეული ურთიერთობების ფორმას დაუბრუნდნენ, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამარაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კონატქტის, ან სხვა რაიმე კავშირების დამადასტურებელი არანაირი ფაქტები არა აქვს. მამარაძის თქმით, მსგავსი რამ რომ ჰქონოდა ვინმეს, იგივე დასავლეთს, ამას აქამდე გამოაააშკარავებდნენ. ამიტომ მისი განცხადებები ისევ და ისევ სიცრუეა და კონკრეტული გეგმის ნაწილი.

„ივანიშვილს ბიზნესიც რომ ჰქონდეს რუსეთში, აქამდე როგორ ფიქრობთ, არ ატეხდნენ აჟიოტაჟს? ხან რას იგონებენ, ხან რას, მაგრამ კონკრეტული მტკიცებულებები ხელში არავის არა აქვს. პიქირით, თავად ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ რუსეთთან ბმა და ბიზნესები. რომელი ერთი ნაციონალი ბიზნესმენი დავასახელო, რომელსაც მოსკოვში კიდევ ბიზნესები აქვს და იქაური ფესევბი არ მოუჭრიათ. პრეზიდენტი ერთი მხრივ არაადეკვატური ქალბატონი ბრძანდება და მეორე მხრივ უკვე დაასაბუთა, რომ ნებისმიერ ბინძურ პროვოკაციაზეა წამსლელი. გვახსოვს, ალბათ, დავით გარეჯში რომ მივიდა და იქ რა განცხდებებიც გააკეთა. მერე საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი აზერბაიჯანთან რა დიპლომატიური სკანდალის ფასადაც დაუჯდა.

ასეთი რაღაცებზე ზურაბიშვილი წამსვლელია და გაუკეთებია კიდეც. აქაც იგივეა. 2012 წელს მაკკეინის საჯარო განცხადებას გავიხსენებ, სადაც მან თქვა, რომ „ჩვენ ამერიკელებმა, ზედმიწევნით შევამოწმეთ ივანიშვილის საქმიანობა და მისი ფულის წარმომავლობა, ხოლო დავადგინეთ, რომ არანაირი რუსული ფულის წარმომავლობა და კონტაქტები არ არსებობს“. მაშინ მახსოვს მიხეილ სააკაშვილი როგორი თავჩაღუნული იდგა, როცა მაკკეინი ამაზე საუბრობდა. მაკკეინი მაშინ სენატში უშიშროების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, შესაბამისად, ყველა სტრუქტურა, იქნებოდა ეს დაზვერვა, ინფორმაციას მას აბარებდა“, - ამბობს მამარაძე.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ეს ყველაფერი მშვენივრად იცის და ამიტომაც დაამატა სიტყვები, რომ თითქოს დასავლეთთან ამ დაპირისპირებას სხვანაირად ვერ ხსნიდა.

„ზურაბიშვილმა კარგად იცის ივანიშვილის მოქმედების და დასავლეთთან დაპირისპირების მიზეზი - რეგიონში სიტუაცია ძალიან გამწვავებულია და ის საქართველოს ცეცხლში გახვევისგან გადარჩენას ცდილობს. როგორ ნადგურდება უკრაინა და რა დღეში აღმოჩნდა ეს ქვეყანა... ხოლო იმაში, რაც უკრაინაში ხდება, დასავლეთის ძალიან დიდი წვლილია შეტანილი. პოდოლიაკმა გამოაცხადა, რომ აღარ უნდა დაელოდონ დასავლეთის მხრიდან მეორე ფრონტის გახსნას, ის რასაც დასავლეთიდან დახმარების სახით იღებენ, მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. ამ ფონზე, როდესაც ივანიშვილმა უარი უთხრა ამერიკელებს იარაღის მიწოდებაზე, ცოცხალი ძალით დხმარებაზე, ასევე, დიდი ალბათობით, საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზეც იყო, მას შემდეგ მის წინააღმდეგ მთელი რიგი კამპანია აგორდა დასაველთიდან. ივანიშვილი უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოების დაცვით მოქმედებს, მაგრამ ამას გააგებინებ ადამიანს, რომელიც დასავლეთში ჩადის და სუაბრობს იმ ადამიანზე ასეთ უარყოფით კონტექსტში, რომლის დამსახურებითაც მას ეს პოსტი აქვს და რაღაცად აგდებენ?!“,-ამბობს მამარაძე.

მისივე თქმით, თუკი ამას ზურაბიშვილი აკეთებს იმიტომ, რომ ჰგონია პრემიერ მინისტრობის ან პრეზიდენტობის მეორე ვადისკენ გზას გაიკაფავს, ძალიან ცდება. მამარაძის თქმით, თუკი მოვახდენთ იმის თეორიულ დაშვებასაც კი, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა, გამორიცხულია ვინმემ ის პრემიერობის ან პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელოს. ის ახლა როგორც პრეზიდენტი, ოპოზიციას ამ სტატუსის გამო სჭირდება და მას იქამდე გამოიყენებენ, სანამ საჭიროდ ჩათვლიან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ასეთი ვერსია ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ თავის დროზე, როცა საქართველოში ორი მილიარდერი გამოჩნდა, ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი, მათზე ორივეზე ასეთი ვერსიები არსებობდა.

„ივანიშვილს და პატარკაციშვილს ბიზნესი რუსეთში ჰქონდათ და ფულიც იქ იშოვეს. ამიტომ ყოველთვის არსებობდა ასეთი ვერსიები, რომ ისინი რუსეთთან კვლავ მჭიდრო კავშირში იმყოფებოდნენ და იქ კონტაქტებს არასდროს გაწყვეტდნენ. თანაც ორივე პოლიტიკაში სხვადასხვა დროს შემოვიდა, ამიტომ ამაზე სპეკულაციები მუდმივად იყო და გვახსოვს 2012 წელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ვერსიას წინასაარჩევნოდ როგორ იყენებდა. თუმცა ამან არ შეუშალა საქართველოს მოსახლეობას ხელი, რომ ის ხელისუფლებაში მოსულიყო.

ასე რომ, ზურაბიშვილის განცხადებაში ახალი არაფერია. ის რომ მან ამაზე საჯაროდ ისაუბრა და თანაც ქვეყნის პრეზიდენტია, ეს გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი პარტნიორებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ახლა წინასაარჩევნოდ ამაზე საუბარი კი ჩვეულებრივი პოლიტიკური მანევრია. ახლა არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ორივე ერთმანეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში არიან. ერთმანეთის მიმართ თუ რამე სალაპარაკო აქვთ, ახლა უნდა ილაპარაკონ. ყველა მხრიდან გარკვეული სახის ზეწოლა იქნება“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ასეთი კარდინალურად განსხვავებული განცხდების გაკეთება ივანიშვილის წინააღმდეგ, სწორედ არჩევნებითაა განპირობებული. ძაბირაძე ამბობს, რომ თუ მას ოპოზიციის მხრიდან პრემიერობის ან კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება უნდა, მაშინ ივანიშვილთან დაკავშირებით უფრო მეტი უნდა ისაუბროს. მეტი კრიტიკული განცხადებები უნდა გააკეთოს, რომ დაიჯერონ როგორც დასავლეთში, ასევე ქვეყნის შიგნითაც, რომ ის ივანიშვილთან თავს ვალდებულად აღარ გრძნობს.

Gami კიდევ შევაგინო ძაბირაძეს?
1 თვის უკან
არაგველი641 Gamiკიდევ შევაგინო ძაბირაძეს? - გრიშა ონიანს ვთხოვოთ, ის კარგად შეაგინებს!
1 თვის უკან