სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ეს თანამდებობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო და სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ - ოთარ დანელიამ დაიკავა.
ოთარ დანელიას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს პირველივე შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა წარმატებული საქმიანობისათვის და სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ესაუბრა.
მომსახურების სააგენტოს ყოფილი დირექტორი ნინო კობახიძე საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილედ დაინიშნა და სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის ადმინისტრაციად გარდაქმნის და რესტრუქტურიზაციის პროცესს უხელმძღვანელებს.