ეკონომიკური მაჩვენებლებით რუსეთი ძალიან ჰგავს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს

ეკონომიკური მაჩვენებლებით რუსეთი ძალიან ჰგავს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს

მას შემდეგ რაც BRIC-ის (აბრევიატურა: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) კონცეფცია გაჩნდა, რუსეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებს მუდმივად ინდოეთის, ბრაზიილის და ჩინეთის მაჩვენებლებს ადარებენ. და მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ფონზე რუსეთი მშვენივრად გამოიყურება (ყოველ შემთხვევაში, მშპ-ს ზრდის ციფრების მიხედვით), ინდოეთის, ჩინეთისა და კიდევ რამდენიმე მეტ-ნაკლებად დინამიკურ განვითარებად ბაზრებს ის აშკარად ჩამორჩება. ბევრმა თავიდანვე მიიჩნია, რომ რუსეთის ადგილი ამ ჯგუფში არ არის, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი მშპ 2013 წელს, არაერთგზის გადახედვის შემდეგ, საცოდავ 1,4%-მდე დაეცა, BRIC-იდან მის გარიცხვაზე მოწოდებები კიდევ უფრო ხმამაღლა გაისმის. 

მართალია, ჩემი აზრით BRIC-ის იდეა საინტერესოა, ხოლო ტერმინის ავტორმა ჯიმ ონილმა ზუსტად განსაზღვრა წინასწარ, რომ ეკონომიკური სიმძიმის ცენტრი განვითარებული სამყაროს მიღმა გადაინაცვლებდა, ეს ვერ ცვლის ერთ მარტივ ფაქტს: ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი - ძალიან განსხვავებული ქვეყნებია. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან კულტურულად, პოლიტიკურად, დემოგრაფიულად და ეკონომიკურად. მათ თითქმის არაფერი აქვთ საერთო, გარდა იმისა, რომ ყველა მათგანი ძალიან დიდია სახელმწიფოა. 

დიდი ხანია რაც ვფიქრობ, რომ გაცილებით გონივრული იქნებოდა რუსეთის შედარება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ის სახელმწიფო სოციალიზმის უამრავ შედეგს იზიარებს და იმკის. რუსეთი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, რა თქმა უნდა, ერთი და იგივე არ არის. თუმცა, მართული ეკონომიკის ნანგრევებზე საბაზრო სტრუქტურების აშენების მცდელობით, პოსტკომუნისტური ქვეყნები მთელ რიგ ანალოგიურ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებს აწყდებოდნენ. მათ მიერ მემკვიდრეობით მიღებული ეკონომიკები ზედმეტად იყვნენ ფოკუსირებული მძიმე მრეწველობაზე და მათი მომსახურების სფერო იყო განუვითარებელი, სამუშაო ძალის ძალიან დიდი ნაწილი დაკავებული იყო წარმოებაში, რომელიც იყო ცალსახად არაეფექტური. საბანკო სისტემა ასეთ ეკონომიკებში ფაქტობრივად არ არსებობდა, ხოლო მათი მმართვა სახელმწიფო ფინანსებით უკეთეს შემთხვევაში იყო ქაოტური. იმავდროულად, იმის გამო, რომ ახალ „თამაშის წესებში“ დარწმუნებული არ იყვნენ, ეს აჩენდა ტოტალურ კორუფციას, რომელიც გაუგონარ მასშტაბებს აღწევდა. პრობლემების ასეთი კრებული აღმოსავლეთ ევროპის მიღმა ძალიან იშვიათია. 

შესაბამისად, თუკი ჩინეთის ან ინდოეთის ფონზე, რუსეთი კარგად არ გამოიყურება, პოლონეთის და რუმინეთის ფონზე ის გაცილებით უკეთესს შთაბეჭილებას ტოვებს. 

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი სიტუაცია მუდმივად შენარჩუნდება. შესაძლებელია, რომ ხუთი წლის შემდეგ რუსეთი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ჩამორჩეს, ქვეყნებს, რომლებიც ეკონომიკური რეფორმების გატარებას ცდილობენ. მაგრამ, დღევანდელ დღეს ის არაფრით არ ჩამორჩება იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ჰგავს და მისი მაჩვენებლებიც მთლიანობაში საერთორეგიონულ მაჩვენებლებს შეესაბამება. 

უდავოა, რომ რუსეთის ეკონომიკას უამრავი პრობლემა აქვს. ამ სიის სათავეში კაპიტალის გადინების მყარად მაღალი დონეა, რასაც ფაქტობრივად არ ჩამორჩება კორუფცია. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანამ გადაიტანა ბოლო წლებში ეკონომიკური სისუსტის ხანგრძლივი პერიოდი. ნაწილობრივ, რუსეთის პრობლემებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ბუნება აქვს, თუმცა შენელების მერეც მისი ეკონომიკა ძველებურად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე პოლონეთის და სლოვაკიის, რომლებსაც ტრადიციულად კარგი მაჩვენებლები ჰქონდათ. რაც იმას ნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, რაღაც უარყოფითად მოქმედებს მთელი რეგიონის ეკონომიკაზე. 

რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი - ევროპის ცენტრალური ბანკისგან (ECB) კრედიტის ნაკლებობა თუ 1990-იანი წლების დასაწყისის დემოგრაფიული შოკის შედეგები - ვერცერთი ქვეყანა ამ ფაქტორებს მარტო ვერ უმკლავდება. ანუ, რუსეთის ხელისუფლებამ რომ მართლაც სერიოზულად მოჰკიდოს ხელი ეკონომიკურ რეფორმებს, საეჭვოა ამას დიდი ეფექტი ჰქონდეს მოკლევადიან პერსპექტივაში. 


foreignpress.ge