ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) სამხრეთ ლიბანში თანამედროვე რუსული შეიარაღება აღმოაჩინა. ინფორმაციას ებრაული მედია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნეთანიაჰუს თქმით, 2006 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, მდინარე ლიტანის სამხრეთით შეიარაღების ქონის უფლება მხოლოდ ლიბანის არმიას ჰქონდა.
თუმცა ამ ტერიტორიაზე მოძრაობა „ჰეზბოლამ“ ასობით გვირაბი გათხარა, სადაც ებრაელმა სამხედროებმა თანამედროვე რუსული შეიარაღების გარკვეული რაოდენობა აღმოაჩინეს.