ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა სომხეთის პრეზიდენტთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ასტანაში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ის მზადაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს. ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა დაადასტურა ყაზახეთის მხარის მზაობა მომავალში ალმათი სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებისთვის დაუთმოს“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებაზე 2020 წლიდან, ყარაბაღში ომის დასრულების შემდეგ მუშაობენ.