ისლანდიის მმართველი კოალიცია დაიშალა და 30 ნოემბერს ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ისლანდიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კოალიციის დაშლის მიზეზი სამ მმართველ პარტიას შორის უთანხმოება გახდა. ბიარნი ბენედიქტსონის განმარტებით, ისინი ვერ თანხმდებიან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საგარეო პოლიტიკა, ენერგოეფექტიანობა, თავშესაფრის მაძიებლების თემა და ა.შ.
დღეს ისლანდიის პრემიერ-მინისტრი პარლამენტის დათხოვნის ინიციატივით პრეზიდენტს მიმართავს. ადგილობრივი კანონმდებლობით, ვადამდელი არჩევნები პარლამენტის დათხოვნიდან 45 დღეში უნდა ჩატარდეს.