სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, „ქართული ქარტიით“ წავიდა ევროპაში, შეხდა ყველა პასუხისმგებელ პირს და მიიღო პირობა, რომ თუ ქარტია შესრულდა, „დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით“, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან.
„ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ყველაფერს ეთანხმებიან - ვინც არ ეთანხმება, შეუძლია წაიღოს უკან ხელმოწერა. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე თანმიმდევრულად ამ ქარტიის უკან. ქარტია იმდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომ არ შეიძლება შემდგომში მასთან დაკავშირებით იყოს გაუგებრობა“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის ე.წ. ქარტიას, რომლის ერთ-ერთი ქვეპუნქტი არის ე.წ. ტექნიკური მთავრობა, მხარს არ უჭერს რადიკალური ოპოზიცია და მათ შორის ის პარტიები, რომლებიც დასავლეთის მითითებით მიეშურნენ ორბელიანის სასხლეს და ხელი მოაწერს ზურაბიშვილის მიერ გახმოვანებულ და დასავლეთის მიერ შედგენილ ე.წ. ქარტიას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კარს უკან ჩუმად ჩურჩულით მიღებული გადაწყვეტილება არ მიაჩნია სწორად. არის არჩევნები და შესაბამისად, დემოკრატიულად პარტიები დააკომპლექტებენ ხელისუფლებას.
„ჩვენ ქარტიაზე ხელი გვაქვს მოწერილი, ამ სულისკვეთებას ვიზიარებთ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ხალხის ზურგს უკან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და კონსულტაციები ხალხისთვის არის გაუგებარი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები უკავშირდება არჩევნებს, უბნების დაცვას, ხმების დაცვას და მე, მაგალითად, მოხარული ვიქნებოდი თუ ამ მიმართულებით იაქტიურებს პრეზიდენტიც“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
რადიკალური ოპოზიციიდან ერთ-ერთი ვინც ზურაბიშვილს ინიციატივას მხარს უჭერს, არის „კოალიცია ცვლილებისთვის“ და მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის წარდგენა.
„პრეზიდენტის ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია „ქართულ ქარტიასთან“. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას“, - ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაში.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ამ შემთხვევაში საინტერესოა რა თქვა დასავლეთმა და არა ზურაბიშვილმა. რადგან არ ვიცით, რა თქვა დასავლეთმა, ვიცით მხოლოდ ზურაბიშვილის მოტანილი ამბავი. პოლიტოლოგის განცხადებით, ის, რომ დასავლეთი მხარს უჭერს, ამის იქეთ რა რეალობა დგას, ამ ეტაპზე უცნობია.
„რაც შეეხება თვითონ ზურაბიშვილს, ფაქტია, რომ ეს ქალი იბრძვის რაღაც მნიშვნელოვანი როლის შესრულებისთვის. „ოცნებასთან“ არ გამოუვიდა და ახლა ატყობს, რომ მთლად კარგად არც ოპოზიციასთან არის მისი საქმე დალაგებული და ჩაწყობილი. არ არის, იმიტომ რომ ოპოზიციის სხვადასხვა მხარე აკრიტიკებს მის ინიციატივას სხვადასხვანაირად. მაგალითად, არის კრიტიკა იმაზე, რომ თუ მე ხმები მომცეს, მაშინ რატომ უნდა ავირჩიო ტექნიკური მთავრობა, ჩვეულებრივ მთავრობას ავირჩევ. ლოგიკურია?- ლოგიკურია.
იქ გახარიამ დააყენა საკითხი, რომ ჩემი წითელი ხაზები იმაზე გადის, რომ თუ გავედით, მთავრობა ავირჩიეთ, რაღა საჭიროა ხელმეორე მთვრობაო? არჩევნები, მერე მთვრობა და მერე ისევ არჩევნები არის გაუგებარიო. როგორც ვხედავთ, სალომე ზურაბიშვილს მარტივ ლოგიკურ სვლებში ედავებიან. ქართული კი უჭირს, მაგრამ არ არის მასეთი ულოგიკო ქალი, რომ ვერ დაინახოს არჩევნების მერე არჩევნებს თავის მოტივაცია აკლია. ერთადერთი, რის ფონზეც ეს შემოთავაზებები ლოგიკურია, არის რევოლუცია“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რევოლუციის შემთხვევაში ქვეყანაში იწყება არეულობა, ამ შემთხვევაში გამარჯვებული მხარე (გამარჯვებული არა ხალხის არჩევით, არამედ ფიზიკური თვალსაზრისით გამარჯვებული, ანუ რევოლუციური მხარე) ნიშნავს ტექნიკურ მთავრობას, რომელმაც სიტუაცია უნდა მიიყვანოს არჩევნებამდე და მერე ინიშნება ისევ არჩევნები.
„ანუ, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლებაში მოდის არალეგიტიმური პოლიტიკური ჯგუფი, ვისაც არ აქვს ხალხის მხარდაჭერა და ხელისუფლებაში მოდის ძალადობრივი მეთოდებით, ნიშნავს არჩევნებს. გვახსოვს ასეთი სცენარი 2003 წელს. ასეთი ძალადობრივი გზით ხელისუფლება იცვლება, ოღონდ ეს არაა ხელისუფლების ლეგიტიმური ცვლა, ამიტომ ნიშნავენ ტექნიკურ მთავრობას, რომელიც მერე ნიშნავს არჩევნებს და არჩევნები საჭირო არის იმისთვის, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია მიანიჭოს. „ვარდების რევოლუციის“ მერე სააკაშვილმაც დანიშნა არჩევნები. აი, ამ შემთხვევაში ზურაბიშვილის შეთავაზებული მოდელი უკვე ლოგიკური ხდება. ამიტომ, მე გამიჩნდა ეს განცდა, რომ ზურაბიშვილმა რევოლუციის სცენარით დადო თავისი ქარტია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი არის დასავლეთის უბნელესი ძალების წარმომადგენელი საქართველოში, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს გამგებელი არის ქართველი ხალხი. მისი თქმით, უნდა აღასრულდეს ქართველი ხალხის ნება და ქართველი ხალხის ნებაა აღსრულდეს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ერთიანობის დამრღვევები და დესტაბილიზაციის მომხრეები ცალსახად უნდა წარსდგნენ სასამართლოს წინაშე, რომელი სასამართლოც ზურაბიშვილს და მის უფროსებს არ მოსწონთ.
„სწორედ ამიტომ ვლაპარაკობ, რომ კანონმა უნდა იკანონოს. ცალსახაა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის დასავლეთის შემოგზავნილი აგენტი საქართველოში, რომელიც ასრულებს უსაშინლესი ძალების დავალებას, რომელთა მიზანია საქართველოში დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ბავშვებში გავრცელდეს ლგბტ პროპაგანდა და ბავშვებმა თავად აირჩიონ სქესი.
ეს ქალი არის უბინძურესი ძალების აგენტი. ეს დედაბერი ჩასული იყო ამ უბინძურეს ძალებთან და რაც დაავალეს, აკეთებს იმას. ეს ინიციატივა მისი მოფიქრებული არ არის, ორკესტრირებულია იმ ძალების მიერ, რომელთაც სურთ საქართველოში ხელისუფლების ძალადობირვი გზით შეცვლა.
ამიტომ, სალომე ზურაბიშვილი ყველა და ყველაფერზე წამსველია. ზურაბიშვილი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში არავითარი ტექნიკური მთავრობა არ წერია. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს არ აქვს უფლება წარადგინოს პრემიერ-მინისტრი.
ამ ე.წ. ტექნიკური მთავრობის დასახელებით მას სურს ზეგავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე და ერთი უმთავრესი რამ - არჩევნების შემდეგ აუცილებლად დაიწყებს ამ ტექნიკური მთავრობის ფორმირებას, რაც არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ამიტომ, მის ტექნიკურ მთავრობიანად, მხარდამჭერიან და ორგანიზატორებიანად უნდა მიბრძანდნენ იქ, რასაც ჩვენი წინაპრების ენაზე ჰქვია ვირის აბანო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე დაანონსებული ე.წ. ტექნიკური მთავრობის წარდგება არის ზეწოლა ამომრჩეველზე იმ კუთხით, რომ თავს ახვევს აბსოლუტურად არაკონსტიტუციურ წარმონაქმნს და ამას აკეთებს მიზანმიმართულად. თუმცა, მოექცევა თუ არა ამომრჩეველი ზეწოლის ქვეშ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება პერსონალური შემადგენლობა ტექნიკური მთავრობის.
„სალომე ზურაბიშვილი რევს სიტუაციას და ძაბავს. მთავარი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციას არღვევს. კონსტიტუციაში ვერ იპოვით ვერც ერთ მუხლს, სადაც წერია, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება წარადგინოს მთავრობა. მთავარი ის არის, რომ კონსტიტუციას არღვევს პრეზიდენტი, დანარჩენი დეტალებია. სალომე ზურაბიშვილი თამაშობს თავის თამაშს, ალბათ, ასეთი დავალება მიიღო გარედან და რა ქნას, ბოლომდე უნდა შეასრულოს მისი დავალება. მე სხვა ახსნას მის ქმედებებს ვერ ვუძებნი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
ზურაბიშვილი? ის ახლა იქითკენ მიდის, რომ არჩევნებამდე დაშალოს ცოცხიანთა და წურბელათა ერთობა; გამორიცხულია ხაზარაძემ და ცოცხისტანმა ვიღაცას წინასწარ დაუთმონ პრემიერობა, სანამ თუნდაც 2%-იანი შანსი აქვთ!