ზურაბიშვილის მითიური პრემიერი, აღმოჩნდა, რომ თავად ყოფილა  

ზურაბიშვილის მითიური პრემიერი, აღმოჩნდა, რომ თავად ყოფილა  

ათონელის სასახლეში რამდენიმედღიანი კონსულტაციების მიუხედავად, კვლავ უცნობია, შეჯერდა თუ არა ოპოზიცია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შერჩეულ პრემიერობის კანდიდატზე. თუმცა უკვე აქტიურად გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ პრემიერობის კანდიდატად თავად სალომე ზურაბიშვილი იყოს დასახელებული. ეს არც ზურაბიშვილმა გამორიცხა და ჟურნალისტის კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერობის კანდიდატი, არ უარყვია. ზურაბიშვილის შესაძლო პრემიერობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი უგულავამაც ისაუბრა. უგულავა ინიციატივით გამოდის, რომ ქარტიის ხელმომწერი ოპოზიციის გარდამავალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი დასახელდეს. გაცხადება ამის შესახებ უგულავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, შემდეგ კი მედიასთან ისაუბრა.

„ინიციატივის კონსოლიდაცია მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. ამიტომ, ის უნდა დასახელდეს ქარტიის ხელმომწერი ოპოზიციის გარდამავალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატად ახლა, რომ არჩევნების ღამეს არ იყოს არანაირი ტორტმანი. ეს ერთადერთი გზაა 26 ოქტომბრის 8:30 გამარჯვებულმა ოპოზიციამ გაიფორმოს გამარჯვება და მიიღოს სწრაფი საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ამით რეჟიმის კრახი გახდება მშვიდობიანი, უმტკივნეულო, რაც მთავარია, თავიდან ავიცილებთ პოლიტიკური შურისძიების მორევს. ცხადია, ასეთ ვითარებაში მიხეილ სააკაშვილი თავისუფალია და აღდგენილია თავის უფლებებში, იყოს თავისუფლად ჩართული თავისი ქვეყნის ცხოვრებაში“, - წერს გიგი უგულავა.

გიგი უგულავს მოსაზრებს იზიარებს ექსპერტი გია ხუხაშვილიც. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრემიერობის იდეალური კანდიდატია, მაგრამ მისთვის ბევრად უფრო კომფორტულია პრეზიდენტის სტატუსი. ხუხაშვილი ათონელის სასახლეში პრეზიდენტთან კონსულტაციებზეც იმყოფებოდა და, დიდი ალბათობით, მისი პრემიერობის შესახებ ისაუბრეს.

„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი პრემიერობის იდეალური კანდიდატი იქნება, იმიტომ რომ მისი პოლიტიკური წონა, ქარტიით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის, არის იდეალური, იმიტომ რომ მას აქვს უმაღლესი დონის კონტაქტები, მას აქვს ის პოლიტიკური წონა საერთაშორისო არენაზე, რომელიც ევროპულ რელსებზე დაბრუნების პროცესს მაქსიმალურად დააჩქარებს, მაგრამ ადამიანია სალომე ზურაბიშვილიც, მას ვერ მოვთხოვთ... ამ ტვირთის აკიდების სურვილი შეიძლება არც ჰქონდეს, მისთვის ბევრად უფრო კომფორტულია პრეზიდენტის სტატუსი, რასაც ღირსეულად ატარებს, რასაც ვუყურებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში. თუ ეს განგრძობადი იქნება, მისთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნება, იმიტომ რომ პრემიერ მინისტრის 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი, ძალიან მძიმე ტვირთია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, რადგან აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა და ნეიტრალურობა“, – განცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

„ძალიან ძნელია საუბარი პრეზიდენტზე, როგორც ინსტიტუციაზე და კონსტიტუციური კომპეტენციის განმახორციელებელ სუბიექტზე, რადგან ის, პრაქტიკულად, პრეზიდენტობიდან დავიდა იმ დონეზე, რასაც ჰქვია, ტიპური, ჩვეულებრივი, არც თუ მაინცდამაინც ამბიციური პოლიტიკური ძალა. ის რომელიმე რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ქცევისგან აღარ გამოირჩევა არც თავისი რიტორიკით, არც საქმიანობით. აქედან გამომდინარე, ძნელია ისაუბრო ისეთ პროცესებზე, რომლის ამბიცია და სურვილი შეიძლება ჰქონდეს. მას ასეთი ამბიციის არავითარი საფუძველი არ აქვს. სამწუხაროდ, ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, ვინაიდან აბსოლუტურად დაკარგული აქვს თვისება, როგორიც არის ზეპარტიულობა და მეტ-ნაკლებად ნეიტრალურობა მაინც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის წარსულიდან და მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის პრემიერობას ვერ გაუძღვება და ამ იდეას არ ემხრობა. ჩიტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ის ოპოზიციამ ერთხელ უკვე დაასახელა პრემიერობის კანდიდატად და მაშინაც გამოჩნდა, რომ ის ბევრ რამეში არაკომპეტენტურია.

„ზურაბიშვილი 2008 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა, ოპოზიციამ პრემიერობის კადიდატად დაასახელა და ერთ-ერთ დებატების დროს მას დაუსვეს კითხვა, რამდენი იყო საქართველოს ბიუჯეტი, რაზეც უპასუხა, რომ არ ვიცი და არც მაინტერესებსო. არადა ამ დროს ამ ქალბატონს პრემიერობაზე ჰქონდა პრეტენზია. წარმოგიდგენიათ, პრემიერს რომ არ აინტერესებს და არ იცის ქვეყნის ბიუჯეტი რამდენია, რაზე შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს? მერე კიდევ თქვა, რომ ჯერ საარჩევნო პროგრამა არ გვაქვს და სააკაშვილის მთავრობას რომ მოვიცილებთ, მერე დავწერთო. ესეც საკმაოდ არასერიოზული მიდგომაა. ამ მაგალითებიდან გამომდინარე, საეჭვოა შეეფერებოდეს პრემიერობას. ახლაც არ მგონია, რომ დიდად მომზადებული იყოს რამეზე.

ამასთან, როდესაც ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, საკადრო პოლიტიკა მაინც და მაინც კარგი არ ჰქონდა და მოადგილეები თავიანთ სფეროში დიდად კომპეტენტურები არ იყვნენ. მან თუ საკუთარი თავი პრემიერობის კანდიდატად წარადგინა, ის ქართველი საზოგადოებისთვის ბოლომდე მისაღები არ იქნება. ისე არა მგონია ის თანახმა იყოს, რადგან ურჩევნია ნაკლები პასუხისმგებლობები ჰქონდეს, რადგან თავადაც იცის, რომ არ არის კომპეტენტური. მე მგონია, რომ ოპოზიცია ამაზე არ უნდა დათანხმდეს, რადგან ეს მათთვის წამგებიანი იქნება“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ალბათ, ყველაზე რეალისტური იქნებოდა სალომე ზურაბიშვილი პრემიერობის კანდიდატი ყოფილიყო. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ნებისმიერი კანდიდატურა გამოიწვევდა ისეთივე კამათს, როგორც ზურაბიშვილი იწვევს. თუმცა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მისთვის სულაც არ არის სწორი, როცა პრემიერ - მინისტრობის კანდიდატურაზე უკვე საუბრობენ.

„ჯერ გამარჯვებაა საჭირო და შემდეგ პრემიერობის კანდიდატზე დისკუსია. ჯერ მოუკვლელი დათვის ტყავს ინაწილებენ და ეს მგონია ამომრჩეველში მაინც და მაინც კარგად არა ჩანს. მგონია, რომ საზოგადოება ამას სწორად არ აღიქვამს. თუკი კოალიციური ხელისუფლება გვეყოლება, პრემიერ-მინისტრობისთვის კონსულტაციები სადღაც ორი კვირა მაინც იქნება საჭირო. 4-ჯერ დამამტკიცეს მინისტრად და ვიცი, როგორც ხდება ეს პროცედურები. ამიტომ მე კატასტროფად არ აღვიქვამ თუკი ახლა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა არ იქნება შერჩეული. თუ პრობლემაა შერჩევაზე და ეს ოპოზიციაში დისკუსიას იწვევს, მაშინ უნდა თქვას ოპოზიციამ, რომ მოდი, ჯერ არ არის ამაზე საუბრის დრო. გავიმარჯვოთ, გავიგოთ რაზე ვთანხმდებით და მერე იყოს საუბარი პრემიერი იქნება ზურაბიშვილი თუ სხვა. ახლა ეს საზოგადოებაში პირიქით, უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, ქარტიის პუნქტების უმეტესობა არ შესრულდება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ერთწლიანი მთვარობა ძალიან უცნაურია, მით უმეტეს ამ ერთ წელში მეორე, ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს და მთელი ყურადღება მასზე უნდა გადიტანონ. მეორე კი „ოცნებას“ ეცოდინება, რომ ერთ წელში ისევ არჩევნები იქნება და ის ეცდება რევანში აიღოს და კვლავ ხელისუფლებაში დაბუნდეს. ამიტომ კონფლიქტოლოგს ამ ერთწლიანი მთავრობის არსი არ ესმის და არც არის დარწმუნებული, რომ ოპოზიციის უმრავლესობა ამის შესრულებისთვის მზად არის.

 

ლევკოთეა დედაბერის ფიქრები - პრემიერი ვიქნები.
1 თვის უკან
არაგველი641 ერთი ამ კუდიან დედაბერს შეხედეთ, რამხელა წარმოდგენა ქონია საკუთარ თავზე.
ორი ბატი რომ ჩააბარო იმას ვერ დამწყემსავს და პრემიერობაზე ოცნებობს თურმე.
ამან ამდენ ხანს ჯერ ვერ გაიგო საქართველო რას ნიშნავს!
1 თვის უკან
Gami ბაბოს, უგულავას+ხუხაშვილის+ ზაქარეიშვილის "პოლიტიკური წონა"= 0
1 თვის უკან
Aburjga Tasmanieli საიტისმმართველებს-ადმინისტრატორებს მოგმართავთ, ამსაინტერესო საიტს სახელს ნუ გაუტეხთ, აიღეთ მთავრ გვერდზე რომ "გამოკითხვა" გაქვთ გამოფენილი უკვე კარგა ხანია, აიღეთ სირცხვილია! გირჩის 2 პარტია გყავთ რეიტინგში შეყვანილი, ლელო, ახალი, საქართველოსათვის.... ეს როცა არც ერთი პატრიოტული ძალა არ გყავთ დასახელებული.როგორ დავიჯერო,რომ პატრიოტთა ალიანსისდაკონსერვატიულიმოძრაობის გაერთიანებული ძალა (საარჩევნო #8) თქვენს სიაში მოხვედრასაც არ იმსახურებს?!
1 თვის უკან