„ფორმატი 28+1 კიდევ ერთხელ მოწმობს ნატოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან“

„ფორმატი 28+1 კიდევ ერთხელ მოწმობს ნატოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან“

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრა გაიმართება. ნატოს უმაღლესი სამხედრო პირები 2014 წელს პირველად შეიკრიბებიან. შეხვედრას ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი კნუდ ბარტელსი უხელმძღვანელებს. ორი დღის განმავლობაში, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნები ნატოს მიმდინარე ოპერაციებს, ტრანსფორმაციის პროცესსა და პარტნიორობის განმტკიცების სამომავლო გეგმებს განიხილავენ. 
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ნატოს არაწევრი ქვეყნების გაერთიანებული შტაბის უფროსების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. განხილული იქნება რიგი საკითხებისა, სამხედრო სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და საქართველოს მზადყოფნა - მხარი დაუჭიროს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებას. 
მისიის „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ დაგეგმვა იქნება ამავე ფორმატში გამართული კიდევ ერთი შეხვედრის თემა, რომელსაც გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრება. დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრა ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის ფორმატშიც. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც. გენერალური შტაბის უფროსი სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს ლიტველ, მოლდაველ, ბელორუს და პოლონელ კოლეგებთან განიხილავს.

სამხედრო ექსპერტები დადბითად აფასებენ გენერალ-მაიორის ბრიუსელში ვიზიტს, თუმცა აქვე დასძენენ, რომ ნატოს მხრიდან უნდა იყოს მკაფო განცხადება გაკეთებული, სადაც ჩამოყალიბდება მათი პოზიცია საქართველოს მიმართ, როდის მოხდება საქართველოს ნატოში გაწვერიანება და გაწევრიანების პროცესამდე როგორ იქნება საქართველოს უსაფრთხოება დაცული.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ 10-11 თებერვალს საქართველოში ჩამოვა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს გამართავს. მისი თქმით, რაც მთავარია მოხდება იმ რეფოერმების გაცნობა, რომელიც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამ კომიტეტის ფუნქციაა ნატოს სამხედრო პოლიტიკის დაგეგმვა და სამხედრო პოლიტიკის შემუშავება. როგორც სესიაშვილი აცხადებს, საქართველოსთან მიმართებაში განხილული იქნება ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეაქვს და მთ შორის - ISAF-ის მისიაში.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ კომიტეტის ფარგლებში საქართველოს საკითხი იქნება მნიშვნელოვანი, მათ შორის არის ერთგავრი ფორმატი 28 პლუს 1 და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს ნატოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან. რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს, თავდაცვის სამინისტრომ გარკვეული რეფორმები შეიმუშავა, საქმე ეხება აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიულ მიმართულებებს, რომელიც რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია, ასევე გაერთიანებული შტაბი ყალიბდება გენერალურ შტაბად, მთელი რიგი საინტერესო რეფორმებია საჰაერო და საზღვაო ძალებთან დაკავშირებით და ამ რეფორმების შემუშავების პროცესში ჩართული იყო ჩვენი პარტნორი ქვეყნები, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნები. შესაბამისად, მათი ვიზიტის შემდეგ მოხდება ამ რეფორმების შეფასება და ჩვენთვის რეკომენდაციების მომზადება, რაც ასევე ხელს შეგვიწყობს ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერებაში“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

როგორც ცნობილია, სამხედრო კომიტეტის ვიზიტი ქვეყანაში დაგეგმილი იყო საპარალამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა ვიზიტი გადაიდო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი დაემთხვა გენშტაბის იმჟამინდელი უფროსის გენერალ გიგი კალანდაძეს დაკავებას, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან,  ამას საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები მოჰყვა - თითქოს, კალანდაძის დაკავება იყო სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადების მიზეზი.

„ოპოზიციის განცხადებები იყო უსაფუძვლო. სამხედრო კომიტეტი არის აპოლიტიკური, დაკომპლექტებულია ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლობით, ამიტომ პოლიტიკურ პროცესებთან მისი დაკავშირება არასწორი იყო. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. იყო მთელი რიგი ტექნიკური დეტალები, რომელმაც გამოიწვია ამ კომიტეტის ვიზიტის არა ჩაშლა, არამდეგ გადადება, რაც ჩვეულებრი მოვლენაა. დაანონსებული იყო კიდევაც, რომ აღნიშნული ვიზიტი უახლოეს ხანებში შედგებოდა“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტის თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, როგორც წესი, ნატოს სამხედრო კომიტეტი ასე იოლად არ დადის. მისი თქმით, ნატოს სამიტის წინ, ასეთი რანგის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

„ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი, შეიძლება მაპი არ მოგვცენ, მაგრამ შეიძლება წინ წაგვწიონ. შეიძლება ჩვენთვის სპეციალურად რაღაცა ახალი საფეხური მოიგონონ. ვნახოთ, სამიტამდე როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ვიზიტი იმედის მომცემია. მსგავსი ვიზიტები იშვიათად ხდება და ამიტო, რაღაც ბიძგი შეიძლება იყოს“, - ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ გენერალ-მაიორ კაპანაძის ბრიუსელში ვიზიტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან საუბარი იქნება იმაზე, რომ დაგეგმილი ვიზიტი იქნას განხორციელებული. როგორც აქუბარდია აცხადებს, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველო საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან სამხედრო კუთხით, გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა ნატოს წევრ ქვეყნებთან.

„საქართველო აქტიურად არის ჩართული ISAF-ის ოპერაციაში და ასევე პოსტაისაფის ოპერაციაშიც. ყველაზე მთავარი - გარდა იმისა, რომ საუბარი იქნება პოსტაისაფის მისიაზე, უმთავრესი გახლვათ ის, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტეთან შეხვედრის შედეგად, სავარაუდოდ, ეს შეხვედრა მოხდება უკვე საქართველოში.

საკმაოდ მრავალმხრივ ფორმატში მიმდინარეობს საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან. ერთ-ერთი ახალი საკითხი არის ის, რომ საქართველო ჩართული იქნება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. ეს დაანონსებული იყო ნატოს გენერალური მდივნის მიერ, მზადდება შესაბამისი ასეული, რაც უფრო მჭიდრო კავშირი იქნება ნატოსთან, უფრო მეტად მოხდება იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რასაც ნატო უწესებს საქართველოს თავდაცვის კუთხით“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე თვლის, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ნატოს პოლიტიკა, რომელსაც ექნება დაგეგმარების მკაფიო ჰორიზონტი, როდის მოხდება საქართველოს ინტეგრაცია და რა ეტაპებით.

„საქართველოს მიმართ ხშირად ისმის შექებები, დადებითი შეფასებები, კეთდება განცხადება, რომ ნატოს კარი ღიაა, მაგრამ უკვე დროა, რომ ჩვენ გარკვეული ნაბიჯებიც დავინახოთ ნატოს მხრიდან. ანუ, გაცილებით მკაფიო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო როდის შეძლებს მაპის მიღებას და განისაზღვროს ნატოში ინტეგრაციის უფრო კონკრეტული ვადები. ნემისმიერი შეხვედრა უნდა ემსახურებოდეს ამ მიზანს.

ნელ-ნელა გვიახლოვდება დრო, როდესაც, შეიძლება რუსეთის მხრიდან გაიზარდოს ზეწოლა საქართველოს მიმართ, ვინაიდან მალე, მოხდა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, აქედან გამომდინარე, გარკვეული აგრესიული ნაბიჯები რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ნატოს მხრიდან უნდა იყოს მკაფო განცხადება გაკეთებული, სადაც ჩამოყალიბდება მათი პოზიცია საქართველოს მიმართ, როდის მოხდება საქართველოს ნატოში გაწვერიანება და გაწევრიანების პროცესამდე როგორი იქნება საქართველოს უსაფრთხოება დაცული“, - ამბობს გიორგი თავდგირიძე.