დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები დააჯილდოვა.
მინისტრმა დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც შს სამინისტროში ათი და მეტი წლის განმავლობაში მუშაობენ, სამკერდე ნიშანი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ გადასცა. ამავე დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელმა მინისტრისგან მიიღეს მედალიონები „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“.