„თუ ადრე ლეკიანობა იყო საქართველოში, ახლა ელჩიანობაა“

„თუ ადრე ლეკიანობა იყო საქართველოში, ახლა ელჩიანობაა“

ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია იმაში გამოიხატება, რომ ისინი ცდილობენ, ფსიქოლოგიურად გატეხონ ქართული ოცნების მომხრეები. ამიტომაც ერთ ხმაში ამტკიცებენ, თითქოს მმართველი გუნდი აგონიაშია და მარცხდება. არჩევნების წინ ასეთი რიტორიკა არავის უკვირს, მაგრამ მაინც მორალთან მწყრალად ჟღერს ორბელიანების სასახლიდან გამოსული მამუკა ხაზარაძის სიტყვები, თითქოს ქართული ოცნება უკვე ემზადება ხელისუფლების გადასაბარებლად და საუბარია იმაზე, როგორ გაფორმდეს ეს ყველაფერი.

საუბარი შეეხებოდა ქართული ოცნების დამაჯერებლად დამარცხებას. მინდა გითხრათ, რომ ქართული ოცნება უკვე ემზადება ხელისუფლების გადასაბარებლად. ამიტომ პირველი, რაზეც იყო საუბარი, რომ ეს ყველაფერი როგორ უნდა გაფორმდეს მშვიდობიანად, - ამბობს ხაზარაძე.

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეც ცდილობს, წინასაარჩევნოდ ფსიქოლოგიურად იძალადოს ამომრჩეველზე, ამტკიცებს რა, თითქოს ბიძინა ივანიშვილი უკვე აღარ აპირებს 41-ე ნომრის შემოხაზვას და ემიჯნება ირაკლი კობახიძეს, რადგან ამ ორ ადამიანს ერთმანეთში თურმე სერიოზული პრობლემა აქვს.

როგორც ჩანს, ივანიშვილი უკვე ემიჯნება კობახიძეს, მათ აქვთ გუნდში სერიოზული პრობლემა. აღარაფერს ვიტყვი ღარიბაშვილის და კობახიძის ჩხუბზე, ეს არის ჩამოშლა ამ პოლიტიკური ძალის. ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს ქართულ ოცნებას მხარი დაუჭიროს, უბრალოდ, შეხედეთ ხალხო, მე მგონი, ივანიშვილი აღარ აპირებს შემოხაზოს 41 და თქვენ რატომ უნდა შემოხაზოთ?- ასეთნაირად ზრუნავს გიორგი ვაშაძე ამომრჩეველზე.

გირჩი ზურაბ ჯაფარიძეც ირწმუნება, თითქოს სრული მხარდაჭერა აქვს ოპოზიციას, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რასაც ხელს დაადებენ, ყველაფერს მიიღებენ.

ვინ ემზადება არჩევნებში დასამარცხებლად?

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა ოპოზიციის საქმე, იმ ოპოზიციის, რომელიც საქართველოში არც არსებობს. არის, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციად ჩამოყალიბებული საელჩოები.

თუ ადრე ლეკიანობა იყო საქართველოში, ახლა ელჩიანობაა. სწორედ ელჩები აკეთებენ იმ საქმეს, რასაც წესით და კანონით უნდა აკეთებდეს ოპოზიცია. ანუ ოპოზიცია უნდა ატარებდეს შესაბამის აგიტაცია-პროპაგანდას არჩევნების წინ, მაგრამ არარაობას რომ წარმოადგენენ და თავიდან ბოლომდე გარედან არიან მართულნი, ამიტომაც აკეთებენ ასეთ განცხადებებს, თითქოს ქართული ოცნება ხელისუფლების გადასაბარებლად ემზადება. მათი ერთადერთი მიზანია ოცნების ამომრჩეველში შიშის დანერგვა. გირჩი ზურაბა როცა ამბობს, უცხოელები გვეხმარებიანო, საინტერესოა, რაში ეხმარებიან უცხოელი ელჩები და ევროპელი პოლიტიკური ლიდერები - უკანალების გაკერვაში? რაში სჭირდებათ გირჩ ზურაბას დახმარება? ვინმე აპირებს, ხმა მისცეს მას? ვინც ხმას მისცემს, ისიც მისნაირი იქნება. ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა მომსახურების სფეროდან რომ არის გასული, ამას მოწმობს ისიც, რომ ლგბტ კანონი რომ არ მიიღეთ, ამის გამო უნდა ჩაგიკეტოთ გზაო. მალე, ალბათ, მიიღებენ კანონს, მხოლოდ მაშინ შემოგიშვებთ ევროკავშირში, თუ გულზე გაიკეთებთ ფერად ცისარტყელას ფერებსო, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოსი, ასევე, ეხმაურება ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ემიჯნება ირაკლი კობახიძეს. მისი თქმით, გურიაში იტყვიან, ენა ძროხისა კარგია მოსახარშად, მაგრამ ოპოზიციის ენა მოსახარშადაც არ ვარგა, ისეთ სისულელეს ლაპარაკობენ, რაც დაუჯერებელია. ბიძინა ივანიშვილი იყო ქართველი კაცი, ქართველი ვაჟკაცი და ასეთად დარჩება. ივანიშვილს 2 მილიარდი დაუპატიმრეს საქართველოს გამო, მაგრამ მას წარბიც არ შეუხრია ჩვენი ქვეყნის იდეალებისთვის.

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ხაზარაძეს არაფერი აქვს ქართველ ხალხთან სათქმელი და ვერც ბედავს სერიოზულად დანაპირების გაკეთებას, რადგან ხალხმა ზუსტად იცის განკულაკების პოლიტიკა, რასაც თიბისი ბანკი და ხაზარაძე ეწეოდნენ. საუბარია იმაზე, რომ ბანკების საშუალებით ასახლებდნენ ხალხს, აკონტრებდნენ, აყიდინებდნენ ქონებას. ეს არის ხაზარაძე და მისი გუნდი.

სააკაშვილის დროს სწორედ ხაზარაძე იყო ის ბანკირი, რომელიც ციხიდან პატიმრებს არიცხინებდა თანხებს ნაცმოძრაობის საარჩევნო ყულაბაში. ეს ადამიანი რას უნდა შეჰპირდეს ქართველ ხალხს ისეთს, რომ ხალხმა დაუჯეროს. არაფერს, უბრალოდ, ახლა მიმდინარეობს ჩუმი დაშინება, სხვა რა პოლიტიკა აქვთ, გარდა სიცრუის, თითქოს ქართული ოცნება ხელისუფლების გადაბარებას აპირებს და პოლიტიკაში ხაზარაძის მსგავსი კრიმინალები მოდიან. ეს იმიტომ, რომ ხალხმა იფიქროს, ვაიმე, მე რომ ოპოზიციონრებს ხმა არ მივცე, შეიძლება მართლაც მოვიდნენ ხელისუფლებაში და იმაზე უარესი დაგვაწიონ, რაც გვინახავს. ეს არის ამომრჩევლის ფარული დაშინება, ისევე, როგორც დაშინებას ისახავს მიზნად ვაშაძის ნათქვამი, თითქოს ბიძინაც აღარ აპირებს 41-ის შემოხაზვას და ემიჯნება კობახიძეს, ეს არის მანიპულირება, რათა ქვეცნობიერად დაშინდეს ამომრჩეველი და იფიქროს, ვაიმე, ასეთი სცენარი მართლაც ხომ არ ახდება. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითის ჩვეულებრივი თაღლითობა. რიგითი თაღლითი ხაზარაძე ასეთ ფორმებს მიმართავს, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ ჩვენთან საუბრისას და დასძინა, რომ ქართული ოცნების პიარჯგუფებმა, სპიკერებმა უნდა შეძლონ და გააგებინონ ხალხს, რომ ეს ყველაფერი ტყუილზე დგას. რატომ სჭირდებათ ეს ტყუილი, იმიტომ, რომ შეაშინონ ამომრჩეველი, მეტი არაფერი. აფიქრებინონ, თუ ეს ფაშისტები მობრუნდებიან, ყველა ხმას გაარკვევენ, ვინ ვის მისცა და შურს იძიებენ. ეს პოლიტიკა აქვთ არჩეული, რადგან ღიად რომ ვინმეს დაემუქრონ, ეს კანონით აკრძალულია და მაშინ აჯანყდება მთელი ქვეყანა. ამიტომ მონახეს ფარული ზემოქმედების ფორმა.

მერაბ.g კარგი სურათია; სწორედ ხაზარაძე, კობახიძე და ვაშაძე არიან ის ლიდერები, რომელთაც თავიანთ პარტიებზე მკვეთრად დაბალი რეიტინგები აქვთ
1 თვის უკან
trampi ამვლელ---ჩამომვლელი ვისაც არ ეზარება ყველა დაგვჩხავის თავზე---გინდათ თუ არა რუსეთს ეკონომიკური(სინამდვილეში კომიკური) სანქციები დაუწესეთო
ჩვენი მთავრობა კი უხსნის ყველას ( ჩემი ენით რომ ვთქვათ) ამ სანქციებით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ და ჩვენ კი ეკონომიკურად სუ დავიქცევით და ყველა მხრივ გავღარიბდებითო(ანუ დედაც მოგვეხვნებაო)
--ვეთანხმები 100%-ით ...
მერე როგორ გგონიათ იმ ევროპა ამერიკამ ეგ მარტივი ართმეტიკა არ იციიიის?? (თან მით უმეტეს რუსეთთან თვითონ ისევ ვაჭრობენ და თან ამ ვაჭრობაზე თვითონ ნე ვიჟუს აკეთებენ))
იცის როგორ არ იცის--- ჩვენი დაწესებული სანქციები რუსეთისთვის, რომ კოღოს ნაკბენიც კი არ იქნება, ეგ იციან, როგორ არ იციან, მაგრამ იმათ სინამდვილში ჩვენს მიმართ სხვა მუცლის ტკივილები და კრუნჩხვები აქვთ!!!

---- სინამდვილეში კი იმათ ის უნდათ რო საქართველო ეკონომიკურად დაიქცეს და დაგლახავდეს!!!!!!!!
.

.თან ისე დაიქცეს რომ გარდა იმათ ხელში ყურებისა სხვა საშველი აღარ გვქონდეს--- არიქა თქვენი ჭირიმე პურის ფული მაინც მოგვეცითო..
ანუ ისე უნდა დაიმშეს საქართველო როგორც მიშა აკეთებდა .... რომ შიმშილს ატანილი ხალხი ადვილად სამართავი გახდეს
ეს ნაცადი მეთოდია ---პავლოვი იმათაც ისწავლეს(ბერიტაშვილი კი არ იციან--ფეხები არ მოგვაჭამონ))
უნდა დაიმშეს საქართველო იმიტომ რომ მათთვის ადვილად სამართავი იყოს
აი ესააა სინამდვილეში იმათ ლოზუნგის არსი(რუსეთს სანქციები დაუწესეთო)--- უნდა დავიმშეთ საქართველოს მოსახლეობა, უნდა დაივიმშეთ რომ მიშა--არქიფოს ხალხს დაგვამსგავსონ
არადა ეხლა ასეა თუ ისე, ქვეყანა მეტნაკლებად რაღაც ამოძრავდა, ხალხმა ცოტა ეკონომიურად ამოისუნთქა, სახელმწიფოს რაღაც ფული გაუჩნდა, დამოუკიდებლად ეკონომიურად თითქოს ფეხზე დადგომაც დაიწყო და მთლად იმათ ხელში შემყურეები აღარა ვართ.....
მთლად იმათ დაკრულზეც აღარ ვცეკვავთ
აქით პლიუს ჩინეთთანაც საქართველოსთვის რაღაც სასარგებლო და იმედისმომცემი ხელშეკრულებები დაიდო ..
.მოკლედ ქვეყანამ ეკონომიურად ფეხზე წამოდგომა დაიყო --- ანუ გლეხურად რო ვთქო--- ცოტა მუცელი გაუძღა ქვეყანას(ზოგადად ვამბობ თორე ჯერ მანამდე შორია)
ხოოდა ცოტა სულს რომ მოითქვამს ადამიანი მერე არჩევანს იწყებს---- კაის და ცუდის გარჩევას იწყებს
ანუ იმათ მოწოდებულ აბიგლუკოზებს უსიტყვოდ აღარ ვყლაპავთ და ნელნელა დამოუკიდებლად იწყებს ქვეყანა ფეხის გადადგმას.
..ესე კი შეიძლება იმათ აღარც არაფერს აღარ დავეკითხოთ---რა ვჭამოთ და რა არა

აი ............... ზუსტად ეგ არ მოსწონთ და არ უნდათ ამ ევროპა ამერიკას, ანუ არ უნდათ რომ ეს ყურმოჭრილი მონა დაგვკარგონ....(ტემ ბოლე რუსის ტრაკში შერჭობილი ეკალი)
მოკლედ ხელიდან ვეცლებით იმათ, ხელიდან და იმიტომ აააქვთ ეს განგაში ატეხილი
ეს რუსული კანონი და ეგეთი სირობები კი მხოლოდ ჩვენ შესაშინებლად ატეხილი ჭექა---ქუხილია
არადა ამ 30 საუკუნეში ეგეთი ჭექა--ქუხილი უამრავი გაგვივლია (დაჟე ბევრჯერ მეხიც კი)................დღემდე ისტორიამ ტყუილად არ მოგვიყვანა ეხლა ამ მეშვიდე იმპერიის ჯერია!!!!!!!
ასე რომ ...ყველაფერი კარგად იქნება
კოლუმბიიიი??
უკვე დავიღალე ამ კოლუმბის ლაძღვით, ეხლა სხვები ჩემზე მეტად ლანძღავენ, ისიც ეყოფა...მე ჩემი გეგმა შესრულებული მაქვს....
(ძველებური პოსტი გამომივიდა)
ველოდები 6 ნოემბერს....... ველოდები
1 თვის უკან
Gami გავიგე რომ ოცნებას ხელისუფლება უკვე გადაუბარებია -- ნახევარ ხაზარაძესთვის, ნახევარი ვაშაძესთვის, იმ პირობით რომ ცოტას მანჯგალაძეს და სერიოჟა ჩიხლაძეს უწილადებს. ჯერ არ ამბობენ, 25-ში გამოაცხადებენ. გახარიას, ამ ნაპრემიალ კაცს შეხვდა ხვიშტი! ასეა ეს.
1 თვის უკან