ირაკლი კობახიძე: ვინც საქართველოში ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას ითხოვს, ის პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს, ვინაიდან ამ კანონს მოსახლეობის 90 %-ზე ბევრად მეტი უჭერს მხარს

ირაკლი კობახიძე: ვინც საქართველოში ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას ითხოვს, ის პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს, ვინაიდან ამ კანონს მოსახლეობის 90 %-ზე ბევრად მეტი უჭერს მხარს

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სლოგანი და დაპირება არის ის, რომ მხოლოდ ღირსებით უნდა შევიდეთ ევროპაში, მხოლოდ იმ ფასეულობების გაფრთხილებით, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და როდესაც თავს გახვევენ ლგბტ პროპაგანდას, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვინც საქართველოში ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას ითხოვს, ის პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს, ვინაიდან ამ კანონს მოსახლეობის 90 %-ზე ბევრად მეტი უჭერს მხარს.

„არ შეიძლება კონკრეტულმა ადამიანებმა ერთმანეთთან დააკავშირონ ისეთი ცნებები, როგორიცაა ევროპა და ლგბტ პროპაგანდა. ჩვენ ვუფრთხილდებით თითოეული ადამიანის უფლებას, ადამიანის უფლებები მომავალშიც ძალიან მკაცრად იქნება დაცული, არავის ინტიმური ცხოვრება ჩვენი განსახილველი არ არის, ხელისუფლება ამაში ვერ ჩაერევა, მაგრამ ამასთან ერთად პროპაგანდაც ჩვენთვის არის მიუღებელი. ვინც ითხოვს საქართველოში ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას, ის პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს. ამ კანონს საქართველოში აქვს მოსახლეობის 90 %-ზე ბევრად მეტის მხარდაჭერა. როდესაც ასეთ დონეზე უპირისპირდებიან ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს არ შეიძლება ხდებოდეს, თუმცა მათი არჩევანია,"- განაცხადა პრემიერმა.