ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - ზურაბიშვილის „ტექნიკური მთავრობა“ მკვდრაშობილი აღმოჩნდა  

ორბელიანების სასახლეში მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - ზურაბიშვილის „ტექნიკური მთავრობა“ მკვდრაშობილი აღმოჩნდა  

პრეზიდენტმა პრემიერობის კანდიდატის ვინაობა საიდუმლოდ დატოვა და როგორც აღმოჩნდა, ქარტიის ხელმომწერი პარტიების უმეტესობა არ არის თანახმა არჩევნებამდე პრემიერის კანდიდატურის დასახელებაზე. სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას კონსენსუსის მისაღწევად დრო ეწურებათ. არჩევნებამდე 17 დღეა დარჩენილი და ისევ უცნობია, გაგრძელდება თუ არა პოლიტიკური კონსულტაციები ორბელიანების სასახლეში.

ზურაბიშვილმა 5 ოქტომბერს მედიასთან ინტერვიუში ახსენა, რომ მან უკვე შეარჩია პრემიე- მინისტრობის კანდიდატი, თუმცა ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. მხოლოდ ის განმარტა, რომ მისი რჩეული „არ არის პოლიტიკური წარსულის კანდიდატი“ და არის „პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი, ყველასათვის მისაღები“.

არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი მსოფლიოში ცნობილ რამდენიმე ქართველ მეცნიერს განიხილავდა. ერთ-ერთ მათგანად კი ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორს, ბიოლოგ ზაალ კოკაიას განიხილავდა, რომელიც 30 წელიწადზე მეტია შვედეთში მუშაობს. კოკაიამ საკუთარი კანდიდატურის შესაძლო განხილვის თემაზე კომენტარის გაკეთება მედიასთან არ ისურვა.

ქარტიაში არსებულ დათქმებს განსხვავებულად განმარტავს გახარიას გუნდი. ექსპრემიერის პარტიას პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა, სადაც გიორგი გახარიამ ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ მისთვის წითელი ხაზი რიგგარეშე არჩევნებია.

ქარტიის პუნქტების შესაძლო დარღვევაზე პრეზიდენტს, კოალიციაძლიერმა საქართველომ“ მიანიშნა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაც“ მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე ტექნიკური მთავრობის ფორმირებასა და მით უფრო, პრემიერობის კანდიდატზე მსჯელობა მიზანშეწონილი არ არის.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ათონელის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრები, ზურაბიშვილის იმპიჩმენტისგან განსხვავებით, უშედეგოდ დასრულდება. უმრავლესობამ პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა, რომ პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციაზე პასუხს 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისათვის, რომ დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე და მხოლოდ დავალებებით, ქვეყნის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, დღევანდელ ოპოზიცის შეგვიძლია კოლექტიური აგენტურა ვუწოდოთ, რადგან ერთმანეთისგან მათ მხოლოდ საარჩევნო ნომერი და ლოგოები განასხვავებთ.

„ქართული ქარტიის“ ხელმომწერი პარტიების უმეტესობა არ ეთანხმება ტექნიკური პრემიერის, კანდიდატურის წინასწარ შეთანხმებას.

„მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქარტიის ტექსტის ზუსტი შესაბამისობით, სალომე ზურაბიშვილის და სხვების მონაწილეობით, ხალხის შესაბამისი მანდატით აღჭურვილი საპარლამენტო ახალი კოალიციური უმრავლესობა ჩამოაყალიბებს ახალ (გარდამავალ) მთავრობას, სადაც იქნებიან პატრიოტი პროფესიონალები, მათ შორის უპარტიოებიც“, - დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ, 6 ოქტომბერს, ჯერ კიდევ კონსულტაციების დაწყებამდე.

„ძალაუფლება ამ ქვეყანაში ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კანდიდატურა განხილული უნდა იყოს არჩევნების შემდეგ“, - თქვა 8 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პრეზიდენტთან „კანდიდატების განხილვა არ ყოფილა“.

იგივე თქვეს სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ თინა ბოკუჩავამ და ნიკა გვარამიამაც.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ასეთი ინციატივები, რომელიც ჩაშლისთვისაა განწირული, ოპოზიციის რეიტინგზე უარყოფითად მუშაობს და სჯობდა ზურაბიშვილს ჯერ ამაზე კონსულტაციები თავად ოპოზიციასთან გაევლო.

„არ ვიცი, მე არ მესმის ზურაბიშვილის ტაქტიკა და ეს არა ერთხელ ვთქვი. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ჯერ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს და შემდეგ ამის შესახებ ოპოზიციას აცნობს. ამაზე ხმამაღლა ჯერ არ უნდა ისაუბროს, როცა ოპოზიციისგან დასტური არა აქვს და ისინიც ამ იდეის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების წყალობით იღებენ.

ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე რომ შეთანხმებულიყო და ამ ადამიანის გვარი გაჟღერებულიყო, ეს იქნებოდა დამატებითი ფაქტორი იმისთვის, რომ ოპოზიციას გაცილებით მეტი ხმები მიეღო, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შეთანხმება ვერ მოხდებოდა.

გვახსოვს, თავის დროზე ხაზარაძესა და გახარიას შესთავაზა გაერთიანება. მაშინაც ვფიქრობდი, რომ ნიადაგი მოსინჯული ექნებოდა და ეს გაერთიანებით დამთავრდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ასე არ იყო და ახლაც იგივეა. ყველაფერი ეს კი ოპოზიციის გარდა არავის აზიანებს. ეს შემთხვევები ოპოზიციის რეიტინგზე ცუდად მოქმედებს. თუ წინასწარი პოზიციები მაინც არ იცის პრეზიდენტმა, მაშინ ოპოზიციას ასეთ რამეს რატომ სთავაზობს, ვერ გავიგე, რადგან ეს კონტრპროდუქტიულია“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, თუ პრემიერობის კანდიდატზე პრეზიდენტი ოპოზიციას არ ელაპარაკება, ამ შეხვედრებს რა აზრი აქვს?

„კანდიდატების შეთავაზება უნდა ყოფილიყო და თუ ასეთი რამ არ არის და თუ წინასწარ არანაირი ნიადაგი მოსინჯული არაა, მაშინ პრეზიდენტმა ასეთ ინიციატივებს თავი უნდა დაანებოს და ფრთხილად მოიქცეს, რადგან არჩევნებამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა. ახლა გარისკვა და ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელმაც შეიძლება უკუეფექტი გამოიწვიოს, ჩემი აზრით, სწორი არაა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქარტიის შესრულებას არავინ აპირებს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ამ პარტიებმა „ქარტიაზე“ ხელი იმიტომ მოაწერეს, რომ რიტუალი ჩაატარეს და, როგორც ჩანს, არც არავინ აპირებს ამ „ქარტიის“ შესრულებას თუ აღსრულებას.

„თავიდანვე „ქარტიის“ შეთავაზებაც გაუგებარი იყო. პარტიებს ეს ულტიმატუმივით წარუდგინეს და მის შექმნაში მონაწილეობა პარტიებს არ მიუღიათ. ფაქტია, არჩევნების წინ არავინ არ იტყვის პირდაპირ იმას, რომ არ შევასრულებთო, ეს ხომ წარმოუდგენელია. თუმცა ეს ყველაფერი მაინც კითხვის ქვეშ დადგება და არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რა და როგორ მოხდება. რომ გითხრათ, ველოდები, რომ არჩევნების შემდეგ რაღაც ტექნიკური მთავრობა შეიქმნება, მით უმეტეს ისეთი, როგორზედაც ზურაბიშვილი ლაპარაკობს, არ ვფიქრობ, რომ ეს მოსალოდნელია. თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, სჯობს ახლა შეიქმნას და თუ დღეს ეს ვერ მოხერხდა, არჩევნების შემდეგ მით უმეტეს ვერ მოხერხდება“, - ამბობს ძაბირაძე.

 

Gami თუ "დიადმა" ძაბირაძემ ვერ გაუგო სალომე ბაბოს, ჩვენ უბრალო მოკვდავებმა რაღა ვქნათ?...
1 თვის უკან
Gami გული მიგრძნობს არჩევნების დღეს ბაბო დამუნჯდება.
1 თვის უკან
მერაბ.g ახლაც და ყოველთვის მდინარაძე (ები) აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი და ოპოზიცია გარე დავალებებს ასრულებენ; გუშინ მდინარაძემ განაცხადა, რომ გახარაია გარე ძალების დავალებით დანიშნეს ტავის დროზე - "ხარკი გადაიხადეს"! იბადება კითხვა: თუ ოცნებაც გარე ზალების დავალებებს ასრულებს, რა სხვაობაა მათ და მეცოცხეებს შორის? იქნებ ისინი ცუდ ბატონებს ემსახურებიან და ესენი კარგს? :))
1 თვის უკან
ლევკოთეა ოცნებაც გარედან დავალებებს ასრულებდა, სანამ არ მოსთხოვეს, ხელისუფლება არჩევნებით გადააბარეთო.
მაგაზე გაჭედეს უკვე. ჩვენი პოლიტიკოსები ძალაუფლების გარეშე იგივეა, რაც თევზი უწყლოდ.
1 თვის უკან
trampi ამვლელ---ჩამომვლელი ვისაც არ ეზარება ყველა დაგვჩხავის თავზე---გინდათ თუ არა რუსეთს ეკონომიკური(სინამდვილეში კომიკური) სანქციები დაუწესეთო
ჩვენი მთავრობა კი უხსნის ყველას ( ჩემი ენით რომ ვთქვათ) ამ სანქციებით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ და ჩვენ კი ეკონომიკურად სუ დავიქცევით და ყველა მხრივ გავღარიბდებითო(ანუ დედაც მოგვეხვნებაო)
--ვეთანხმები 100%-ით ...
მერე როგორ გგონიათ იმ ევროპა ამერიკამ ეგ მარტივი ართმეტიკა არ იციიიის?? (თან მით უმეტეს რუსეთთან თვითონ ისევ ვაჭრობენ და თან ამ ვაჭრობაზე თვითონ ნე ვიჟუს აკეთებენ))
იცის როგორ არ იცის--- ჩვენი დაწესებული სანქციები რუსეთისთვის, რომ კოღოს ნაკბენიც კი არ იქნება, ეგ იციან, როგორ არ იციან, მაგრამ იმათ სინამდვილში ჩვენს მიმართ სხვა მუცლის ტკივილები და კრუნჩხვები აქვთ!!!

---- სინამდვილეში კი იმათ ის უნდათ რო საქართველო ეკონომიკურად დაიქცეს და დაგლახავდეს!!!!!!!!
.

.თან ისე დაიქცეს რომ გარდა იმათ ხელში ყურებისა სხვა საშველი აღარ გვქონდეს--- არიქა თქვენი ჭირიმე პურის ფული მაინც მოგვეცითო..
ანუ ისე უნდა დაიმშეს საქართველო როგორც მიშა აკეთებდა .... რომ შიმშილს ატანილი ხალხი ადვილად სამართავი გახდეს
ეს ნაცადი მეთოდია ---პავლოვი იმათაც ისწავლეს(ბერიტაშვილი კი არ იციან--ფეხები არ მოგვაჭამონ))
უნდა დაიმშეს საქართველო იმიტომ რომ მათთვის ადვილად სამართავი იყოს
აი ესააა სინამდვილეში იმათ ლოზუნგის არსი(რუსეთს სანქციები დაუწესეთო)--- უნდა დავიმშეთ საქართველოს მოსახლეობა, უნდა დაივიმშეთ რომ მიშა--არქიფოს ხალხს დაგვამსგავსონ
არადა ეხლა ასეა თუ ისე, ქვეყანა მეტნაკლებად რაღაც ამოძრავდა, ხალხმა ცოტა ეკონომიურად ამოისუნთქა, სახელმწიფოს რაღაც ფული გაუჩნდა, დამოუკიდებლად ეკონომიურად თითქოს ფეხზე დადგომაც დაიწყო და მთლად იმათ ხელში შემყურეები აღარა ვართ.....
მთლად იმათ დაკრულზეც აღარ ვცეკვავთ
აქით პლიუს ჩინეთთანაც საქართველოსთვის რაღაც სასარგებლო და იმედისმომცემი ხელშეკრულებები დაიდო ..
.მოკლედ ქვეყანამ ეკონომიურად ფეხზე წამოდგომა დაიყო --- ანუ გლეხურად რო ვთქო--- ცოტა მუცელი გაუძღა ქვეყანას(ზოგადად ვამბობ თორე ჯერ მანამდე შორია)
ხოოდა ცოტა სულს რომ მოითქვამს ადამიანი მერე არჩევანს იწყებს---- კაის და ცუდის გარჩევას იწყებს
ანუ იმათ მოწოდებულ აბიგლუკოზებს უსიტყვოდ აღარ ვყლაპავთ და ნელნელა დამოუკიდებლად იწყებს ქვეყანა ფეხის გადადგმას.
..ესე კი შეიძლება იმათ აღარც არაფერს აღარ დავეკითხოთ---რა ვჭამოთ და რა არა

აი ............... ზუსტად ეგ არ მოსწონთ და არ უნდათ ამ ევროპა ამერიკას, ანუ არ უნდათ რომ ეს ყურმოჭრილი მონა დაგვკარგონ....(ტემ ბოლე რუსის ტრაკში შერჭობილი ეკალი)
მოკლედ ხელიდან ვეცლებით იმათ, ხელიდან და იმიტომ აააქვთ ეს განგაში ატეხილი
ეს რუსული კანონი და ეგეთი სირობები კი მხოლოდ ჩვენ შესაშინებლად ატეხილი ჭექა---ქუხილია
არადა ამ 30 საუკუნეში ეგეთი ჭექა--ქუხილი უამრავი გაგვივლია (დაჟე ბევრჯერ მეხიც კი)................დღემდე ისტორიამ ტყუილად არ მოგვიყვანა ეხლა ამ მეშვიდე იმპერიის ჯერია!!!!!!!
ასე რომ ...ყველაფერი კარგად იქნება
კოლუმბიიიი??
უკვე დავიღალე ამ კოლუმბის ლაძღვით, ეხლა სხვები ჩემზე მეტად ლანძღავენ, ისიც ეყოფა...მე ჩემი გეგმა შესრულებული მაქვს....
(ძველებური პოსტი გამომივიდა)
ველოდები 6 ნოემბერს....... ველოდები
1 თვის უკან