ABC News: ქარიშხალ „მილტონს“ 15 ადამიანი ემსხვერპლა

ABC News: ქარიშხალ „მილტონს“ 15 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ქარიშხალ „მილტონს“ სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ექვსი ადამიანი ფლორიდის შტატის სენტ-ლუსის ოლქში დაიღუპა, სადაც ათამდე ტორნადო დაფიქსირდა, ოთხი ადამიანი ვოლუსიას ოლქში ემსხვერპლა ქარიშხალს, ორი - სენტ-პიტერსბერგში, ხოლო ერთი - სიტრუსის ოლქში.

ფლორიდის შტატის გუბერნატორის რონ დესანტისის თქმით, მაშველებმა ქარიშხლის დროს ათასამდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დღემდე ელექტროენერგიის გარეშე 2,6 მილიონზე მეტი აბონენტი რჩება.

ქარიშხალი „მილტონი“ აშშ-ის ფლორიდის შტატს ოთხშაბათს გვიან საღამოს დაატყდა. თავდაპირველად მას მეხუთე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. ქარიშხლის სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევდა. მოგვიანებით ის პირველ კატეგორიამდე დაიყვანეს. სტიქიის გამო შტატიდან მილიონობით ადამიანია ევაკუირებული.