გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.
აქვე ხაზგასმულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი და ყველა ის პირი, ვინც საქართველოში დემოკრატიის ხელყოფაზეა პასუხისმგებელი. რეზოლუციაში გადაუდებელ მოთხოვნად ჩაიწერა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ასევე, კატეგორიულად მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ სანქციები დაუწესოს რუსეთს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ეკონომიკური სანქცია რუსეთისთვის საქართველოსთვის დამღუპველი აღმოჩნდება, ვინაიდან ქართული ეკონომიკის წილი მიზერულია რუსულ ეკონომიკაში.
„მაგრამ საქართველოსთვის ეს იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტის მქონე. მეტიც, ეს აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში“, - აცხადებს გია ვოლსკი.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო არ შეუერთდება სანქციებს იმიტომ, რომ სანქციებზე მიერთება ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას და საქართველოს გაღატაკებას.
„ჩვენ არ შევუერთდებით სანქციებს, იმიტომ რომ სანქციებზე მიერთება ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას, ნიშნავს საქართველოს გაღატაკებას. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სურვილი იყო, რომ ეკონომიკურად ქვეყანა დაზიანებულიყო, რადგან მერე ხალხს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ექნებოდა, პასუხი მოეთხოვა დღევანდელი ხელისუფლებისთვის.
ჩვენ რატომ აგვირჩია ხალხმა და რატომ ვართ ამდენი ხანი ხელისუფლებაში? ხალხმა მოგვცა მანდატი და ამავე დროს გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა იმისი, რომ ჩვენი პოლიტიკით ქვეყანა ვატაროთ სწორ გზაზე - არ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც დამაზიანებელი, დამანგრეველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მაშინ, როდესაც დასავლეთი საქართველოსთან მიმართებაში ტონს ამკაცრებს და ერთგვარად ცუდი პოლიციელის როლს ასრულებს, ტონს ცვლის აშშ. საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. როგორც აშშ-ის ელჩი აცხადებს, ამერიკა არ ირჩევს, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს, ამას ქართველი ხალხი წყვეტს. ამერიკელი დიპლომატი საქართველოს მთავრობასთან ღია და კონსტრუქციული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აშშ-ს სურს, ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან მუშაობა.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ევროპარლამენტი საჭირო ორგანოა, მაგრამ მსგავს რეზოლუციას დადგენილების აღსრულების აუცილებლობა არ ახლავს და მხოლოდ რეკომენდაციის დონეა. შესაბამისად, მისი თქმით, ძალიან სერიოზული დამოკიდებულება ამ განცხადებებთან ძნელია გქონდეს.
„გამომსვლელების ტექსტებს თუ დავაკვირდებით, ეტყობათ, რომ არც დაფიქრებულან რას აკეთებენ. არც დაფიქრებულან იმაზე, რომ არადემოკრატიული ნაბიჯების მთელი ნაკრები არის ამ გადაწყვეტილებაში მოცემული. ევროპული დემოკრატიის საფუძველი არის ხალხის ნება და ეს ევროპული დემოკრატიის სახელით მებრძოლი ორგანიზაცია ხალხის ნებას აცხადებს არასანდოდ. ამას მიხვდა აშშ-ის ელჩი და შემოატრიალა სურათი და სხვანაირი ჟღერადობა მისცა თავის პოზიციას, რომ ვინც არ უნდა აღმოჩნდეს ხელისუფლებაში, ჩვენ მასთან ვითანამშრომლებთო და ა.შ. იმიტომ, რომ თუ ევროპული ღირებულებების დამცველი ხარ, იქ არჩეულ ხელისუფლებას თავი უნდა დაუკრა და მის მიმართ მოკრძალება უნდა გქონდეს, ამ ტონში არჩეულ ხელისუფლებასთან ლაპარაკი ნიშნავს, რომ მთელ ხალხს ელაპარაკები ამ ტონით“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, პოლიტოლოგის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ ქართველ მოსახლეობას, ვინც ივანიშვილი აირჩია, უცხადებენ სანქციებს. ასეთი აგრესია კი რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ქართველი ხალხის მიმართ ძნელი წარმოსადგენია.
„სასამართლოს არ ენდობიან, არჩეულ ხელისუფლებას არ ენდობიან, ვის ენდობიან, ენჯეოებს?! რა ქნა ივანიშვილმა? - ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა და მოისყიდაო ამბობენ. კი, მაგრამ მოისყიდას რომ იძახი, ამ ხალხმა თავისი თავი გაყიდა?! წარმოიდგინეთ რა საზოგადოებად წარმოუდგენიათ მათ საქართველო, რა საზოგადოება გამოდის საქართველო მათ რიტორიკაში, თორემ აბსოლუტურად არ აქვთ ნაფიქრი, სად არის საქართველო. ეს დეტალები აბსოლუტურად არ აინტერესებთ და არც იციან. მიღებული აქვთ დავალება, რომ არჩევნებამდე უნდა მოხდეს მაქსიმალური შეტევა და ასრულებენ ამ დავალებებს. არც ევროპული ღირებულებები არ აინტერესებთ. არც ის აინტერესებთ, რომ ასეთი ზეწოლის ფონზე თუ ვინმე წააგებს საქართველოში, წააგებს ევროპა და არა ამერიკა.
ამერიკა ძლიერი მაინც არის. ეს იდიოტი ევროპელები, რომლებიც თავიანთვის მავნე გადაწყვეტილებებს ღებულობენ, რადგან, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტრანზიტი მათ სჭირდებათ, მაგრამ რახან ამერიკამ უთხრა, რომ დადგნენ ცალ ფეხზე, როგორც ზოგიერთი ჩვენთაგანი, ასრულებენ იმას, რასაც ამერიკა ითხოვს.
ამერიკა რომ ყველა კანონების დარღვევით მოქმედებს და მხოლოდ კუნთებზე იყურება, ეს ერთია, მაგრამ ეს ევროპა ფაქტობრივად, წიწილის როლში გამოდის. ყველაფერზე უკვე არის წამსვლელი, მათ შორის თვითმკვლელობაზე, ოღონდ ამერიკა არ გაუჯავრდეს. რატომ? - იმიტომ, რომ დღეს ევროპის ბევრი ინტერესი და მათ შორის შეიარაღების საკითხი ამერიკასთან არის კონცენტრირებული. აი, ასეთ ქვეყნებთან გვაქვს საქმე. ამერიკას ჩვენთან ის პრეტენზია აქვს, რომ არ უნდა ჩინეთი და ამიტომ აყვირებს ამათ, რაც გაგრძელდება არჩევნებამდე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილის განცხადებით, ჩვენს თვალწინ არის ის მენტალური უფსკრული, როდესაც ამ უფსკრულის ერთ მხარეს დგას იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკოსები, რომლებსაც საერთოდ არ ესმით რა არის საქართველო, რა არის ქართველობა, როგორც მენტალობა აქვთ და რითი შეიძლება შეგვაშინონ და რას არ უნდა მიმართონ არასოდეს.
„ის ძალისხმევა, რომელსაც ესენი ამხელა ენერგიას ახმარენ, პირიქით მუშაობს საქართველოსთან მიმართებით. დღევანდელ, თუ არ ვცდები, რიგით მეოთხე სისულელით გაჟღენთილ ევრორეზოლუციას, ისეთივე ბედი უნდა ეწიოს და ეწევა, როგორც მის წინამორბედ სამ რეზოლუციას, რომელთაც საქართველოზე არამაგედონის მოხდენის არანაირი ეფექტი არ ჰქონია. თუ არ ვცდები მეორე და მესამე რეზოლუციების შუალედში მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ წინსვლას, ყოველგვარი უკან გახედვის გარეშე, იმის მიუხედავად, ვინ რას წერს და რა რეზოლუციებს თხზავს.
მათი თითოეული, სისულელით გაჟღენთილი რეზლუცია ისევ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებზე და „ქართული ოცნების“ რეიტინგებზე ასხამს წყალს. თუ „გორბის“ ბოლო მონაცემებით 60%-ზე მეტი იყო „ქართული ოცნების“ რეიტინგი, აი, ამ მსგავსი რეზოლუციის და მსგავსი სისულელის მქონე განცხადების შემდეგ, შეიძლება საბოლოოდ 70%-მდეც აიწიოს ეს რეიტინგი და უბრალოდ, ინტერესით ვაკვირდებით, რამხელა მენტალური უფსკრულია ჩვენსა და მათ შორის“, - აცხადებს ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ასეთ სავალალო მდგომარეობაში და ასეთი გაუკუღმართებული მენტალობის მქონე ევრობიუროკრატიასთან, რომელსაც დღეს ბრიუსელი წარმოადგენს, ჯანსაღ, სუვერენულ სახელმწიფოს არაფერი ესაქმება. მისი თქმით, საქართველო მზად არის დაეხმაროს იმ ჯანსაღ მემარჯვენე ძალებს, რომლებიც თვითონაც გადაღლილები არიან გაუკუღმართებული იდეოლოგიით, რომლითაც გლობალური ომის პარტია ფარულად მართავს მათ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
„მადლობა ღმერთს, რომ დღეს ცოტაა, 80-მდეა, მაგრამ დააფიქსირეს თავისი პოზიცია იმ სისულელის მიმართ, რასაც წარმოადგენს ეს უკანასკნელი ევრორეზოლუცია, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ ინსტიტუტებს ეწინააღმდეგება და უცხადებს უნდობლობას. პირველ რიგში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს, რომელმაც არაერთი სარჩელი უკუაგდო სააკაშვილის ჯანმრთელობასთან, მასზე ძალადობასთან თუ მის მიმართ ციხეში არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართომ წერტილი დაუსვა სააკაშვილის ჯანმრთელობის და მის ციხეში ყოფნის თემას.
თვეებია არ გვესმის არც მის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე ინფორმაცია, როგორც სააკაშვილისგან, ასევე არც მისი ოჯახის წევრებისგან, თუ ნდობით აღჭურვილი ექიმების მხრიდან და ვის მოუვიდა თავში ამ მკვდარი თემის რეანიმირება, ეს კიდევ საკითხავია. ვის მოუვიდა თავში რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ანუ წინასაარჩევნოდ, რუსეთისთვის ომის გამოცხადებისკენ მიმართული თემის წამოწევა? იმდენად დიდი მენტალური უფსკრულია, რომ ფიქრობენ თავისი განცხადებებით, თავიანთ აგენტებს და ე.წ. ოპოზიციას აძლევენ პასს იმისთვის, რომ საქართველოს კარებში გოლი გაიტანონ, მაგრამ ავტოგოლი გამოსდით ყოველ ჯერზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
90-იანი წლების დასაწყისში, ერთი ჩემი მეგობარი ოდესაში იყო თავის ნაცნობთან წასული. დაბრუნებულს შთაბეჭდილებები გამოვკითხე და მთავარი რაც იყო, მაგრად ვიჩხუბეო.
სტუმრად ჩასულ კაცს საჩხუბარი რა გქონდა მეთქი. რა და, ჩვენი პრეზიდენტი შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენესო.
გამიკვირდა, რომელი მაგის მხარდამჭერი შენ ხარ მეთქი.
მითხრა, მე ჩემს ქვეყანაში შეიძლება რამე არ მომწონდეს, ეს ჩემი საქმეაო. ამაზე იქ საერთოდ არ ყოფილა საუბარიო. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის ლანძვა უკრაინელების საქმე არ არისო.
ის ჩემი მეგობარი ჩვეულებრივი ქართველია, რომელიც სხვის წინაშე განზოდებულ ქართველად წარმოდგება და უცხოტომელების მიერ საკუთარი ხელისუფლების დემონიზებას მხარს არ დაუჭერს. პირიქით მისი დაცვის ინსტიქტი იღვიძებს ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის ნიდაგზე. ამ გრძნობას უცხოტომელი ვერ ითავისებს და ჰგონია, აქ რომ რამდენიმე ათასი გრანტით გამოკვებილი ჰყავს, ხალხის აზრს მართლა ისინი გამოხატავენ. აქედან მიწერილი ანგარიშები სიმართლე ჰგონიათ და თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ.
ჩვენი მთავრობა კი უხსნის ყველას ( ჩემი ენით რომ ვთქვათ) ამ სანქციებით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ და ჩვენ კი ეკონომიკურად სუ დავიქცევით და ყველა მხრივ გავღარიბდებითო(ანუ დედაც მოგვეხვნებაო)
--ვეთანხმები 100%-ით ...
მერე როგორ გგონიათ იმ ევროპა ამერიკამ ეგ მარტივი ართმეტიკა არ იციიიის?? (თან მით უმეტეს რუსეთთან თვითონ ისევ ვაჭრობენ და თან ამ ვაჭრობაზე თვითონ ნე ვიჟუს აკეთებენ))
იცის როგორ არ იცის--- ჩვენი დაწესებული სანქციები რუსეთისთვის, რომ კოღოს ნაკბენიც კი არ იქნება, ეგ იციან, როგორ არ იციან, მაგრამ იმათ სინამდვილში ჩვენს მიმართ სხვა მუცლის ტკივილები და კრუნჩხვები აქვთ!!!
---- სინამდვილეში კი იმათ ის უნდათ რო საქართველო ეკონომიკურად დაიქცეს და დაგლახავდეს!!!!!!!!
.
.თან ისე დაიქცეს რომ გარდა იმათ ხელში ყურებისა სხვა საშველი აღარ გვქონდეს--- არიქა თქვენი ჭირიმე პურის ფული მაინც მოგვეცითო..
ანუ ისე უნდა დაიმშეს საქართველო როგორც მიშა აკეთებდა .... რომ შიმშილს ატანილი ხალხი ადვილად სამართავი გახდეს
ეს ნაცადი მეთოდია ---პავლოვი იმათაც ისწავლეს(ბერიტაშვილი კი არ იციან--ფეხები არ მოგვაჭამონ))
უნდა დაიმშეს საქართველო იმიტომ რომ მათთვის ადვილად სამართავი იყოს
აი ესააა სინამდვილეში იმათ ლოზუნგის არსი(რუსეთს სანქციები დაუწესეთო)--- უნდა დავიმშეთ საქართველოს მოსახლეობა, უნდა დაივიმშეთ რომ მიშა--არქიფოს ხალხს დაგვამსგავსონ
არადა ეხლა ასეა თუ ისე, ქვეყანა მეტნაკლებად რაღაც ამოძრავდა, ხალხმა ცოტა ეკონომიურად ამოისუნთქა, სახელმწიფოს რაღაც ფული გაუჩნდა, დამოუკიდებლად ეკონომიურად თითქოს ფეხზე დადგომაც დაიწყო და მთლად იმათ ხელში შემყურეები აღარა ვართ.....
მთლად იმათ დაკრულზეც აღარ ვცეკვავთ
აქით პლიუს ჩინეთთანაც საქართველოსთვის რაღაც სასარგებლო და იმედისმომცემი ხელშეკრულებები დაიდო ..
.მოკლედ ქვეყანამ ეკონომიურად ფეხზე წამოდგომა დაიყო --- ანუ გლეხურად რო ვთქო--- ცოტა მუცელი გაუძღა ქვეყანას(ზოგადად ვამბობ თორე ჯერ მანამდე შორია)
ხოოდა ცოტა სულს რომ მოითქვამს ადამიანი მერე არჩევანს იწყებს---- კაის და ცუდის გარჩევას იწყებს
ანუ იმათ მოწოდებულ აბიგლუკოზებს უსიტყვოდ აღარ ვყლაპავთ და ნელნელა დამოუკიდებლად იწყებს ქვეყანა ფეხის გადადგმას.
..ესე კი შეიძლება იმათ აღარც არაფერს აღარ დავეკითხოთ---რა ვჭამოთ და რა არა
აი ............... ზუსტად ეგ არ მოსწონთ და არ უნდათ ამ ევროპა ამერიკას, ანუ არ უნდათ რომ ეს ყურმოჭრილი მონა დაგვკარგონ....(ტემ ბოლე რუსის ტრაკში შერჭობილი ეკალი)
მოკლედ ხელიდან ვეცლებით იმათ, ხელიდან და იმიტომ აააქვთ ეს განგაში ატეხილი
ეს რუსული კანონი და ეგეთი სირობები კი მხოლოდ ჩვენ შესაშინებლად ატეხილი ჭექა---ქუხილია
არადა ამ 30 საუკუნეში ეგეთი ჭექა--ქუხილი უამრავი გაგვივლია (დაჟე ბევრჯერ მეხიც კი)................დღემდე ისტორიამ ტყუილად არ მოგვიყვანა ეხლა ამ მეშვიდე იმპერიის ჯერია!!!!!!!
ასე რომ ...ყველაფერი კარგად იქნება
კოლუმბიიიი??
უკვე დავიღალე ამ კოლუმბის ლაძღვით, ეხლა სხვები ჩემზე მეტად ლანძღავენ, ისიც ეყოფა...მე ჩემი გეგმა შესრულებული მაქვს....
(ძველებური პოსტი გამომივიდა)
ველოდები 6 ნოემბერს....... ველოდები