ევროპარლამენტში ვიქტორ ორბანსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მწვავე დებატები გაიმართა. ევროპელი ლიდერები დებატების დროს ერთმანეთის მიმართ მტრობას არ მალავდნენ.
დებატები დროს განხილვის მთავარი თემები იყო: რუსეთის აგრესია, საუკეთესო გზა ევროპული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის დასაძლევად და მიგრაცია.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და ევროპას მოუწოდა განაახლოს კომუნიკაცია კრემლთან, რასაც თავად ცდილობდა მოსკოვში ვიზიტის დროს ივლისში.
„ევროკავშირი არასწორ პოლიტიკას ატარებს, როცა საქმე ამ ომს ეხება. თუ ჩვენ გვინდა გამარჯვება, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს წაგების სტრატეგია“, - განაცხადა ორბანმა.
თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ორბანის მოსკოვში ვიზიტზე: „ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვინც ამ ომში თავდამსხმელს კი არ ადანაშაულებენ, არამედ მათ, ვისაც თავს დაესხნენ. მინდა მათ ვკითხო: 1956 წელს საბჭოთა შეჭრას უნგრეთში უნგრელებს დააბრალებენ თუ არა?! უკრაინა თავისუფლებისთვის მებრძოლი ერია. მათ ჰყავთ გმირები, რომლებმაც საბჭოთა მმართველობისგან გაათავისუფლეს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა“.
ორბანმა მკვეთრად რეაგირება მოახდინა შედარებაზე, უწოდა მას ხარვეზები და თქვა, რომ 1956 წლის უნგრეთის აჯანყებას „არაფერი აქვს საერთო“ უკრაინის წინააღმდეგობასთან რუსული ძალების მიმართ.
„წარსულში ევროკომისია იყო ხელშეკრულებების გარანტი და იყო ნეიტრალური ორგანო. მისი საქმე იყო პოლიტიკური დებატების გადადება და უთანხმოების ლეგალურად მოგვარება, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. იმის ნაცვლად, რომ იყოს შეთანხმებების გარანტი, ის ახლა არის პოლიტიკური ორგანო, პოლიტიკური იარაღი“, - დასძინა მან და პირდაპირ მიმართა ფონ დერ ლაიენს.
ორბანი სცენაზე დგება
ორბანმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის საბჭოს მონაცვლეობით თავმჯდომარეობს, თავისი გამოსვლა გახსნა იმით, რომ ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, რადგან მას თავისი ისტორიის „ყველაზე რთული პერიოდი“ ელის. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა შეშფოთება ბლოკში ეკონომიკური სტაგნაციის შესახებ და მოუწოდა გადამწყვეტი ზომების მიღება კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად.
ორბანმა ასევე დაგმო სავაჭრო შეზღუდვები, რომელსაც „მახრჩობელა“ უწოდა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ჩინურ ელექტრომობილების ტარიფების ზრდაზე, რომელიც ევროკავშირმა გასულ კვირას დაძაბული დისკუსიის შემდეგ დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ამის წინააღმდეგი იყო.
ორბანი შედარებით მშვიდად საუბრობდა ეკონომიკურ და კლიმატის საკითხებზე, თუმცა როდესაც ის შეეხო არალეგალური მიგრაციის თემას, მან მკვეთრად აუწია ტონს და აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებლების ჩამოსვლა დაბალი შემოსავლიან ქვეყნებში „აძლიერებს ანტისემიტიზმს, ქალთა მიმართ ძალადობასა და ჰომოფობიას“. ამ საკითხზე ევროპარლამენტარებმა ორბანი გააკრიტიკეს, რომლის მთავრობას ნაწილობრივ ჩამოერთვა ევროკავშირის სახსრები სწორედ ანტი-ლგბტ კანონის მიღებისთვის.
პრობლემის გადასაჭრელად მან ევროკავშირს შესთავაზა, რომ ფოკუსირება მოახდინონ მიგრანტებისთვის ბანაკების შექმნაზე ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ. მისი თქმით, ევროკავშირში შესვლის უფლება მხოლოდ მათ უნდა ჰქონდეთ, ვისი თხოვნაც დამტკიცებულია:
„ექსტრატერიტორიული ბანაკების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ევროპელების დაცვას არალეგალური მიგრაციისგან. სხვა ვარიანტები, გულწრფელად რომ ვთქვათ, მხოლოდ ილუზიაა“.
მიგრაციის პროცედურების ბლოკის გარეთ გადატანის იდეამ ბოლო დროს მზარდი მხარდაჭერა მიიღო. მაისში, ევროკავშირის 15-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა წერილს, რომ მსგავსი ბანაკები ყოფილიყო მიგრანტებისთვის. თუმცა, ადამიანის უფლებების პოტენციური დარღვევის გამო, აღნიშნული საკითხი საკამათო აღმოჩნდა.
ფონ დერ ლეიენი პასუხობს
თავის პასუხში ურსულა ფონ დერ ლაიენმა ყურადღება გაამახვილა ორბანის განცხადებებში არსებულ წინააღმდეგობებზე.
ეკონომიკურ სფეროში, ევროკომისიის თავმჯდომარის თქმით, უნგრეთი „სრულიად საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს და ერთიანი ბაზრიდან დაშორებაა“. მისი თქმით, ევროპული კომპანიების საქმიანობაზე გადასახადების გაზრდამ, შეიძლება გამოიწვიოს შეზღუდვები ექსპორტზე.
„როგორ შეგიძლიათ ენდოთ ევროპულ ბიზნესს, თუ მთავრობები ახორციელებენ თვითნებურ შემოწმებას ან ბლოკავს ნებართვებს, თუ სახელმწიფო კონტრაქტები ძირითადად ბენეფიციართა მცირე ჯგუფს მიეკუთვნება? ეს ქმნის გაურკვევლობას და ძირს უთხრის ინვესტორების ნდობას“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
ენერგეტიკის კუთხით, იგი იცავდა თავის პოლიტიკას მოსკოვზე დამოკიდებულების შემცირების შესახებ და უნგრეთი დაადანაშაულა რუსული ელექტროენერგიის შეძენაში.
ახლა ბუდაპეშტი კვლავ იღებს რუსულ ნავთობს დრუჟბას მილსადენით, თქვა ევროკომისიის თავმჯდომარემ.
„რუსეთმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის უბრალოდ არასანდო მიმწოდებელია. ამიტომ გამართლება არ შეიძლება. ვისაც სურს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მიგრაციაზე მან დაგმო ორბანის მთავრობა რუსებისა და ბელარუსებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაში. ასევე პეკინთან უსაფრთხოების შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც ჩინურ პოლიციას უნგრეთში მოქმედების უფლებას აძლევს.
„ჩვენ ყველას გვინდა გავაუმჯობესოთ ჩვენი გარე საზღვრების უსაფრთხოება. მაგრამ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთად ვიბრძოლებთ ორგანიზებულ დანაშაულს გამოსავლენად. რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეუშვას ქვეყანაში: როგორ არის შესაძლებელი, რომ უნგრეთის მთავრობამ მოიწვიოს რუსეთის მოქალაქეები ჩვენს კავშირში უსაფრთხოების დამატებითი შემოწმების გარეშე? ეს ახალი სავიზო სქემას საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უნგრეთს, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყანას. და როგორ შეიძლება უნგრეთის მთავრობამ ჩინეთის პოლიციას მის ტერიტორიაზე მოქმედების უფლება მისცეს? ეს არ არის ევროპის სუვერენიტეტის დაცვა“.
წყარო: https://ru.euronews.com/my-europe/2024/10/09/eu-orban-uvdl-debate