პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, თბილისში მისი პარტიის წევრებს თავს დაესხნენ. როგორც მან ერთ-ერთ სააგენტოს განუცხადა, დედაქალაქში ამაღლების ქუჩაზე, სააგიტაციო მასალას გაკვრის დროს, უცნობი პირები თავს დაესხნენ. ბუჩუკურის თქმითვე, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან. ამის საპასუხოდ კი, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ ვიდეომასალა გაავრცელა და დაწერა, რომ ვრცელდება „დაჩეხილი ვიდეოები“, რომელსაც გახარიას პარტიას „ნაცების ტელევიზიები“ უვრცელებენ.
ვიდეოში, რომელიც ჩაკვეტაძემ გაავრცელა, ისმის გახარიას პარტიის აქტივისტების მისამართით გამოთქმული უკმაყოფილება, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს. კადრში ასევე ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი აქტივისტი პირს, რომელიც აღნიშნულ ვიდეოს იღებს.
https://www.facebook.com/reel/921421713190055
„რა მოხდა სინამდვილეში და რა დამალეს გახარიელებმა თავიანთ ვიდეოში, რომელსაც ნაცების ტელევიზიები მომხდარიდან რამდენიმე წუთში ავრცელებენ. მოღალატე გახარიას რომ ჰკითხო, „ნაცებთან“ საერთოდ არ აქვს შეხება. დაჩეხილ ვიდეოებს ისინი უვრცელებენ და რეკლამას უკანონოდ ისინი უშვებენ თავიანთ ტელევიზიებში“, - წერს ჩაკვეტაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში, ძირითადად, ძალადობრივ სახეს იღებდა, თუმცა ამ ეტაპზე სიმშვიდეა, რაც ოდნავ გასაკვირია. მისი შეფასებით, გარკვეული საპროტესტო აქციები და გამოსვლები მოსალოდნელია, მაგრამ ეს არ მიიღებს მასშტაბურ სახეს.
„ძალადობის ტალღები აქამდეც უნდა ყოფილიყო. თუ გავიხსენებთ არჩევნებს, საკმაოდ ადრე იწყებოდა ძალადობის რაუნდები, ხოლო არჩევნებთან მიახლოებისას, თითქოს ჩაწყნარდებოდა კიდეც, რადგან ეს პოლიტიკურად წამგებიანია მოძალადე მხარისთვის. თუმცა, ახლა ახლა ცოტაა ძალადობა, მეტი უნდა იყოს.
კონკრეტული დარღვევების გამოვლენა ოპოზიციის სცენარისთვის არის საჭირო რგოლი. ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიცია ეცდება ასეთი დარღვევის სიმულაცია გააკეთოს. ვფიქრობ, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ, უფრო წყნარი ამინდების მოლოდინი უნდა გვქონდეს.
რაღაც გამოსვლები და უკმაყოფილება იქნება, მაგრამ მეეჭვება, რომ ამან დიდი რეზონანსი გამოიწვიოს. თუკი ბოლო სოციოლოგიურ კვლევებს ავიღებთ, გამარჯვებული პარტია „ქართული ოცნებაა“. მეორე ადგილზე ვინც მოდის, „ქართული ოცნებისგან“ დაახლოებოთ 20%-ით არის დაშორებული - ამ შემთხვევაში ვერ იტყვიან გაყალბდაო, რადგან ამხელა გაყალბება არ არსებობს. ამიტომ, არც რევოლუციების ბარიკადების აშენება იქნება წამოწყებული. უფრო იმიტომ იხმაურებენ, რომ რამე გააკეთონ 27-28 ოქტომბერს, მაგრამ ვფიქრობ მალე დაიღლებიან“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობას, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ საბოლოოდ დასავლეთი დაიღლება ჩვენთან ჭიდილით და აღარ შეეცდება საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობას.
„თუკი ის ხალხი უფრო მეტი იქნება, ვინც უკმაყოფილოა იმით, რომ დასავლეთი საქართველოს საქმეში ერევა, მაშინ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით უკმაყოფილო ადამიანები მეეჭვება, რომ ქუჩაში გამოვიდნენ, რადგან ქუჩა სავსე იქნება მათი საწინააღმდეგო განწყობილებების მქონე ხალხით.
„ოცნებამ“ დასავლეთს გამოუცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას თავი დაანებეთ, მე იმიტომ გაგინებთ, რომ თქვენ გინდათ ხელისუფლება შეცვალოთო. ამაზე კი ხელები გაასავსავეს, როგორ გეკადრებათო და ამ დროს რეზოლუციას იღებენ, სააკაშვილი გამოუშვითო - ე.ი. რევოლუცია უნდათ. რატომ უნდათ? რევოლუციის პირობებში, მიზნებს არეულ-დარეულ ზონაში უფრო მიაღწევს დასავლეთი (აქ ევროპა უბრალოდ მარიონეტია ამერიკის ხელში). თუმცა, თუ ძალიან მოგვაწვებია, ჩვენ ასევე შეიძლება ძალიან გავჯიუტდეთ - ამ შემთხვევაში კი შეიძლება თავი დაგვანებონ“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა. როგორც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, ბუნებაში არ არსებობს ისეთი ფაქტები, რომლებიც მის „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებას დაამტკიცებს.
„ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ვარ გარიგებული. თუ ამდენს ვახერხებ, რომ საზოგადოებასაც ვაბნევ, უცხოელებსაც გონებას ვუბნევ, მაშინ მე ვყოფილვარ, ვინც ვყოფილვარ ამ ქვეყანაში. ღიმილის მომგვრელია ეს ბრალდებები, რადგან ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებენ, როდესაც სახალხო დამცველს რაიმეზე უნდა ჰქონოდა რეაგირება, ჩვენი მანდატის ფარგლებში იყო შესასწავლი და ჩვენ ამას ან წავუყრუეთ ან გვერდი ავუარეთ ან მათი პარტიის მიმართ რაიმე ტიპის მიკერძოება გამოვიჩინეთ.
არ ვიცი, რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება ჩემდამი. მე იმ ეპითეტებზე, რაც ჩემი მისამართით გამოიყენეს, არ ვუპასუხებ შეგნებულად, იმიტომ რომ წინასაარჩევნო პერიოდია და ჩემი პასუხიდან გამომდინარე, არ მინდა, რომელიმე პოლიტიკური პარტიასთან შევიდე რაღაც ტიპის დაპირისპირებაში, მათ სინდისზე იყოს ის სიმართლეც და ის ტყუილი, რასაც ამბობენ და ტირაჟირებენ. მე მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ თუ აქვთ რაიმე ტიპის მტკიცებულებები, რაზეც შეიძლება ჩვენ რაიმე ტიპის რეაგირება მოვახდინოთ, წარმოადგინონ და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. არც ერთ სხვა პარტიასთან რაიმე სახის ურთიერთობის პრობლემა არასდროს მქონია, პირიქით - ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს, ამ პარტიაშიც რამდენიმე ადამიანთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა მქონდა და ახლა რა მოხდა, არ ვიცი“, - განაცხადა იოსელიანმა.
ჩვენი მთავრობა კი უხსნის ყველას ( ჩემი ენით რომ ვთქვათ) ამ სანქციებით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ და ჩვენ კი ეკონომიკურად სუ დავიქცევით და ყველა მხრივ გავღარიბდებითო(ანუ დედაც მოგვეხვნებაო)
--ვეთანხმები 100%-ით ...
მერე როგორ გგონიათ იმ ევროპა ამერიკამ ეგ მარტივი ართმეტიკა არ იციიიის?? (თან მით უმეტეს რუსეთთან თვითონ ისევ ვაჭრობენ და თან ამ ვაჭრობაზე თვითონ ნე ვიჟუს აკეთებენ))
იცის როგორ არ იცის--- ჩვენი დაწესებული სანქციები რუსეთისთვის, რომ კოღოს ნაკბენიც კი არ იქნება, ეგ იციან, როგორ არ იციან, მაგრამ იმათ სინამდვილში ჩვენს მიმართ სხვა მუცლის ტკივილები და კრუნჩხვები აქვთ!!!
---- სინამდვილეში კი იმათ ის უნდათ რო საქართველო ეკონომიკურად დაიქცეს და დაგლახავდეს!!!!!!!!
.
.თან ისე დაიქცეს რომ გარდა იმათ ხელში ყურებისა სხვა საშველი აღარ გვქონდეს--- არიქა თქვენი ჭირიმე პურის ფული მაინც მოგვეცითო..
ანუ ისე უნდა დაიმშეს საქართველო როგორც მიშა აკეთებდა .... რომ შიმშილს ატანილი ხალხი ადვილად სამართავი გახდეს
ეს ნაცადი მეთოდია ---პავლოვი იმათაც ისწავლეს(ბერიტაშვილი კი არ იციან--ფეხები არ მოგვაჭამონ))
უნდა დაიმშეს საქართველო იმიტომ რომ მათთვის ადვილად სამართავი იყოს
აი ესააა სინამდვილეში იმათ ლოზუნგის არსი(რუსეთს სანქციები დაუწესეთო)--- უნდა დავიმშეთ საქართველოს მოსახლეობა, უნდა დაივიმშეთ რომ მიშა--არქიფოს ხალხს დაგვამსგავსონ
არადა ეხლა ასეა თუ ისე, ქვეყანა მეტნაკლებად რაღაც ამოძრავდა, ხალხმა ცოტა ეკონომიურად ამოისუნთქა, სახელმწიფოს რაღაც ფული გაუჩნდა, დამოუკიდებლად ეკონომიურად თითქოს ფეხზე დადგომაც დაიწყო და მთლად იმათ ხელში შემყურეები აღარა ვართ.....
მთლად იმათ დაკრულზეც აღარ ვცეკვავთ
აქით პლიუს ჩინეთთანაც საქართველოსთვის რაღაც სასარგებლო და იმედისმომცემი ხელშეკრულებები დაიდო ..
.მოკლედ ქვეყანამ ეკონომიურად ფეხზე წამოდგომა დაიყო --- ანუ გლეხურად რო ვთქო--- ცოტა მუცელი გაუძღა ქვეყანას(ზოგადად ვამბობ თორე ჯერ მანამდე შორია)
ხოოდა ცოტა სულს რომ მოითქვამს ადამიანი მერე არჩევანს იწყებს---- კაის და ცუდის გარჩევას იწყებს
ანუ იმათ მოწოდებულ აბიგლუკოზებს უსიტყვოდ აღარ ვყლაპავთ და ნელნელა დამოუკიდებლად იწყებს ქვეყანა ფეხის გადადგმას.
..ესე კი შეიძლება იმათ აღარც არაფერს აღარ დავეკითხოთ---რა ვჭამოთ და რა არა
აი ............... ზუსტად ეგ არ მოსწონთ და არ უნდათ ამ ევროპა ამერიკას, ანუ არ უნდათ რომ ეს ყურმოჭრილი მონა დაგვკარგონ....(ტემ ბოლე რუსის ტრაკში შერჭობილი ეკალი)
მოკლედ ხელიდან ვეცლებით იმათ, ხელიდან და იმიტომ აააქვთ ეს განგაში ატეხილი
ეს რუსული კანონი და ეგეთი სირობები კი მხოლოდ ჩვენ შესაშინებლად ატეხილი ჭექა---ქუხილია
არადა ამ 30 საუკუნეში ეგეთი ჭექა--ქუხილი უამრავი გაგვივლია (დაჟე ბევრჯერ მეხიც კი)................დღემდე ისტორიამ ტყუილად არ მოგვიყვანა ეხლა ამ მეშვიდე იმპერიის ჯერია!!!!!!!
ასე რომ ...ყველაფერი კარგად იქნება
კოლუმბიიიი??
უკვე დავიღალე ამ კოლუმბის ლაძღვით, ეხლა სხვები ჩემზე მეტად ლანძღავენ, ისიც ეყოფა...მე ჩემი გეგმა შესრულებული მაქვს....
(ძველებური პოსტი გამომივიდა)
ველოდები 6 ნოემბერს....... ველოდები