„ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალი აუცილებლობაა, რის შემდეგაც გარე ძალებისგან მიღებული გარანტიებით პრეზიდენტი შეატოვებს თავის მომხრეებს, რომლებსაც დღეს აბრიყვებს, რომ თურმე ტექნიკურ მთავრობას შექმნის და არჩევნებს ჩაატარებს. სინამდვილეში, ზურაბიშვილს წაიყვანენ საქართველოდან და უშფოთველად გაატარებს ცხოვრებას“, - აცხადებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ- ერთი ლიდერი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.
ზოგიერთებს შთაბეჭდილება რჩებათ, რომ პრეზიდენტი აგონიაშია, რადგან ის აპირებს პრემიერობის კანდიდატურის წამოყენებას მაშინ, როცა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების კონტურები არ ჩანს. რატომღაც ჩქარობს პრეზიდენტი და ამ დროს თვითონ ოპოზიციაც არ იზიარებს მის იდეას, კერძოდ, ხაზარაძე ამბობს, რომ ნებისმიერი კანდიდატი უნდა განიხილებოდეს არჩევნების შემდეგ. გია ბარამიძეც უარზეა, „მორჩილად“ მიიღოს ზურაბიშვილის ფავორიტი, რადგან ნაცებისთვის პრემიერობის ერთადერთი კანდიდატია სააკაშვილი. არც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები იწონებენ პრეზიდენტის აჩქარებას, ზვიად ძიძიგური ინტერესდება, „უკვე დამარცხებულია ხელისუფლება და განვიხილავთ, როგორ დავაკომპლექტოთ შემდეგი ხელისუფლება?!“ როგორ ფიქრობთ, ეს არის აგონიაში მყოფი პრეზიდენტის ინიციატივა?
- დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ოპოზიცია თავის პრეზიდენტიანად გარედან იმართება, ასრულებს გარე დავალებებს, არც საკუთარ თავს არ ეკუთვნის, არც საქართველოს ინტერესებს არ ერგება, არამედ ერგება იმ ქვეყნების ინტერესებს, ვინც მათ მართავს, ვის მონობაშიც ზურაბიშვილი იმყოფება. ერთი მხრივ, პრეზიდენტს აქვს დააკვეთა, ასეთნაირად ილაპარაკოს, რომ ვითომ პრემიერობის კანდიდატის შერჩევის პროცესშია. ეს ყველაფერი გათვლილია ამომრჩევლის მოტყუებაზე, ანუ იმაზე, რამდენად შესაძლებელია, მოტყუვდეს ამომრჩევლი. ასეა თუ ისე, მას მართლაც პრეზიდენტი ჰქვია, შესაბამისად, როცა პრეზიდენტი იძახის, პრემიერ-მინისტრს დავასახელებო, მის რეგალიებს უწევენ ანგარიშს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ზურაბიშვილი და მისი დამკვეთები საზღვარგარეთიდან, რომ ეს უფრო დამაჯერებელი იქნება საზოგადოებისთვის, როცა ამხელა თანამდებობის პირი - მიუნჰაუზენი ასახელებს პრემიერობის კანდიდატს და ამიტომ მისი ნათქვამი უნდა დაიჯერონ.
თუმცა უცხოელებს ავიწყდებათ, რომ საქართველოში კონსტიტუციით პრეზიდენტს არ აქვს იმხელა უფლებამოსილება, რაც თუნდაც ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაში - საფრანგეთში, ანუ ჩვენი პრეზიდენტის საყვარელ სამშობლოში აქვს მაკრონს, რამდენი ძალაუფლებაც აქვს თუნდაც აშშ-ის პრეზიდენტს. საქართველოში ეს დამცრობილი ძალაუფლებაა და საპარლამენტო მმართველობაში შემთხვევით არ ეძახიან პრეზიდენტს უარმიო გენერალს.
- დიახ, მაგრამ ეს იმაზე არ არის გათვლილი, კანონით რისი უფლება აქვს პრეზიდენტს, ეს ყველაფერი გათვლილია მოტყუებაზე. კანონით იმის უფლება აქვს პრეზიდენტს, ოპოზიციაში იყოს და ოპოზიციის ლიდერი იყოს? კონსტიტუციას ყოველდღიურად რომ არღვევს და რას აკეთებს, თვითონაც არ იცის? გარედან დაკვეთით კრიმინალებს რომ ათავისუფლებს ციხეებიდან? ამ დროს ამ კრიმინალებზე გაცილებით უფრო უდანაშაულო ხალხით სავსეა ციხეები. ამის უფლება აქვს პრეზიდენტს? კანონის იგნორირებით, ყველანაირი სამართლიანობის დარღვევით ეწევა იმ საქმიანობას, რასაც გარედან უკვეთავენ. რასაც ლაპარაკობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი სიტყვა მისგან არ მომდინარეობს. მას არ აქვს უფლება, ელემენტარულად, თავისი აზრი გამოთქვას. როდესაც ის არის აგენტი და ასრულებს დავალებას, იმ დავალების ჩარჩოებს ვერ გასცდება. თუ გასცდება, გაასაღებენ, მაგისნაირები მოუკლავთ და გაუშვიათ იმ ქვეყნად?! ამ ადამიანს თავისუფალი მოქმედების არეალი საერთოდ არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, მისი ნათქვამი უნდა განვიხილოთ არა როგორც ზურაბიშვილის ყრანტალი, არამედ დასავლეთის მესიჯი საქართველოში. ვინც მას მართავს, აშშ და ევროპა რა დავალებებსაც აძლევს, იმას ახმოვანებს ეს ქალი.
გვესმის, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს უცხოური ვოიაჟების დროს, მაგრამ ტექნიკური მთავრობის შექმნას რომ აანონსებს ისე, რომ არც კი იცის, ვინ იმარჯვებს არჩევნებში, გარანტიები ვისგან აქვს? ხომ შეიძლება, კონსტიტუციის პერმანენტულმა დარღვევამ უპრობლემოდ არ ჩაუაროს? ისევ იმ დასავლური ძალების იმედი აქვს, რომლებმაც მიშაც კი ვერ გამოიხსნეს პატიმრობიდან?
- იმ ძალების იმედი აქვს, ვინც მაგისი შვილები, ეს საშუალო განათლების დონის ადამიანები, დანიშნა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე, მათ შორის, თეთრ სახლში. ამ დროს მის შვილებზე უკეთესი უამრავი ადამიანია თანამდებობის გარეშე. ამ ძალის იმედი აქვს პრეზიდენტს, მას აძლევენ გარანტიებს, ყველაფერი რომ გადაბრუნდეს და გარდუვალი აუცილებლობაა „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ამ შემთხვევაშიც მას ექნება გარანტიები, შეატოვოს თავისი მომხრეები, რომლებსაც აბრიყვებს დღეს, რომ თურმე ტექნიკურ მთავრობას შექმნის, ერთ წელიწადში არჩევნებს ჩაატარებს, რაღაც სიგიჟეებს ლაპარაკობს... სინამდვილეში, ზურაბიშვილს წაიყვანენ საქართველოდან და მას აქვს იმის გარანტია, რომ უშფოთველად გაატარებს ცხოვრებას. მაგას ქვეყანა არასოდეს ყვარებია, მისი სამშობლო საქართველო არასდროს ყოფილა, დღესაც მისი ოჯახის არც ერთი წევრი საქართველოში არ ცხოვრობს. მისი ოჯახის წევრები და ნათესავები ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ. მის ახლობლებს ქვეყანა რომ უყვარდეთ, საქართველოში არ იცხოვრებდნენ? ეს არის ემისარი, გამოგზავნილი ადამიანი, გააკეთებს თავის საქმეს და წავა თავის სამშობლოში. განა, ტექნიკური მთავრობის ფორმირება საკონსტიტუციო ჩარჩოებში ჯდება? ეს ხომ ანტიკონსტიტუციური ქმედებაა, ე.ი. პრეზიდენტი იძახის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული ლეგიტიმური მთავრობა უნდა გავაგდოთ, დავამხოთ ძალის გამოყენებითო, აბა, წაბრძანდი, გენაცვალეო, ხომ არ ეტყვიან მთავრობას, მათთვის სასურველ ადამიანებს ძალადობრივად მოიყვანენ. ეს ძალადობა კი საიდან მოდის? საქართველოს შიგნიდან ხომ არ მოდის? ეს ძალა მოდის გარედან. ანუ გარე ძალების გამოყენებით კონსტიტუციის წინააღმდეგ უნდა იმოქმედონ, ძალაუფლებიდან გაყარონ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და გარედან ნაკარნახევი ადამიანებით დააკომპლექტონ ტექნიკური მთავრობა მანამ, სანამ ვითომ ჩაატარებენ ხელახალ არჩევნებს. სინამდვილეში, ასეთი ძალადობით, ანტიკონსტიტუციურად ხელისუფლებას რომ გააგდებ ქვეყნიდან, მერე კონსტიტუციის ჩარჩოებში ჩაატარებ არჩევნებს? ოდნავი აზროვნებაა საჭირო იმისათვის, რომ გავიგოთ, რას გვეუბნება ეს ხალხი. გვეუბნება იმას, რომ მე კანონი, მაპატიეთ და, ფეხზე მკიდია, მთავარია, მოგერიო შენ, საქართველოს ამომრჩეველს. ეს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეების არჩევანით უნდა შედგეს მთავრობა.
პრეზიდენტს დეკემბერში ისედაც ეწურება ვადა. რამდენად გონივრულია რესურსების ფლანგვა და იმპიჩმენტის ხელმეორედ წამოყენება მის წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტს თანამდებობიდან გაგდებული ერქვას?
- ხელმეორე იმპიჩმენტი არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რასაც ეწევა პრეზიდენტი. როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ? უნდა მისცეს თუ არა რეაგირება, იმის მიუხედავად, პარლამენტი რას გადაწყვეტს. არავინ იცის, სასამართლო რას იზამს, მაგრამ, როგორც წესი, დანაშაულის ჩადენისას გამოძიება მიმდინარეობს. საქმე უნდა გაიხსნას, გამოძიება უნდა ვაწარმოოთ და ვთქვათ, რომ ჩადენილია დანაშაული და საბოლოო ვერდიქტი სასამართლომ უნდა გამოიტანოს. დღეს ხელისუფლება მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მან გამოიძიოს და დაადგინოს, არის თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევი და ამის მერე ის მიმართავს პარლამენტს. რას იზამს პარლამენტი, ეს უკვე მეორე ნაბიჯია, მაგრამ პირველი ნაბიჯი ხომ უნდა გადაიდგას, რომ დაადგინდეს, არის თუ არა პრეზიდენტი ხელმეორედ კონსტიტუციის დამრღვევი, ანუ რეციდივს ჩადის თუ არა კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით. ეს ლოგიკურია. სხვანაირად როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ? ან თვალები უნდა დახუჭოს, ან უნდა გამოიძიოს პრეზიდენტის ნამოქმედარი.
ჩვენი მთავრობა კი უხსნის ყველას ( ჩემი ენით რომ ვთქვათ) ამ სანქციებით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ და ჩვენ კი ეკონომიკურად სუ დავიქცევით და ყველა მხრივ გავღარიბდებითო(ანუ დედაც მოგვეხვნებაო)
--ვეთანხმები 100%-ით ...
მერე როგორ გგონიათ იმ ევროპა ამერიკამ ეგ მარტივი ართმეტიკა არ იციიიის?? (თან მით უმეტეს რუსეთთან თვითონ ისევ ვაჭრობენ და თან ამ ვაჭრობაზე თვითონ ნე ვიჟუს აკეთებენ))
იცის როგორ არ იცის--- ჩვენი დაწესებული სანქციები რუსეთისთვის, რომ კოღოს ნაკბენიც კი არ იქნება, ეგ იციან, როგორ არ იციან, მაგრამ იმათ სინამდვილში ჩვენს მიმართ სხვა მუცლის ტკივილები და კრუნჩხვები აქვთ!!!
---- სინამდვილეში კი იმათ ის უნდათ რო საქართველო ეკონომიკურად დაიქცეს და დაგლახავდეს!!!!!!!!
.
.თან ისე დაიქცეს რომ გარდა იმათ ხელში ყურებისა სხვა საშველი აღარ გვქონდეს--- არიქა თქვენი ჭირიმე პურის ფული მაინც მოგვეცითო..
ანუ ისე უნდა დაიმშეს საქართველო როგორც მიშა აკეთებდა .... რომ შიმშილს ატანილი ხალხი ადვილად სამართავი გახდეს
ეს ნაცადი მეთოდია ---პავლოვი იმათაც ისწავლეს(ბერიტაშვილი კი არ იციან--ფეხები არ მოგვაჭამონ))
უნდა დაიმშეს საქართველო იმიტომ რომ მათთვის ადვილად სამართავი იყოს
აი ესააა სინამდვილეში იმათ ლოზუნგის არსი(რუსეთს სანქციები დაუწესეთო)--- უნდა დავიმშეთ საქართველოს მოსახლეობა, უნდა დაივიმშეთ რომ მიშა--არქიფოს ხალხს დაგვამსგავსონ
არადა ეხლა ასეა თუ ისე, ქვეყანა მეტნაკლებად რაღაც ამოძრავდა, ხალხმა ცოტა ეკონომიურად ამოისუნთქა, სახელმწიფოს რაღაც ფული გაუჩნდა, დამოუკიდებლად ეკონომიურად თითქოს ფეხზე დადგომაც დაიწყო და მთლად იმათ ხელში შემყურეები აღარა ვართ.....
მთლად იმათ დაკრულზეც აღარ ვცეკვავთ
აქით პლიუს ჩინეთთანაც საქართველოსთვის რაღაც სასარგებლო და იმედისმომცემი ხელშეკრულებები დაიდო ..
.მოკლედ ქვეყანამ ეკონომიურად ფეხზე წამოდგომა დაიყო --- ანუ გლეხურად რო ვთქო--- ცოტა მუცელი გაუძღა ქვეყანას(ზოგადად ვამბობ თორე ჯერ მანამდე შორია)
ხოოდა ცოტა სულს რომ მოითქვამს ადამიანი მერე არჩევანს იწყებს---- კაის და ცუდის გარჩევას იწყებს
ანუ იმათ მოწოდებულ აბიგლუკოზებს უსიტყვოდ აღარ ვყლაპავთ და ნელნელა დამოუკიდებლად იწყებს ქვეყანა ფეხის გადადგმას.
..ესე კი შეიძლება იმათ აღარც არაფერს აღარ დავეკითხოთ---რა ვჭამოთ და რა არა
აი ............... ზუსტად ეგ არ მოსწონთ და არ უნდათ ამ ევროპა ამერიკას, ანუ არ უნდათ რომ ეს ყურმოჭრილი მონა დაგვკარგონ....(ტემ ბოლე რუსის ტრაკში შერჭობილი ეკალი)
მოკლედ ხელიდან ვეცლებით იმათ, ხელიდან და იმიტომ აააქვთ ეს განგაში ატეხილი
ეს რუსული კანონი და ეგეთი სირობები კი მხოლოდ ჩვენ შესაშინებლად ატეხილი ჭექა---ქუხილია
არადა ამ 30 საუკუნეში ეგეთი ჭექა--ქუხილი უამრავი გაგვივლია (დაჟე ბევრჯერ მეხიც კი)................დღემდე ისტორიამ ტყუილად არ მოგვიყვანა ეხლა ამ მეშვიდე იმპერიის ჯერია!!!!!!!
ასე რომ ...ყველაფერი კარგად იქნება
კოლუმბიიიი??
უკვე დავიღალე ამ კოლუმბის ლაძღვით, ეხლა სხვები ჩემზე მეტად ლანძღავენ, ისიც ეყოფა...მე ჩემი გეგმა შესრულებული მაქვს....
(ძველებური პოსტი გამომივიდა)
ველოდები 6 ნოემბერს....... ველოდები