ლონდონში პროპალესტინელმა აქტივისტებმა პიკასოს ტილოზე ღაზაში გადაღებული ფოტოს დაკრობა სცადეს

ლონდონში პროპალესტინელმა აქტივისტებმა პიკასოს ტილოზე ღაზაში გადაღებული ფოტოს დაკრობა სცადეს

პოლიციამ დააკავა პროპალისტინური მოძრაობის Youth Demand ორი აქტივისტი, რომელმაც ლონდონის ეროვნულ გალერეაში პაბლო პიკასოს ნახატს „დედობა“ ღაზაში გადაღებული ფოტო დააკრა.

გალერეაში აღნიშნავენ, რომ ტილო არ დაზიანებულა, რადგან დამცავი შუშა ჰქონდა გადაფარებული. ფოტო 2023 წელს, პალესტინელმა ჟურნალისტმა ალი ჯადალამ გადაიღო. მასზე გამოსახულია აცრემლიანებული დედა, რომელსაც ხელში უჭირავს შვილი. ბავშვს სახე აქვს დასისხლიანებული. პიკასოს ნახატზეც გამოსახულია დედა, ხელში აყვანილი შვილით.

სანამ აქციის ერთი მონაწილე ფოტოს აკრავდა, მეორემ იატაკზე წითელი საღებავი დაასხა და განაცხადა, რომ „დიდი ბრიტანეთი გენოციდის თანამონაწილეა, ბრიტანული იარაღი კი პალესტინური ოჯახების დასახოცად გამოიყენება“.

Youth Demand-ში განმარტეს, რომ ამგვარად მათმა თანამებრძოლებმა გამოხატეს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოსკენ მოწოდება.