იტალიური მედია: უკრაინა მზადაა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ფრონტის ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ

იტალიური მედია: უკრაინა მზადაა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ფრონტის ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ

უკრაინა მზადაა შეწყვიტოს ცეცხლი არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ, თუმცა ტერიტორიების დაკარგვას არ აღიარებს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათი მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

ინფორმაციის გამოქვეყნება იტალიაში ზელენსკის ვიზიტს დაემთხვა. იტალიის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი დღეს საფრანგეთში ჩავა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ზელენსკის ასეთი აქტიურობო მიუთითებს იმაზე, რომ ის ეძებს გამოსავალს, რათა ცეცხლი შეწყვიტოს და დაიცვას უკრაინა რუსეთის სამომავლო აგრესიისგან.

„ახლა ზელენსკი ცდილობს დაარწმუნოს ევროპელები პოლიტიკურ დონეზე. მან, მაგალითად, იცის, რომ ოფიციალურად არასდროს იტყვის უარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თუმცა ის მზად იქნებოდა შეეწყვიტა ცეცხლი არსებული ფრონტის ხაზზე ახალი ოფიციალური საზღვრის აღიარების გარეშე დასავლეთის მხრიდან გარკვეული ვალდებულებების სანაცვლოდ“, - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მედიის მტკიცებით, საუბარია ისეთი ტიპის უსაფრთხოების გარანტიებზე, როგორიც აშშ-ს აქვს მიცემული თავის დროზე იაპონიისთვის, სამხრეთ კორეისთვის და ფილიპინებისთვის.