არჩევნებამდე ორი კვირით ადრე არსებობს ორი განსხვავებული კვლევა. „გორბის“ კვლევა, რომელიც დიდწილად ახლოს არის რეალობასთან და „Edison Research“- ის კვლევა, რომელის მიზანი არის საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდება. „გორბის“ კვლევა მნიშვნელოვანია იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო მაჩვენებელი არის კლებადი, მაგრამ იმატებს გვარამია-მელიას პარტიის რეიტინგი, რაც ცხადია, რომ ნაცმოძრაობით არის დაბალანსებული.
საერთო ჯამში „გორბი“ ამბობს, რომ პარლამენტში შედის სამი საარჩევნო სუბიექტი - „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის გაერთიანება. ამ კვლევით პარლამენტს გარეთ რჩება „ლელო“, „გახარია საქართველოსათვის“, ასევე „პარტიოტთა ალიანსის“ და ალტ-ინფოს გაერთიანება.
„გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 59.5%; „ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს - 13.6%; გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას - 10.3%; ხაზარაძის გაერთიანებას - 4.5%; გიორგი გახარია პარტიას - 3.8%; იაგო ხვიჩიას „გირჩს“ - 2.7%; პატარიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს - 2.5%; სხვა პარტიები - 3 .1%
თუკი ამ ამ მონაცემებით, 5%-იან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია ლახავს, რადიკალურად განსხვავებულია Edison Research-ისკვლევა; „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 33%; „ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 19%“; „კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ - 13%; „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ - 12%; „გახარია - საქართველოსთვის“ - 11%; „ლეიბორისტული პარტია“ - 4%; „გირჩი (იაგო ხვიჩია)“ - 4%; „პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო“ - 3%; სხვა პარტიები - 1%.
ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც რადიკალურად განსხვდება ერთმანეთისგან.
საინტერესოა, რამ გამოიწვია გვარამიას პარტიის რეიტინგის ზრდა, რომელიც წარმოადგენს რეჟიმის გამოკვეთილ სახეს? პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გვარამიას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ტიპაჟია ამ გაერთიანებაში, აქვს ხოლმე ტალღები, როცა ის სულ ტივტივებს და მერე ჩაქრება. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ჩამქრალი იყო გვარამია. პრეზიდენტის წყალობით უფრო აქტიურები და გააქტიურებულია „ლელო“ და გახარიას პარტია, მაგრამ მათ რეიტინგს ძვრა არ აქვთ, გვარამიასგან განსხვავებით.
„ამავე დროს, სულ უფრო ხშირად ისმოდა, „არც ერთი მინდა და არც მეორე“ და ასეთი ამომრჩეველი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე, სავარაუდო იყო, რომ გახარიასკენ წავიდოდა, მაგრამ ფაქტია, რომ გახარია ვერ კრიბავს ამომრჩეველს, იმის მიუხედავად, რომ ასეთი ამომრჩეველი ამომრჩევლების საკამოდ დიდი პროცენტია. ამიტომ, ეს ერთი მხრივ გვარამიას 10 პროცენტი და მეორე მხრივ გახარიას ხაზის ჩაქრობა, რომელსაც ერთი პერიოდი Edison Research-ის კვლევებში წამოწეული ჰქონდა რეიტინგი, აი, ეს მომენტები ჩემთვის გაუგებარია.
გაუგებარი არ ნიშნავს იმას, რაც ძალიან დაზეპირებული აქვს ოპოზიციას, რომ ე.ი. გაკეთებულია. ძალიან საეჭვოა, „ქართული ოცნებისთვის“, ბევრი მიზეზის გამო, გვარამია უფრო მისაღები ფიგურა იყოს, ვიდრე გახარია. ამიტომ მეეჭვება, რომ ამ შემთხვევაში ეშმაკობდეს ოცნება“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება უკვე ოპოზიციის Edison Research-ის კვლევას, პოლიტოლოგის განცხადებით, ზოგადად, როგორც კი გაიგებ ვინ დაუკვეთა კვლევა, ბუნებრივია, გიჩნდება ვერსია, რომ ეს არის რევოლუციისთვის გაკეთებული კვლევა.
„ველოდი კიდევ უარეს სურათს ამ მხრივ, უფრო გადახრილს, უფრო დეფორმირებულს, მაგალითად, ნაციონალების ჯგუფი იქნებოდა მოგებული და „ოცნება“ დამარცხებული, მასეთი განავარდება სოციოლოგიურ მონაცემებში არ გაუკეთებიათ. თუ იყო გადახრები, უფრო მოკრაძლებული მასშტაბების დეფორმაცია იყო, ვიდრე დიდი მასშტაბების“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, საქმე გვაქვს სოციოლოგიური გამოკითხვების გამოყენებასთან, როგორც მანიპულაციურ ინსტრუმენტთან არჩევნების წინ, რაც მიღებული პრაქტიკაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, როდესაც სოციოლოგიურ გამოკითხვებს იყენებენ როგორც პოლიტიკური ბრძოლის და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების იარაღს.
„საერთო ჯამში, სოციოლოგიური გამოკითხვები, როგორც მანიპულაციის ინსტრუმენტი, ემსახურება საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას. ნახეთ, ქვეყნის გარეთ უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ყველა კვლევა აჩვენებს იმას, რომ „ოცნება“ აგებს და როგორ შეიძლება შედეგები იყოს დიამეტრილულად განსხვავებულიო. ევროპარალამენტის რეზოლუციაში პირდაპირი არის მოწოდება, რომ „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის. ჯერ არჩევნები არ შემდგარა და ორი კვირით ადრე ოპოზიციას აცხადებენ გამარჯვებულად. ეს თუ არ არის არჩევნებში ჩარევა, მაშინ რა არის ჩარევა?!
ზუსტად ამასთან გვაქვს ახლა საქმე, როდესაც Edison Research „ფორმულას“ დაკვეთით აკეთებს ყოველკვირეულ სოცილოგურ გამოკითხვებს და თუ შეიძლება ითქვას, ბომბავს ამით მოსახლეობას და არა მარტო ჩვენს მოსახლეობას, არამედ დაინტერესებულ მხარეებს ქვეყნის გარეთ, ევროპარლამენტს, სახელმწიფო დეპარტამენტს. ეს ყველაფერი იგზავნება უამრავ მისამართებზე, ევროსტრუქტურბეში, ანალიტიკურ ცენტრებში, რომ შექმნან ერთგვარი განწყობები და მერე თქვან, რომ ყველა კვლევა აჩვენებს „ქართული ოცნება“ მარცხდება, ოპოზიცია იგებს და როგორ შეიძლება არჩევნების შედეგები იყოს განსხვავებული. ამას ემსახურება ეს კვლევა და სხვა არაფერს“, - აცხადებს ანჯაფარიძე.
რაც შეეხება „გორბის“ კვლევას და გვარამიას ფაქტორს, ანალიტიკოსის შეფასებით, ეს კვლევა უფრო ვალიდურია და აჩვენებს იმ რეალობას, რაც დადგა „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის შედეგად.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოვიდა ნიკა მელია და წამოიყვანა პარტიის რეგიონალური სტრუქტურის ნაწილი. 6 თუ 7 მუნიციპალიტეტში ნაცმოძარაობამ დაკარგა ფრაქცია და ყველა გადავიდა მელიასთან, ანუ მთლიანი ნაცმოძრაობის აქტივი. შესაბამისად, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა-1“ და „ნაციონალური მოძრაობა-2“ - გვარამია-მელია-ხოშტარია და გირჩი ჯაფარიძე, ფაქტობრივად, წარმოადგენენ ამ პარტიიდან წარმოშობილ პოლიტიკურ წარმომადგენლებს, მათ ერთმანეთში გადაინაწილეს „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი ლევან ადეიშვილი თვლის, რომ ამ შემთხვევაში სიმართლე მეტ-ნაკლებად არის „გორბის“ მხარეს, თუმცა აეჭვებს „ქართული ოცნების“ 59,5% და თვლის, რომ მმართველ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება.
„როცა მოსახლოება ისევ გვარამიას და ნაცმოძრაობას აძლევს ხმას, ეს ნიშნავს, რომ ავად არის ჩვენი მოსახლეობა. რაც შეეხება იგივე ოპოზიციის კვლევას, რომლითაც საერთო ჯამში თურმე არჩევნებს იგებენ, ეს იცით რას ნიშნავს? - ჭკვიანი ბოროტმოქმედი ყოვლთვის წინასწარ იკეთებს ალიბს. ესენი ქმნიან სხვადასხვა მოცემულობებს - წინასწარი განცხადება, რომ ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს და ა.შ.
ასე კრიბავენ ვითომ რეალობებს იმისთვის, რომ მერე თქვან, გაგვიყალბეს არჩევნებიო. ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებენ, რომ წინასწარ მიზეზებს იმზადებენ რევოლუციისთვის. ეს არის მათი სტრატეგია, რადგან იციან, რომ არჩვენებს ვერ მოიგებენ. არჩევნების მომგები ოპოზიცია მუქარას კი არ დაიწყებდა, არამედ მშვიდად და წყნარად დაელოდებოდა არჩევნებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილმა.
ქოცები 42-46% აიღებენ; ბარიერს სამი ოპო პარტია გადალახავს და მათი ჯამი35%-ზე ნაკლები იქნება
ეგ ერთი მაგრამ ახლა სხვა საფიქრალი გაჩნდა - თურმე ოცნებას (მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგი) თავის დროზე გარე ძალის ზეწოლით გაშიფრული აგენტი (მათი დღევანდელი შეფასებით; მხოლოდ დღევანდელით) დაუნიშნავთ პრემიერად; ანუ ისინიც ცალ ფეხზე მდგომები ყოფილან, სხვას რომ დასცინოდნენ! რა ვქნათ? როგორ ვანდოთ ქვეყანა ან მწამებელ მართლა აგენტებს მეცოცხეებს, ან ახლადაღიარებულ აგენტებს (აგენტების დამწინაურებელ) ქოცებს?