ამაზრზენი და სკანდალური - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციას, რომელიც 9 ოქტომბერს დამტკიცდა. დოკუმენტს 495 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციის საბოლოო ვერსიაში ნათქვამია, რომ კანონები - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობისთვის გამოყოფილი ევროკავშირის ყველა დაფინანსება უნდა გაიყინოს. დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი და ყველა ის პირი, ვინც საქართველოში დემოკრატიის ხელყოფაზეა პასუხისმგებელი. რეზოლუციაში გადაუდებელ მოთხოვნად ჩაიწერა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. დოკუმენტის მხარდამჭერებმა არ გაითვალისწინეს ევროპარლამენტის დეპუტატთა ერთ-ერთი ჯგუფის შესწორება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში არჩევნები ნებისმიერი უცხოური მხარის ჩარევის გარეშე უნდა ჩატარდეს.
ასევე, ეს არის ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტი, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ამ ფაქტით გამოაშკარავდა ის, რაც აქამდე მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ხდებოდა. პარლამენტის სპიკერმა დღეს სამხედრო და პოლიტიკური საფრთხეების გარდა იმ დიდ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც სანქციებზე მიერთებით ქართულ ეკონომიკას დაემუქრებოდა.
ევროპარლამენტი რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას, უკრაინაში მიმდინარე აგრესიის საპასუხოდ ითხოვს. დოკუმენტში წერია, რომ ამ ფორმით საქართველო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და სტრატეგიასთან თანხვედრაში მოვა. თუმცა ტექსტში არაფერია ნათქვამი შესაძლო რისკების დამზღვევ მექანიზმებზე. ოპოზიცია, რომელიც წარსულში სანქციებს თავადაც ითხოვდა, ევროპარლამენტარების რიტორიკას დღესაც იზიარებს.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა სანქციებთან დაკავშირებით აღშფოთება ვერ დაფარა და განაცხადა: „მოწოდება, რომელიც ნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, არის მოწოდება რეალურად ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ანუ მოგვიწოდებენ, მივიღოთ ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები“.
მისივე თქმით, ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ორი წლის წინ ამის გამო მმართველ გუნდზე რა სახის წნეხი ხორციელდებოდა.
„მაშინ ამხელა აჟიოტაჟი რომ ატეხეს, გახსოვთ, მაშინ გამოვედი, ჩვენი გუნდის სახელით ვთქვი, რომ ჩვენ არ მივუერთდებობით ასეთი ტიპის სანქციებს და რატომ – ჩვენ თავიდანვე კარგად გვქონდა გააზრებული, რომ სანქციების დაწესება რეალურად ნიშნავდა სანქციების დაწესებას ჩვენს თავზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არათუ ათი პროცენტით გაიზრდებოდა, არამედ ათპროცენტიანი ვარდნა ექნებოდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკონიმიკას. მოგეხსენებათ, რომ ამ წლისთავზე შეიძლება, ჩვენი ეკონომიკა შემცირებულიყო უკვე 20-30 პროცენტითაც კი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში პარლამენტის თავმჯდომარისთვის განსაკუთრებით აღმაშფოთებელი ის ნაწილია, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესებაზე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საბოლოოდ, დოკუმენტის შინაარსი და ევროპარლამენტარების მიზანი ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.
„აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ჩანაწერი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება... როგორც ჩანს, რეზოლუციის ავტორებიც ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი მათ აკვიატებულ ინტერესს უკვე სერიოზულობა აქვს დაკარგული და ამჯერად პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც პირადად ახსენეს“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამ რეზოლუციის ინიციირებას, ისევე, როგორც მანამდე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ლიდერების განცხადებებს, არჩევნებისთვის ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს:
„ნათელია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპარლამენტის ცალკეული ჯგუფების მიერ რეზოლუციის ინიცირება ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, რაც კატეგორიულ წინააღმდეგობაშია ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან...
მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას, რაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია“, - ამბობს პაპუაშვილი.
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განსაკუთრებული მნიშვნელობის ის პუნქტია, სადაც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი. დოკუმენტში მისი გვარის დაფიქსირებისთვის ჩანაწერის ავტორებს მადლობა კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმაც გადაუხადა. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, ოპოზიციური პარტიები, პარტნიორების საპასუხო რეაქციას უწოდებენ.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ევროპარლამენტში რეალურად არაფერი შეცვლილა და უმრავლესობას ისევ ის ლიბერალური ძალა წარმოადგენს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტები არიან.
„ეს არის მსგავსი შინარსის უკვე მე-4 რეზოლუცია და წინა სამმა რეზოლუციამ დიდი ვერაფერი გავლენა ვერ იქონია საქართველოს საშიანო პოლიტიკაზე. თუ არ ვცდები, მეორე და მესამე რეზოლუციის შუალედში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამ რეზოლუციებით ისინი საკუთარ ინსტიტუტებთან წინააღმდეგობაში უფრო შედიან და პირველ რიგში - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთან. სტარასბურგის სასამართლომ, არაერთხელ უკუაგდო ის ბრალდებები, რომლიც ვითომ მის ჯამრთელობასთან დაკავშირებით ხდებოდა, ან თითოს იქ ვინმე მას არაადამიანურად ეპყრობოდა. ამ სპეკულაციებს სასამართლომ წერტილი დაუსვა. სააკაშვილის ვითომ ჯანმრთელობის პრობლემები მისი ოჯახის მხრიდანაც კი აღარ გვსმენია. ამიტომ საერთოდ გაუგებარია რამ გაახსენა და შეახსენა ეს აფერისტი ვითომ ავადმყოფი სააკაშვილი წინასაარჩევნოდ. ამიტომ ამ რეზოლუციაში აბსოლუტურად საინტერესო არაფერია. ეს არის ამერიკიდან წამოსული გზავნილი, რომელსაც ეს მონამორჩილი ევროპარლამენტის შემადგენლობის უმრავლესობა ყოველთვის უპრობლემოდ ასრულებს. ხოლო აი, ამ თაფლაკვერის პოლიტიკის სახით კი ამერიკის ელჩი დანიგანი მოგვევლინა, რომელმაც ამ რეზოლუციის ერთ-ერთ პუნქტს უპასუხა და თქვა, რომ არანაირი სანქციების შემოღებას, არც ივანიშვილისთვის და არც მისი ოჯახის წევრებისთვის ამერიკა არ აპირებს. ამიტომ საერთოდ გაუგებარი ხდება ამ რეზოლუციის შინაარსი და მისი მიღების აზრი“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ეს რეზოლუცია წინასაარჩევნოდ წყალწაღებული ოპოზიციისთვის მაშველი რგოლი უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალურად ამას ოცნების ამომრჩეველში სრულიად უკურეაქცია აქვს. ქართველიშვილი ამბობს, რომ ასეთი რეზოლუციები ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის დამატებით სტიმული ხდება, რათა არჩევნებზე მივიდნენ და ხმა ოცნებას მისცენ.
„თითოეული ასეთი აბსურდული შინაარსის რეზოლუცია, როგორც წესი, „ოცნების“ რეიტინგის ამაღლებას უწყობს ხელს. მის გარშემო ამომრჩევლის უფრო დიდი მობილიზება ხდება. მით უმეტეს რეზოლუცია გამოიწვევს უკურეაქციას, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ივანიშვილის დასანქცირებაზეა საუბარი. ასევე, რუსეთის წინააღმდეგ ისევ სანქციებს გვაიძულებენ, რაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის დაზიანების ხარჯზე უნდა მოხდეს. ამით კი რუსეთს არაფერი დაუშავდება. ასეთი გზავნილებით რომ ქართულ საზოგადოებას მიმართავენ, რა თქმა უნდა, მშვიდობის და სტაბილურობის მომხრე ხელისუფლების ირგვლივ მხარდამჭერების მობილიზაცია მოხდება. ამიტომ თუ ამას ოპოზიციის დასახმარებლად აკეთებენ, მინდა ვუთხრა, რომ პირიქით, ასეთი რეზოლუციებით მათ ინტერესებს აზიანებენ და ოცნების პოზიციები კიდევ უფრო ძლიერდება“, - ამბობს ქართველიშვილი.
ჩვენი მთავრობა კი უხსნის ყველას ( ჩემი ენით რომ ვთქვათ) ამ სანქციებით რუსეთს ვერაფერს დავაკლებთ და ჩვენ კი ეკონომიკურად სუ დავიქცევით და ყველა მხრივ გავღარიბდებითო(ანუ დედაც მოგვეხვნებაო)
--ვეთანხმები 100%-ით ...
მერე როგორ გგონიათ იმ ევროპა ამერიკამ ეგ მარტივი ართმეტიკა არ იციიიის?? (თან მით უმეტეს რუსეთთან თვითონ ისევ ვაჭრობენ და თან ამ ვაჭრობაზე თვითონ ნე ვიჟუს აკეთებენ))
იცის როგორ არ იცის--- ჩვენი დაწესებული სანქციები რუსეთისთვის, რომ კოღოს ნაკბენიც კი არ იქნება, ეგ იციან, როგორ არ იციან, მაგრამ იმათ სინამდვილში ჩვენს მიმართ სხვა მუცლის ტკივილები და კრუნჩხვები აქვთ!!!
---- სინამდვილეში კი იმათ ის უნდათ რო საქართველო ეკონომიკურად დაიქცეს და დაგლახავდეს!!!!!!!!
.
.თან ისე დაიქცეს რომ გარდა იმათ ხელში ყურებისა სხვა საშველი აღარ გვქონდეს--- არიქა თქვენი ჭირიმე პურის ფული მაინც მოგვეცითო..
ანუ ისე უნდა დაიმშეს საქართველო როგორც მიშა აკეთებდა .... რომ შიმშილს ატანილი ხალხი ადვილად სამართავი გახდეს
ეს ნაცადი მეთოდია ---პავლოვი იმათაც ისწავლეს(ბერიტაშვილი კი არ იციან--ფეხები არ მოგვაჭამონ))
უნდა დაიმშეს საქართველო იმიტომ რომ მათთვის ადვილად სამართავი იყოს
აი ესააა სინამდვილეში იმათ ლოზუნგის არსი(რუსეთს სანქციები დაუწესეთო)--- უნდა დავიმშეთ საქართველოს მოსახლეობა, უნდა დაივიმშეთ რომ მიშა--არქიფოს ხალხს დაგვამსგავსონ
არადა ეხლა ასეა თუ ისე, ქვეყანა მეტნაკლებად რაღაც ამოძრავდა, ხალხმა ცოტა ეკონომიურად ამოისუნთქა, სახელმწიფოს რაღაც ფული გაუჩნდა, დამოუკიდებლად ეკონომიურად თითქოს ფეხზე დადგომაც დაიწყო და მთლად იმათ ხელში შემყურეები აღარა ვართ.....
მთლად იმათ დაკრულზეც აღარ ვცეკვავთ
აქით პლიუს ჩინეთთანაც საქართველოსთვის რაღაც სასარგებლო და იმედისმომცემი ხელშეკრულებები დაიდო ..
.მოკლედ ქვეყანამ ეკონომიურად ფეხზე წამოდგომა დაიყო --- ანუ გლეხურად რო ვთქო--- ცოტა მუცელი გაუძღა ქვეყანას(ზოგადად ვამბობ თორე ჯერ მანამდე შორია)
ხოოდა ცოტა სულს რომ მოითქვამს ადამიანი მერე არჩევანს იწყებს---- კაის და ცუდის გარჩევას იწყებს
ანუ იმათ მოწოდებულ აბიგლუკოზებს უსიტყვოდ აღარ ვყლაპავთ და ნელნელა დამოუკიდებლად იწყებს ქვეყანა ფეხის გადადგმას.
..ესე კი შეიძლება იმათ აღარც არაფერს აღარ დავეკითხოთ---რა ვჭამოთ და რა არა
აი ............... ზუსტად ეგ არ მოსწონთ და არ უნდათ ამ ევროპა ამერიკას, ანუ არ უნდათ რომ ეს ყურმოჭრილი მონა დაგვკარგონ....(ტემ ბოლე რუსის ტრაკში შერჭობილი ეკალი)
მოკლედ ხელიდან ვეცლებით იმათ, ხელიდან და იმიტომ აააქვთ ეს განგაში ატეხილი
ეს რუსული კანონი და ეგეთი სირობები კი მხოლოდ ჩვენ შესაშინებლად ატეხილი ჭექა---ქუხილია
არადა ამ 30 საუკუნეში ეგეთი ჭექა--ქუხილი უამრავი გაგვივლია (დაჟე ბევრჯერ მეხიც კი)................დღემდე ისტორიამ ტყუილად არ მოგვიყვანა ეხლა ამ მეშვიდე იმპერიის ჯერია!!!!!!!
ასე რომ ...ყველაფერი კარგად იქნება
კოლუმბიიიი??
უკვე დავიღალე ამ კოლუმბის ლაძღვით, ეხლა სხვები ჩემზე მეტად ლანძღავენ, ისიც ეყოფა...მე ჩემი გეგმა შესრულებული მაქვს....
(ძველებური პოსტი გამომივიდა)
ველოდები 6 ნოემბერს....... ველოდები