„ქართულმა ოცნებამ“ დაიმსახურა „ნაცმოძრაობის“ აგრესიული ბანერები, რადგან კრიმინალი ნაცების ჩამოშორების ვალდებულება არ შეასრულა“

„ქართულმა ოცნებამ“ დაიმსახურა „ნაცმოძრაობის“ აგრესიული ბანერები, რადგან კრიმინალი ნაცების ჩამოშორების ვალდებულება არ შეასრულა“

დამზადდა თუ არა „კგბ-ს სამჭედლოში“ ნაცების ნეგატიური შინაარსის შემცველი ბანერი - „მოიშორე ოცნება“, „მოიშორე ბიძინა“, ამაზე პრეზიდენტი რატომღაც დუმს, სამაგიეროდ, სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დაგმო „ქართული ოცნების“ ბანერი, რომელიც დაბომბილი უკრაინის და მშვიდობიანი საქართველოს შავ-თეთრ კონტრასტულ ფოტოებს ასახავდა და მას კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული უწოდა.

თავის მხრივ, ოპონენტების მოშორებაზე გადართულმა „ნაცმოძრაობამ“ საკუთარ ხელწერას არც ამჯერად უღალატა და აგრესიული ბანერები გამოაკრა წარწერით - „მოიშორე ოცნება“, „მოიშორე ბიძინა“. ბანალური შინაარსის შემცველი ბანერები ნაცების მხრიდან არავის გაკვირვებია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მითი იმის შესახებ, თითქოს ნაცები პიარში მაგრები იყვნენ. ნაცებს პოლიტკორექტულობა არც ელჩებმა და არც მდიდარმა არასამთავრობოებმა არ დაუწუნეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელწერა გამოჩნდა ბანერებზე, რომელიც შეიცავს ზიზღვის ენას, რაც სადამკვირვებლო მისიებმა თავიანთ ანგარიშებში უნდა ასახონ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია „ნაციონალური მოძრაობის“ ნეგატიურ კამპანიასა და მათ ბანერებზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს პირდაპირი ზიზღისა და ბულინგის ენაა. ამდენად, სადამკვირვებლო მისიებმა საკუთარ ანგარიშებში უნდა შეიტანონ ის, რასაც ნაცმოძრაობის ბანერებზე ვხედავთ.

„ზედმეტი აღქმები არ სჭირდება. ეს არის პირდაპირ ზიზღის ენა, პირდაპირი ბულინგის ენა, ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, რასაც ამდენი ხანია, კოლექტიური ნაცმოძრაობა სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას“, - აცხადებს კირცხალია.

რას მიაღწევენ ნაციონალები ძალადობის შემცველი ბანერით?

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთავარი ეს ბანერები და ნაცმოძრაობის სტილი კი არ არის, მთავარი ის პრობლემაა, რომ ამ პოლიტიკურ კრიმინალურ ძალას აქვს იმის საშუალება, როგორც პოლიტიკური ძალა, ისე წარდგეს ამომრჩევლის წინაშე. ბუნებრივია, ამომრჩეველთა უმეტესობა ხვდება, რასაც წარმოადგენს ეს ძალა, მაგრამ არსებობს გარკვეული წილი ამომრჩევლებისა, ვინც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი კანონზომიერია, ვინაიდან ნაცები ლეგალურად მონაწილეობენ არჩევნებში.

„საერთოდ, ეს ანომალიაა ნებისმიერ დემოკრატიულ და ცივილიზებულ ქვეყანაში, რომ ასეთი ფაშისტური და სისხლიანი ძალა იღებდეს მონაწილეობას არჩევნებში. ეს არის „ქართული ოცნების“ დღემდე გადაუჭრელი მთავარი პრობლემა. ეს ხალხი ამიტომაც ბედავს ამას. კანონმდებლებმა, კანონის მამებმა იმიტომ შექმნეს შეზღუდვები კრიმინალებისთვის, რომ კრიმინალს მიდრეკილება აქვს დანაშაულისკენ და ის ვეღარ ხედავს, რა შეიძლება გაკეთდეს და რა არა. ამიტომაც არსებობს კრიმინალის შემაჩერებელი კანონმდებლობა, რომელიც უნდა გამოეყენებინა „ქართულ ოცნებას“ იმ კრიმინალთა მიმართ, რომლებმაც ასეულობით ახალგაზრდა ჩახოცეს საქართველოს ქუჩებში, ჩახოცეს ციხეებში წამებით, ღირსების შემლახავი მოპყრობით, გაუპატიურებაში შემოკვდომით, ასევე, იმ დანარჩენი საქმიანობით, რასაც ისინი ეწეოდნენ, ბიზნესის რეკეტით, ქონების წართმევით. ღამის სამ და ოთხ საათზე ამუშავებდნენ ნოტარიუსებს, რომ მოქალაქეების ქონებები გადაეფორმებინათ საკუთარ სახელზე, ან სახელმწიფოს სასარგებლოდ. აი, ეს ძალა, რომელიც დღეს ციხეში უნდა იჯდეს და სასჯელს იხდიდეს, გამოდის და საარჩევნო მარათონში ღებულობს მონაწილეობას“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

უფლებადამცველის განმარტებით, შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი ოცნებამ დაიმსახურა, მაგრამ ქართველ ხალხს ეს არ დაუმსახურებია, რადგან 2012 წელს ქართველმა ხალხმა ძალიან გაბედულად და, შეიძლება ითქვას, თავდადებით გააკეთა ის, რომ ეს კრიმინალური ძალა გაისტუმრა პოლიტიკურ სანაგვეზე. შემდგომ უკვე იმ ძალამ, რომელიც ხალხმა აირჩია ქვეყნის წარმმართველად, ანუ „ქართულმა ოცნებამ“ სისრულეში ვერ მოიყვანა დანაპირები, რომლის ვალდებულებაც ჰქონდა. ოცნება ვალდებული იყო, კრიმინალები ჩამოეშორებინა პოლიტიკისგან. თუმცა ამას მეორე მხარეც ჰქონდა, იმ პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ვერ ბედავდა დასავლეთისთვის გაეწია წინააღმდეგობა.

„ჩვენ კარგად ვიცით, დასავლეთში არიან კრიმინალური ძალები, რომლებიც დღემდე ითვლებიან ნაციონალი კრიმინალების პარტნიორებად. მათ მფარველებს უზარმაზარი გავლენები ჰქონდათ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში. ამ მიზეზის გამოც „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებდა კრიმინალების ჩამოშორებას პოლიტიკიდან. ყველას გვახსოვს, როდესაც ერთეულ შემთხვევაში კრიმინალებს იჭერდნენ, მაშინვე ერთვებოდა ბოროტების მანქანა დასავლეთიდან და კრიმინალებს აშვებინებდნენ ციხეებიდან პრეზიდენტის საშუალებით“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს არ უკვირს ნაცმოძრაობის ზიზღის შემცველი ბანერები. მისი შეფასებით, მათგან არაფერია გასაკვირი, რადგან ქართველი კაცი იტყვის, „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების“.

„პატიმრებს აწამებდნენ, ადამიანებს ქუჩებში კლავდნენ, ხალხს ქონებას ართმევდნენ, ბოლოს და ბოლოს, პატიმრებს ცოცხით აწამებდნენ, ასეთი ძალისგან ზიზღის შემცველი ბანერის გაკვრა გასაკვირია?! პირიქით, ამდენ ხანს რომ არ ჩადიოდნენ ამას, ესაა საკვირველი. ის ბანერი უნდა გაუკეთდეთ მაგათ იმ ადგილას, სადაც ისინი პატიმრებს ცოცხს უკეთებდნენ და მოშორდნენ აქაურობას“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ ჩვენთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ამ რამდენიმე დღის წინ ნაცმოძრაობამ სარეკლამო კომპანია „ალმა პლიუსი“ იმის გამო დაადანაშაულა, რომ მან უარი თქვა საქართველოს ქალაქებში, საზოგადოებრივ ტრანსპორსა და მონიტორებზე ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრაზე ამ სახით. ნაცმოძრაობას ზიზღის შემცველი სარეკლამო პლაკატების განთავსება უნდოდა ოცამდე ავტობუსზე, ათ მეტროსადგურში, ორმოცდაათამდე ბილბორდსა და 15 მონიტორზე.