ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანელებს მიმართა: „გაათავისუფლეთ თქვენი ქვეყანა „ჰეზბოლასგან“, რათა ეს ომი დასრულდეს“

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანელებს მიმართა: „გაათავისუფლეთ თქვენი ქვეყანა „ჰეზბოლასგან“, რათა ეს ომი დასრულდეს“

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის მოსახლეობას მიმართა. ვიდეომიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას „ჰეზბოლას“ რეჟიმის ძალაუფლების დასრულებიკენ მოუწოდა.

„თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გადაარჩინოთ ლიბანი, სანამ ის ხანგრძლივი ომის უფსკრულში არ გადაეშვა, რაც იგივე ნგრევასა და ტანჯვას გამოიწვეს, რასაც ღაზაში ვხედავთ. მოგმართავთ თქვენ, ლიბანის მოსახლეობავ: გაათავისუფლეთ თქვენი ქვეყანა „ჰეზბოლასგან“, რათა ეს ომი დასრულდეს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, გრძელდება საბრძოლო მოქმედებები. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმებს 36 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია კიდევ 150. „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად კი ისრაელში 12 ადამიანი დაშავდა.