უკრაინაში 25 წლამდე ადამიანების მობილიზაცია აკრძალეს

უკრაინაში 25 წლამდე ადამიანების მობილიზაცია აკრძალეს

უკრაინის უმაღლესმა რადამ საკანონმდებლო დონეზე აკრძალა 18-დან 25-წლამდე ადამიანების მობილიზაცია და ომში გაწვევა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან ერთად, კანონი არ ითვალისწინებს უკვე მობილიზებული ახალგაზრდების დემობილიზაციას. მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს, ის ძალაში შევა.

უკრაინაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია რუსეთის შეჭრის დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან მოქმედებს.