დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოს საკითხზე საპარლამენტო დებატები იმართება - მოსალოდნელია თუ არა სანქციების ამოქმედება საქართველოს წინააღმდეგ?!

დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოს საკითხზე საპარლამენტო დებატები იმართება - მოსალოდნელია თუ არა სანქციების ამოქმედება საქართველოს წინააღმდეგ?!

ოქტომბერს საქართველოს საკითხზე საპარლამენტო დებატები იმართება. ხოლო, 14 ოქტომბერს ევროკავშირის საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ჩატარდება, სადაც ასევე საქართველოს საკითხი ოფიციალურად არის დღის წესრიგში შეტანილი. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო საქართველოს საკითხსა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას განიხილავს, კარგი ნიშანი არ არის.

ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში მოსალოდნელ საქციებზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ევროკავშირიც კონკრეტული სანქციების პაკეტს აამოქმედებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. კერძოდ კი, შესაძლოაქართული ოცნებისსაპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირონ. ამასთან, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც. თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არის მოსალოდნელი.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ თუკი ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაზე წავა, ეს მმართველ პოლიტიკურ ძალას საკმაოდ ძვირად დაუჯდება. მისი თქმით, დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი წყდება.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამერიკამ აამოქმედა სია - ეს არის სანქცირებულთა სია, რაც ყველაზე მძიმე სანქციების ფორმაა საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ბუნებრივია, რომ ამირიკას მოჰყვებოდა ევროკავშირის კონკრეტული ქმედებებიც. ეს უფრო იქნება უახლოესი მომავალი, თუკი საქართველოში პროცესი არ წავა ისე, როგორც წინა არჩევნების პერიოდში.

2012 წლის შემდეგ, არჩევნები მართლაც თავისუფალ და ღია გარემოში ტარდება - დემოკრატიის კუთხით ჯერჯერობით არავის ჰქონია წინააღმდეგობის მომენტები. ეს არჩევნები შეიძლება საბედისწერო იყოს ჩვენთვის. თუ იქნება ძალადობა, ფალსიფიკაცია და სხვა ტიპის ქმედებები, დასავლეთი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რაც უკვე არსებობს მაგალითად, რუსეთისა და ბელარუსის მიმართ.

ვფიქრობ, დღეს სერიოზული არაფერი მოხდება, რადგან დაელოდებიან არჩევნებს და მის შედეგებს. აქ უკვე გეოპოლიტიკური ორიენტაციის საკითხი წყდება. ვფიქრობ, რომ კიდევ მოგვიწევს ხელახალი არჩევნების ჩატარება - საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები შესაძლოა ისევ გაიმართოს, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში თუკი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, პროცესები საქართველოს ხელისუფლებისთვის მეტად დამძიმდება მისი პრეზიდენტობის პირობებში.

მნიშვნელოვანი მომენტია იმ 9 რეკომენდაციის შესრულების მზაობა და კონკრეტულ რელსებზე დაყენების პერსპექტივა. თუ ეს პარლამენტმა ვერ აჩვენა, დადგება საკითხი კონკრეტული ნაბიჯების გადადგის შესახებ ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობისგან. თუმცა, ამ ეტაპზე ეჭვი მეპარება, რომ საქართველომ დააყენოს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი.

ივანიშვილის შესაძლო დასაქცირებაც ჯერ არ არის მოსალოდნელი, ეს შესაძლებელია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ვიცით, რომ ამერიკას თავისი არჩევნებიც აქვს - იქ ვინ გაიმარჯვებს, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. ამერიკას, ალბათ, იანვრამდე არათუ საქართველოსთვის, საერთაშაორისო პოლიტიკური პროცესებისთვისაც კი არ ეცლება. ვფიქრობ, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ქართულ ოცნებას უფრო უარესი დღეები დაუდგება, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხს 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ, არ არის კარგი ნიშანი.

ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე საპარლამენტო დებატები გაიმართება. სიტყვის წარმოსათქმელად მიწვეულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ვფიქრობ, მისი სახელით ერთ-ერთი ევროკომისარი გააკეთებს ამას. შემდეგ კვირას კი, 14 ოქტომბერს, გაიმართება ევროკავშირის საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც ასევე საქართველოს საკითხი ოფიციალურად არის დღის წესრიგში შეტანილი. 27 მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რომ განიხილოს საქართველოში არსებული სიტუაცია, შემდეგ, 17 და 18 ოქტომბერს, გვექნება ევროპული საბჭო და როგორც ვიცი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ევროკავშირის 27 ლიდერს - პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს, რომ განიხილონ საქართველოს საკითხი და ასევე ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას ოქტომბრის მეორე ნახევარში, რაც, სავარაუდოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოხდება.

ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროპარლამენტში, საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ლიდერები, არ არის კარგი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულები არიან, ეს ნიშნავს, რომ ვღელავთ განვითარებული მოვლენების გამო. ნამდვილად გულსატკენი იყო, რომ ივნისში, ევროპულ საბჭოზე, ევროკავშირის 27-მა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა კოლექტიურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს საჭირო გახდა ძალიან შემაშფოთებელი საკანონმდებლო ინიციატივების გამო, საქართველოს ხელისუფლების ძალიან შემაშფოთებელი ინიციატივების გამო, ძალიან შემაშფოთებელი ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდის, ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გამო, რომელიც არ შეწყვეტილა. ეს არის ძალიან დრამატული გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველო-ევროკავშირის დღევანდელი ურთიერთობის რეალობაა, რომელიც ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ შეიცვლება, ვინც არ უნდა იქნას არჩეული“, - აღნიშნა ელჩმა.

კარლო მთელი ევროკავშირი არის ამერიკის მონა და ამერიკას კიდევ ფაშიზმი ურჩავნია საქართველოში, რომ რაც შეიძლება მალე მიიყვანოს ბოლომდე ქართველი ერის გენოციდი, რასაც აკეთებდა იმ ცხრა წლის განმავლობაში, როცა გენოციდს დემოკრატიის პიკს უწოდებდა
1 თვის უკან
Gami მაისაია რატოა ექსპერტი?
1 თვის უკან
ლაზი ამხელა ამბავი, ევროკავშირიდან ინგლისის გასვლაზე არ ატეხილა.
ჩვენ კავშირში კავშირში თუ არა, კავშირის კარებთან მდგომად ნაღდად ვჭირდებით, ოღონდ მათ ჭკუაზე, ცალ ფეხზე მონურად მდგომი. შეუძლიათ არ ინერვიულონ, არავის არაფერში სჭირდება არჩევნების გაყალბება.
არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.
რა საჭიროა გაყალბება, რავა ვინმე რაიმეს აკეთებს არჩევნების მოსაგებად, ოპოზიციური სპექტრიდან, თუ რა?!
27 ოქტომბრისათვის ემზადებიან შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ ხელმოსაკიდს ვერაფერს იპოვიან და მალევე დაწყნარდებიან.
1992 და 2003 წლების გაკვეთილებიდან დასკვნები გაკეთებულია, აღარ გავა ის ტრიუკები. არც უკრაინული მეიდნის კარტის გათამაშება გამოვა, იმიტომ რომ ხალხის მხარდაჭერის საფუძველი არ ექნებათ და მარტო ენჯეოშნიკებით ქვეყანას ვერ გადაატრიალებენ.
1 თვის უკან