რობერტ ფიცომ პირობა დადო, რომ სანამ სლოვაკეთის მთავრობას ხელმძღვანელობს, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არასოდეს დათანხმდება

რობერტ ფიცომ პირობა დადო, რომ სანამ სლოვაკეთის მთავრობას ხელმძღვანელობს, უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არასოდეს დათანხმდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ დათანხმდება. რობერტ ფიცოს განცხადებას Politico ავრცელებს და იუწყება, რომ ის ნატოს ახალი გენერალური მდივნის, მარკ რუტეს პოზიციას არ ეთანხმება, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინა ახლა ყველაზე ახლოსაა ნატოში გაწევრიანებასთან, ვიდრე ოდესმე.

„ნატოს ხელმძღვანელობას სურს, რომ უკრაინა რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ სამხედრო ალიანსს შეუერთდეს, რათა მოსკოვის მხრიდან სამომავლო აგრესია შეაკავოს. ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში პოლიტიკური პრობლემების რისკი დიდია. სანამ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური ვიქნები, მივმართავ დეპუტატებს, რომლებიც ჩემი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარის კონტროლის ქვეშ არიან, არასოდეს დაეთანხმონ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, - აღნიშნა ფიცომ.