„დათვი ჯერ არ მოუკლავთ და მის ხორცს ინაწილებდნენო - რომელ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბრობენ, როდესაც პულსი არ ესინჯება ოპოზიცას“

„დათვი ჯერ არ მოუკლავთ და მის ხორცს ინაწილებდნენო - რომელ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბრობენ, როდესაც პულსი არ ესინჯება ოპოზიცას“

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით, ოპოზიციურ პარტიებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყება. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს წინასაარჩევნო პროცესს როგორი კონტურები ექნება, ხოლო ამაში პრეზიდენტის მონაწილეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ ეტაპზე საუბარი არ ყოფილა იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს დასახელებული ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და ასევე, უცნობია ეყოლება თუ არა ოპოზიციურ სპექტრს საერთო კანდიდატი.

ოპოზიციის მხრიდან საერთო კანდიდატის დასახელების შემთხვევაში, ანალიტიკურ წრეებში რამდენიმე შესაძლო კანდიდატურა განიხილება, მათ შორის არიან მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამ პოზიციაზე გამოცდილი პოლიტიკოსი. თუმცა, ასევე მიიჩნევა, რომ ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა გახარიას კანდიდატურას შესაძლოა არ დაუჭიროს მხარი, რადგან ის სხვა ოპოიზიციური პარტიებისგან დისტანცირებას ცდილობს, რაც მათთვის მიუღებელია.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ გიორგი გახარიას მართლაც ჰქონდა ქარიზმა, როდესაც ის ამ პოზიციას იკავებდა, თუმცა, საყვარელიძე თვლის, რომ ოპოზიციური სპექტრის მხრიდან გახარია მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მოქმედ პრეზიდენტს იტანს მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტია, მაგრამ ეს მისი კანდიდატურის მხარდაჭერას შეიძლება არ ითვალისწინებდეს.

რადგან ასე დგას საკითხი, დაე, პრემიერი იყო ის, ვინც ადრე იყო, ეს პროცესები არ ტოვებს სერიოზულ შთაბეჭდილებას - პოლიტიკის თამაშს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ პროცესებს. ვნახეთ გარკვეული ძვრები ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში - შეთანხმება ერთი პარტიის შიგნითაც კი ძნელია, საარჩევნო სიებზე ლამის დახოცეს ერთმანეთი და ახლა წარმოვიდგინოთ, პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით რა მოხდება.

გიორგი გახარიას მართლაც ჰქონდა ქარიზმა სტილი, მაგრამ ახლა ოპოზიციურ ერთობაში, პრემიერად დასახელების ყველაზე ნაკლები შანსი, ალბათ, სწორედ გახარიას აქვს, რადგან მისი ეს ნეიტრალური, შუა წერტილის პოზიცია, ბევრი პარტიისთვის გამაღიზიანებელია და პრინციპულად არ დათანხმდებიან ასეთი პოლიტიკის მქონე ადამიანს მისცენ გზა. ერთმანეთს დაეჭიდებიან და იქ ყველას ექნება საკუთარი კანდიდატის გაყვანის სურვილი - ამ შემთხვევაში, გახარიას ენერგიულად გაწევენ გვერდზე.

ოპოზიციას ლიდერი არ ჰყავს - ვიდრე ლიდერი არ გამოიკვეთება, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც არ გამოიკვეთება. საერთი აზრით აღიარებული ლიდერის პოზიცია სალომე ზურაბიშვილს სურს რომ მოიპოვოს, თუმცა გარდა იმისა, რომ ის არც ერთი პარტიას არ ეკუთვნის და ოპოზოციურად არის განწყობილი, მას სხვა ნიშნებიც სჭირდება ლიდერობისთვის. მას, როგორ ოპოზიციური პოზიციის მქონე პრეზიდენტს, იტანენ, მაგრამ როგორც ლიდერს და მათზე უფრო ძლიერს, პოლიტიკური პარტიები არ აიტანენ, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მხრიდან ყველაზე კარგი კანდიდატურა ლევან ხაბეიშვილი ან გიორგი ვაშაძე იქნებოდნენ. მისი თქმით, გიორგი გახარია საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.

დათვი ჯერ არ მოუკლავთ და მის ხორცს ინაწილებდნენო - რომელ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე შეიძლება საუბარი, როდესაც პულსი არ ესინჯება ოპოზიცას, სინამდვილეში კი მეხუთე კოლონას“?! საქართველოში ოპოზიცია არის დასავლეთის საელჩოები, კერძოდ აშშ- საელჩო. ყველაზე კარგი კანდიდატურა, ამ შემთხვევაში, იქნებოდა საქართველოში აშშ- ელჩი, ანდა ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე - ალბათ, ძალიან დიდი კონკრენცია იქნება იმისთვის, რომ რამენაირად შეძლონ 26 ოქტომბრის შემდეგ ლიდერობა.

გიორგი გახარიას ჰქონდა ქარიზმა ამ პოსტზე, მაგრამ ეს ქარიზმა მან სამშობლოს ღალატს გაატანა - ვგულისხმობ მის მოულოდნელ გადადგომას, რამაც ქვეყანა რყევების წინაშე დააყენა. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თუ ოპოზიცია მის კანდიდატურას წამოაყენებს, უკეთესი იქნება - ქართველი ხალხი კიდევ უფრო ნათლად დაინახავს, რომ ესენი, როგორც პიროვნებები და პოლიტიკოსები, გაძარცვულნი არიან, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

ძლიერი საქართველოსერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან ვიზიტისას საარჩევნო პროცესებზე ისაუბრეს, თუმცა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა.

პრეზიდენტი ახლა დაბრუნდა დასავლეთიდან, ჩვენს პარტნიორებს შეხვდა და ბუნებრივია, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები იწყება. პოლიტიკური კონსულტაციებიც დაიწყება, პოლიტიკურ პარტიებს შორის, პრეზიდენტის შუამავლობით. საუბარი არის თუ როგორი კონტურები უნდა ჰქონდეს ამ პროცესს, ამას კი პრეზიდენტის მონაწილეობა სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი, სადაც პოლიტიკური პარტიები მთავარ როლს ვთამაშობთ.

რამდენიმე კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და გარდამავალი პერიოდისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ, რომცაიტნოტშიარ მოვყვეთ. ვინ იქნება ამ პროცესებში და რა როლი ექნება პრეზიდენტს, ამას მომზადება სჭირდება.

პრეზიდენტის თქმით, ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერა გვაქვს როგორც პოლიტიკური, ისე მატერიალური მხრივ. პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა და სწორიც არ მგონია, რადგან საარჩევნო კამპანიიდან ყურადღება, კონკრეტულ პირებზე არ უნდა გადავიდეს, - განაცხადა ანა დოლიძემ.

XALIBI ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია თუ არ თამაშდება 2003 წლის სცენარი ხელისუფლების გადაბარების, რომელიც ვარდების რევოლუციად იქნა მონათლული...... ბევრს დღემდე სჯერავს, რომ რევოლუციის მონაწილე იყო მაშინ.... ან რჩებათ ძალადობრივი გზა შეიარაღებული კონფრონტაციით, რომლის გეგმაც წლების მანძილზე აქვთ შემუშავებაში.....
1 თვის უკან
Gami " გამოცდილი პოლიტიკოსი" გახარია -- აუჰ! სალომე ბაბოს მოლანდებები, ბანდერშა ბესელიას ინტერპრეტაციით.
1 თვის უკან
ლაზი ოპოზიცია, საარჩევნო კამპანიის ნაცვლად, შუაღამისას რესტორნის აივნებზე ქეიფით იკლებს ქვეყანას.
ანდა რატომ უნდა შეიწუხონ თავი, მაშინ როცა, მათ მაგიერ ამერიკის და ევროკავშირის ელჩები გამოყრიან ხელისუფლებას პარლამენტის და მთავრობის კაბინეტებიდან.
ამათ მხოლოდ პრემიერის შერჩევაღა დარჩენიათ და ეგ არის.
ქეიფი და დროსტარება მერე ნახეთ!
ტაში კუკური!
1 თვის უკან