„დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“, - თქვა საელჩომ, რომლის ქვეყანაში პრეზიდენტებს კლავენ!

„დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“, - თქვა საელჩომ, რომლის ქვეყანაში პრეზიდენტებს კლავენ!

„დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“, - ამ შინაარსის მორიგ „ქარდს“ აქვეყნებს აშშ-ის საელჩო. უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და „ქარდებით“ ხელისუფლეების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის არის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ ურთიერთობის საკითხები. ასევე, საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა ქარდი, წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.

გარდა ამისა, აშშ-ის საელჩო საქართველოში მათი ქვეყნის მოქალაქეებს სკანდალური შინაარსის „მეილებს“ უგზავნის და მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში.

„აშშ-ის საელჩო შეახსენებს აშშ-ის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დააკვირდნენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხალხის დიდი მასების შესაძლო შეკრებას ან პროტესტს საქართველოში. დაუგეგმავი, სპონტანური საპროტესტო აქციები, რომელიც მოიცავდა ძალადობას, წარსულშიც ყოფილა საქართველოში.

დიდი მასები არაპროგნოზირებადია და დაპირისპირება და ძალადობა ღონისძიების მონაწილეებს, კონტრ-დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეიძლება მოხდეს გაფრთხილების გარეშე. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე ადამიანების დიდ ჯგუფებთან ყოფნისას. წარსულში, საპროტესტო აქციებზე, აშშ-ის მოქალაქეები დაშავდნენ და პოლიციამ დააკავა.

განსახორციელებელი მოქმედებები - მოერიდეთ საპროტესტო ზონებს; გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ მოულოდნელად დიდი შეკრებების ან საპროტესტო აქციების მიმდებარედ აღმოჩნდით; აწარმოეთ ადგილობრივი მედიის მონიტორინგი ინფორმაციის განახლებისთვის; ინფორმაირებული იყავით თქვენს გარემოცვასთან დაკავშირებით; იყავით თავშეკავებული“, - წერია აშშ-ის საელჩოს მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.

თბილისი მერი კახა კალაძე კი ფიქრობს, რომ ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს და თვლის, რომ „ფეისბუქის“ ადმინად ლევან ხაბეიშვილი „ჩაუდეს“. მისივე თქმით, საელჩოებისა და უცხო ქვეყნის წარმომადგენლების პირდაპირ ჩარევა ხდება საარჩევნო კამპანიაში.

„ესეც გაუგებარი და ტყუილია. ბოლო 50 წლის განმავლობაში 50-მდე პარტიაა აკრძალული სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში და იგივე მოლდოვაში რამდენიმე პარტია აკრძალეს, ზუსტად რამდენი აკრძალეს, არ ვიცი, მაგრამ აქაც ორმაგი სტანდარტია. ის დამოკიდებულება, რაც ბოლო თვეების და წლების განმავლობაში დასავლეთიდან მოდის, ფარისევლობა, ორმაგი სტანდარტი, როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავი არისო, ძალიან, ძალიან შეურაცხმყოფელია, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, რადგან სულელი აქ არავინ არის, ყველა ყველაფერს კარგად ვხედავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რა ოპერატიულ ინფორმაციას ეფუძნება საელჩოს ეს გზავნილი, რა თქმა უნდა, ამაზე აშშ-ის საელჩო არ საუბრობს. ანალიტიკოს ლუკა ეხვაიას განცხადებით, არ უნდა შევალამაზოთ და პირდაპირ უნდა ვთქვათ ის, რაც ხდება - ეს არის წინასაარჩევნოდ პირდაპირ გადაწყვეტილი და არა მხოლოდ ამერიკის საელჩოში, არამედ დასავლეთში, რომ არჩევნები გაყალბდება, რაც დასავლეთს აძლევს ლეგიტიმაციას, რომ უკვე ხისტი ჩარევა განახორციელოს ქვეყანაში და მეორე - გადაწყვეტილი აქვთ, რომ ამ არჩევნების ე.წ. გაყალბებას მოჰყვება დიდი საპროტესტო აქციები.

„ასე რომ, ეს არის კლასიკური სცენარი და არაფერი განსხვავებული, რაც 2000-ანი წლებიდან მოყოლებული ხდება საქართველოში, სერბეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში, შემდეგ არაბულ ქვეყნებში და ახლა დაგვიბრუნდნენ ისევ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ასე რომ, სერიოზული ორგანიზებული მზადება მიდის იმისთვის, როგორ მოხდეს მთავრობის ცვლილება. ამას რას დაუპირისპირებს მთავრობა, ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენთან უფრო რთულად არის სიტუაცია, ვიდრე ვარდების რევოლუციის და ფერადი რევოლუციების დროს. იმიტომ, რომ ახლა აქვთ მდიდარი არსენალი იმ ინსტრუმენტებისა, რისი გამოყენებაც შეუძლიათ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ჩამოსული იყვნენ გეოპოლიტიკის ცნობილი ბლოგერები, ანალიტიკოსები და აღწერენ იმ არარსებულ რეალობას, რაც თითქოს ჩვენს ქვეყანაშია. უბრალოდ, პირდაპირ, ენჯეოების და ოპოზიციის ნარატივებზე სხედან და ეს არის მზადება. 5-მილიონიანი გამომწერების მქონე ბლოგერი როგორიც არის ჯონი ჰარისი შემთხვევით არ ჩამოსულა და არ წერს საქართველოზე ბლოგს წინასაარჩევნოდ. რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი კომპონენტია, ნაწილია, აი, ამ დიდი ორგანიზებული მზადების, რაც მერე უკვე ზედაპირზე ამოტივტივდება“, - აცხადებს ეხვაია.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, მზად აქვთ და მუშაობენ შემდეგი სანქციების პაკეტზე, ასევე მუშაობენ კიდევ უფრო რადიკალურ ზომებზე, რისიც ყველაზე მეტად უნდა გვეშინოდეს, იმიტომ რომ ამ თემებს შეუძლია ხალხის ქუჩებში გამოყვანა და პირველი ეს არის - კანდიდატის სტატუსი და მეორე - ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ეს არის უკიდურესი ზომები, რის მიღებასაც გადაწყვეტენ თუ თავისი ინტერესები სხვანაირად ვერ გაატარეს.

„ამ ყველაფერს რა უნდა დაუპირისპიროს მთავრობამ, ეს რთული სათქმელია, მაგრამ, პირველ რიგში, შიგნით ინსტიტუციებში, სამინისტროებში უნდა იყოს სიმყარე და არ უნდა მოხდეს ისე, რომ კრიზისული ვითარება თუ დადგა, ყველანი მარტივად გადასხდნენ უსაფრთხო ნავში. მეორე - საინფორმაციო ომის და რეალური ფაქტების დაპირისპირება, მაგრამ ამ მხრივ არ არის ჯერ კარგი სიტუაცია. ნამდვილად, ენჯეობის და ოპოზიციების მედია ჯობნის სამთავრობო მედიას. რა შეიძლება კიდევ იყოს ასეთი ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში? - მაგალითად, არჩევნების დროს თავისი სადამკვირვებლო მისიების მობილიზება, ან ადგილზე ჩამოყვანა.

აუცილებლად მოხდება ერთი რამ - ყოველთვის რევოლუცია იწყება ცესკოს დელეგიტიმაციით. ამ ადამიანებმა პირველ რიგში, უნდა თქვან, რომ არჩევნები გაყალბდა, რადგან მათი წარმოდგენით არჩევნებს აყალბებს ცესკო. პირველი დარტყმა უნდა მიიტანონ ცესკოზე და პირველი დაცვა უნდა მოხდეს სწორედ ცესკოსი. მობილიზაცია სწორედ ამაზე უნდა მიდიოდეს, როდესაც დაიწყება იმაზე საუბარი, რომ ცესკომ გააყალბა არჩევნები, დაუპირისპირონ შესაბამისი ავტორიტეტები და ინფორმაცია, რომ მსგავსი რამ არ მოხდარა. ეს იქნება რთული საინფორმაციო ბრძოლა და არა მარტო საინფორმაციო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლუკა ეხვაია.

ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის გაცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან საინტერესო პრეცედენტს ვაწყდებით ამ დღეებში თუ უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში - აშშ-ის საელჩო და მისი კარნახით ევროკავშირის საელჩო თავის ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებდნენ კულუარულად საქართველოში. მისი თქმით, ორი წლის წინ „ხალხის ძალამ“ აიძულა ამ კომფორტული მდგომარეობიდან გამოსულიყვნენ, ჩააყენეს უხერხულ მდგომარეობაში, ნიღაბი ჩამოხსენს მათ ფარულ საქმიანობას საქართველოში და სააშკარაოზე გამოიტანეს.

„მათ უკვე არაფრის შენიღბვა, დამალვა აღარ უწევთ და ისინი წელს პირველად, ღიად იღებენ მონაწილეობას ჩვენს სააჩევნო კამპანიაში. მათ ზურგს უკან არ ჩანს არც ერთი ოპოზიციური პარტია, არც ჩანს მათი საარჩევნო აქტიურობა, მით უმეტეს არჩევნებამდე სამი კვირით ადრე. ისინი არ აწარმოებენ არც ერთ მნიშვნელოვან შეხვედრას თავის ამომრჩეველთან, არც თბილისში ჩანან, არც რეგიონებში ჩადიან. არ გამოდიან არც პროგრამული ხედვებით, ფაქტობრივად, არანაირ ფულს, საარჩევნო თანხებს არ ხარჯავენ. არ ჩანს არაფერი. თუ მმართველი პარტიიდან ეს ყველაფერი ჩანს, რეგიონებში შეხვედრები და ა.შ. ჩვენი კონკურენტების ფლანგზე აბსოლუტურად სიჩუმეა, მათ შორის ფინანსური სიჩუმე.

დღეს ოპოზიციის საქმეს აკეთებენ აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოში. ამიტომ არის ეს არჩევნები უნიკალური, როდესაც უკვე უცხო ქვეყნის საელჩოები ღიად არიან ჩართული ამ ბრძოლაში“, - აცხადებს ქართველიშვილი.

მისი თქმით, რასაც ისინი აკეთებენ და სჩადიან, ეს არის უცხო ქვეყნის არა მხოლოდ საშინაო საქმეში უხეში ჩარევა, არამედ საარჩევნო პროცესში უხეში ჩარევა.

„ისინი თავის საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ მოსახლეობაში მაქსიმალური ფსიქოლოგიური დისკომფორტის გრადუსის აწევით. ღიად აშინებენ მოსახლეობას თუ რა ელით იმ შემთხვევაში, თუკი ისინი „არასწორ“ არჩევანს გააკეთებენ. მათ შორის ის განცხადება, რომელიც გავრცელდა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - თავისი მოქალაქეების გაფრთხილება, ამით პირდაპირ აჟღერებს აშშ-ის საელჩო ამ რადიკალური დესტრუქციული ძალების გეგმებს 26 ოქტომბერთან დაკავშირებით.

მათ უნდათ მძიმე მდგომარეობაში, ნევროზულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის კიდევ უფრო დაშინება და მათი საარჩევნო გადაწყვეტილების მიღებაში ეჭვის შეტანა, შიშის დანერგვა, როგორც მინიმუმ, სახლში დარჩენით ჩაანაცვლონ თავისი ჯერ კიდევ გუშინდელი მზაობა, რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გადაწყვეტილება დააფიქსირონ. ერთადერთი, კარგია ის, რომ ამ ყველაფერს არ აქვს ფარული ხასიათი.

კარგია, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე მზის შუქზე გამოვიდა და არც არაფერს გვიმალავს, მაგრამ ამავდროულად, მინდა დიდი იმედი გამოვთქვა, რომ ამ ყველაფრისთვის მზად არის როგორც ჩვენი ხელისუფლება, ასევე სპეციალური სამსახურები და რა თქმა უნდა, მზად არის ჩვენი მოსახლეობა, რომელმაც თავისი ერთსულოვნება, ერთგულება, ქართველობის, ტრადიციულობის და სარწმუნოების მიმართ ასე კარგად დაანახა მთელს მსოფლიოს 17 მაისს, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით 850 ათასი ადამიანი გამოვიდა ამ ყველაფრის დასაცავად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს ეს გზავნილები კიდევ ერთხელ ამტკიცებს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში განთავსებული საელჩოები და მათ შორის დიპლომატიური წარმომადგენლობები განეკუთვნება სადაზვერვო საქმიანობის მნიშვნელოვან რუპურს.

„რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი დაუწერელი კანონი, რომ დიპლომატიურ კორპუსს არასოდეს არ აქვს პირადი პოზიციის განმჟღავნების უფლება და ის ყოველთვის ამჟღავნებს საკუთარი ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას. აქედან გამომდინარე, აქ ახალი არაფერი არ არის, აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიცია რაც არის, ის პოზიცია აქვს საელჩოსაც. ის, რომ აფრთხილებენ საკუთარ მოქალაქეებს და უსაფრთხოების ზომის მიღებისკენ მოუწოდებენ, აქ ორი ძირითადი ვერსია უნდა დავუშვათ - პირველი, სამიზნე ობიექტები არიან საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს ხელისუფლება, მათი დემორალიზაციის მიზნით ხორციელდება ეს ყოველივე.

მეორე - ეს არის რეალური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, რომ გარკვეული არეულობის მსგავსი ორგანიზების პროცესი არის დაგეგმილი და ამის შესახებ სადაზვერვო მონაცემები გააჩია აშშ-ის საელჩოს. არაერთხელ გვითქვამს, რომ მათ ჰყავთ საკმაოდ მაღალი დონის აგენტურული აპარატი საქართველოში და შესაბამისად, ფლობენ კიდევაც სიტუაციას.

ამიტომ, მათი ოფიციალური განაცხადი, ეს არის კონტრდაზვერვისა და დაზვერვის საგანი და ვფიქრობ, რომ მათ უნდა ჰქონდა შესაბამისი ბერკეტები ინფორმაციებთან ერთად, რომ ხელისუფლებას მიაწოდონ ისეთი დონის ინფორმაცია, რომ რეალურად, იდენტიფიცირებული იქნას საფრთხე და სწორედ შეფასდეს რისკები, რომ მოხდეს საფრთხის სრულებით ნეიტრალიზაცია, ან ზემოქმედების რისკების მინიმუმამდე დაყვანა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

ლაზი ოპოზიციის აკრძალვას არავინ არც აპირებს.
იმ ქვეყნისაგან სადაც პრეზიდენტობის კანდიდატს ცოფიანი ძაღლივით დასდევენ მოსაკლავად, ასეთი შენიშვნები უბრალოდ უხერხულია. საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიულობის რეიტინგები ამათთვის ხელმისაწვდომი არ არის?
უკრაინაში და მოლდოვაში განსხვავებული აზრის ჟურნალისტი აღარ დარჩა, ოპოზიციურ პარტიაზე ხომ საუბარი ზედმეტია და ევროკავშირისკენ სწრაფად მიდიანო. ამას ორმაგი სტანდარტიც აღარ ჰქვია. ეს, რბილად რომ ვთქვათ, დიპლომატიური სახის დაკარგვა და უცხო ქვეყნის საარჩევნო პროცესში აშკარა ჩარევაა.
1 თვის უკან
trampi რით განსხვავდებიან მოსკოვის ცეკასგან
ხოოდა ორივეს დედაც ქუნემ!!!!!
იმიტომაც ველოდები მაგათ არჩევნებს
ცა რო დედამიწას დაემხოს კიდეც, ტრამპს მაინც არავითარ შემთხვევაში არ გაამარჯვებინებენ....
ხოოდა ჯახიც დაეწყებააააათ----100 % ალალ მათზეც
ველოდები................ ველოდები.....
1 თვის უკან