აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ისრაელმა ირანის სარაკეტო იერიშის საპასუხოდ თეირანის ბირთვული ობიექტები უნდა დაბომბოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტრამპის განცხადებით, ის არ ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოზიციას, რომლის თანახმადაც ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში არ უნდა მიიტანოს.
„ბაიდენს ჰკითხეს: „რას ფიქრობთ ირანზე? დაარტყამდით ირანს?“. მან უპასუხა: „მთავარია რომ მათ [ისრაელმა] ბირთვულ ობიექტებს არ დაარტყან“. მე ვამბობ, რომ ის ცდება“, - ციტირებს ტრამპს CNN-ი.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, ბაიდენი იმედოვნებს, რომ ისრაელი საბოლოო ჯამში გააზრებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც მის უფლებას საპასუხო დარტყმაზე არ შებღალავს და ამავდროულად არ მოხდება ისეთი რამ, რაც შესაძლოა რეგიონში ფართომასშტაბიანი ომის მიზეზი გახდეს.