ირანის ხელისუფლებამ ისრაელის თავდასხმის მოლოდინში რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემას ეს ცნობა ორმა ირანელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა. მათი თქმით, თეირანმა მოსკოვს სთხოვა თანამგზავრის მიერ გადაღებული სადაზვერვო კადრები მიაწოდოს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა უპასუხა რუსეთმა.
თეირანის ოფიციალური განცხადებების მიუხედავად, ისრაელზე თავდასხმის მომხრეებს ტოტალური ომის სურვილი არ აქვთ, რადგან სამხედრო მოქმედებები ირანის ინფრასტრუქტურას დაანგრევს და ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს, იუწყება The New York Times-ი.
ისრაელზე თავდასხმის რამდენიმე ირანელმა მომხრემ იმედი გამოთქვა, რომ ოფიციალური თელ-ავივის პასუხი თეირანის მიერ მასშტაბურ სარაკეტო იერიშზე იქნება მოზომილი და შეზღუდული.