„ჰერჩინსკი საერთოდ გამოსულია დიპლომატიური ჩარჩოებიდან, მისი განცხადებები არის იმ შანტაჟის გაგრძელება, რომლითაც დიდი ხანია ქართველ ხალხს ესაუბრებიან“

„ჰერჩინსკი საერთოდ გამოსულია დიპლომატიური ჩარჩოებიდან, მისი განცხადებები არის იმ შანტაჟის გაგრძელება, რომლითაც დიდი ხანია ქართველ ხალხს ესაუბრებიან“

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკი მორიგ არადიპლომატიურ განცახდებას აკეთებს და პირდაპირ ამბობს, რომ თუკი ის შედეგი არ იქნება, რაც დასავლეთს და ევროკავშირს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სურს, მაშინ ევროკავშირისგან საპასუხო რეაქციები მოჰყვება. ევროკავშირის ელჩმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერებულია.

ელჩი ამბობს, რომ თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აიკრძალება, სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საზღვარგარეთ წასვლა და თუ ადამიანის ძირეული უფლებები და უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

რა სახის საპასუხო რეაქციებზე საუბრობს ევოკავშირის ელჩი არ დაუკონკრეტებია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოლაპარაკებების შეჩერებას გულისხმობს.

„ღია კარის მტვრევა“ - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩის განცხადებებს.

„ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა პაველ ჰერჩინსკის საუბარის ტონი დაუწუნა და მედიასთან თქვა, რომ ქვეყანაში არჩევნების გასაყალბებლად არავინ ემზადება.

„ღია კარის მტვრევაა ყველა ეს განცხადება, იმიტომ რომ აქ მსგავსი რაღაცისთვის არავინ ემზადება, ამის საპრევენციოდ ხდება ის, რომ ქვეყანაში ჩატარდება მაღალი, დემოკრატიული ხარისხით არსებული საარჩევნო პროცესები და ახლა ამ ყველაფერზე საუბარი იმიტომ, რომ შემდგომ ეს თავისივე საუბარი გაიხსენონ კონკრეტულმა პიროვნებებმა და მერე რაღაცა არგუმენტებად მოიშველიონ, რა თქმა უნდა, არ არის მთლად მართებული“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, სიტუაცია საქართველოს ხელისუფლებასა და ქვეყნის პარტნიორებს შორის იმდენად არის გამწვავებული, რომ ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი ყველანაირ დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის გარეშე საუბრობს. ფხალაძის აზრით, ელჩი არ მოქმედებს დამოუკიდებლად და ის საუბრობს იმ პოლიტიკის შესახებ, რაც შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ იქნას განხორციელებული.

„ძალიან სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენმა ხელისუფლებამ პარტნიორებთან ნდობის კრედიტი იმდენად გაფლანგა, რომ აღარანაირი შეფარვითი და მინიშნებებით საუბარი აღარ ხდება. ელჩი ჰერჩინსკი ყველას ახსოვს, რომ ძალიან მოზომლად და დიპლომატიურად საუბრობდა, თუმცა ახლა სიტუაცია იმდენად არის დამძიმებული, რომ საუბარი ღია ტექსტებით მიდის. რაც შეეხება მის ნათქვამს - გააკეთებენ ყველაფერს - ნიშნავს როგორც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ასევე იმ დახმარებების სრულად გაყინვას, რომელსაც ევროკავშირისგან ვიღებთ. ჩვენ ვიცით, რომ ვიზალიბერალიზაციის თემა ევროკავშირმა არჩევნების შემდეგ გადადო, რათა ეს არ გამოსულიყო ისე, რომ ვინმე მოსახლეობაზე ზეწოლას ცდილობდა. ქვეყნის შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე ზეგავლენად არ სურდათ ჩათვლილიყო. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის შეჩერებას, რა თქმა უნდა, მსგავსი რამ არ არსებობს. თუმცა თუკი არ მოხდება ნაბიჯების წინ გადადგმა და მოლაპარაკებების გაგრძელება გაწევრიანების შესახებ, როგორც არ გვქონია ისე არ იქნება. ეს ასევე ეხება იმ დახმარებებსაც, რომელიც კანდიდატის სტატუსით გვეკუთვნის. არ მოხდება იმ სფეროების დაფინანსება, რომლის განვითარებაც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია. ამიტომ ჰერჩინსკის განცხადება არ არის მხოლოდ ერთი დიპლომატის ნათქვამი, რომელიც ჩვენთვის საყურადღებო არ უნდა იყოს“, - ამბობს პროფესორი.

მისივე თქმით, ღმერთმა არ ქნას, რომ სიტუაცია ისე განვითარდეს, რომ ბელარუსის მსგავსი სცენარი მივიღოთ. ამით გამოვა, რომ საქართველო დასავლეთიდან იზოლაციაში მოხვდება. ფხალაძე იმედს იტოვებს, რომ ეს სცენარი არ განმეორდება.

„არ ვიცი ზუსტად რა სახის დარღვევები შეიძლება აღმოჩნდეს მიზეზი იმისა, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს. თუმცა აქ ეს სიტუაცია ასეთი მარტივიც არ არის. ალბათ, ბევრი და მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია ამისთვის საჭირო. უბრალოდ, დასავლეთი ადრე თუ ცდილობდა რაღაცები გაეტარებინა, ახლა არ ველი, რომ ასეთი ლმობიერი იქნება. პირდაპირ იქნება იმ დარღვევებზე საუბარი, რაც შესაძლოა მათ არჩევნებზე დაინახონ. ამიტომ არ არის კარგი სიტუაცია და მინდა ყველაფერი მშვიდობიანად, ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდეს. ასეთი სიხისტე ჩვენს პარტნიორებთან კარგს არაფერს მოგვიტანს“, - ამბობს ფხალაძე.

„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი თამთა მეგრელიშვილი კი მიიჩნევს, რომ ელჩ ჰერჩინსკის მხრიდან გაკეთებული ასეთი არადიპლომატიური განცხადება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების და მოსახლეობის შანტაჟი მიმდინარეობს. მეგრელიშვილი for.ge-თან მიიჩნევს, რომ ეს არის იმ კამპანიის გაგრძელება, რომელსაც არჩევნების წინ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ახორციელებს.

„ჰერჩინსკი საერთოდ გამოსულია დიპლომატიური ჩარჩოებიდან და ის უკვე დიდი ხანია პოლიტიკოსის ამპლუაში იმყოფება. ელჩის განცხადებები არის იმ შანტაჟის გაგრძელება, რომლითაც დიდი ხანია ქართველ ხალხს ესაუბრებიან. მე არ მგონია რეალობა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ასე ხელაღებით მოხდეს. ამას ძალიან ბევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ამის პარალელურად, ესაა იმ ყურის აწევის პოლიტიკა ევროკავშირიდან, რომელიც უკვე დიდი ხანია მიდის - გარკვეული შურისძიება იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფელბამ დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოა უკრაინის ომთან დაკავშირებით და სხვა მეზობლებთან ურთიერთობის.

ჩვეულებრივი შანტაჟის რეჟიმშია დიპლომატი, რომელიც ეტიკეტსაც კი აღარ იცავს. მსგავსს აკეთებს ამერიკაც და მისი ელჩიც. პირდაპირ ქარდებით და ბანერებით გველაპარაკებიან. ოპოზიციის მხარეს არიან და მათ საარჩევნო კამპანიაში ღიად მონაწილეობენ, საქართველოს მოსახლეობაზე მანიპულირებას ცდილობენ, თუმცა არაფერი გამოუვათ. ასეთი ღია მოქმედება მოსახლეობაზე პირიქით, უკურეაქციას იწვევს. ამიტომ რაც არ უნდა ისაუბროს ამერიკის და ევროკავშირის ელჩებმა, 26 ოქტომბერს ხალხი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს“,-ამბობს მეგრელიშვილი.

 

 

მერაბ.g რა დროზე მოგვისწრო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომ სქესის შეცვლა და ერთსქესიანთა ქორწინება დაავალდებულა ევროკავშირის წეცრებს? აბა ახლა ვინც მეტრაკე არაა, გაბედოს და გვითხრას, რომ ჩვენი ხსნა ასეთ ევროპაშია; ამნაირი ევროკავშირის წევრობას თემურ ლენგისა და შაჰ აბასის ერთდროულად წამოდგომა სჯობს!
1 თვის უკან
Aburjga Tasmanieli ხალხო ხომ ხედავთ რას გვიპირებენ ეს ურჯულოები ხომ ხედავთ ?! მთავრობავ, რას ელოლიავებით ამ ხლისტების წარმომადგენელს, დაიბარეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ააააააცმევინეთ აქედან ამ თრაქში დაჩრილ ნაბოზვარს!
1 თვის უკან
Aburjga Tasmanieli საერთოდ გაწყვიტეთ ამ ზნედაცემულ დასავლეთთან ურთიერთობა, ხომ ხედავთ ხიფათს გადაგვყარეს, ქვეყანა გაგვიუქმეს, შვილები ნებაყოფლობით მონებად წაიყვანეს, მალე ზალიდან კუბოს გამტანი აღარ დარჩება ან თუ ვინმე გაიტანს ოთხიდან ორი უკვე გაპეტუხებული იქნება! მოვშორდეთ ამ წყეულებს!
1 თვის უკან
XALIBI ისრაელმა გაეროს გენ. მდივანი გამოაცხადა პერსონა ნონა გრატად და ეს პოლონელი აფერისტი ან ის გერმანელი გათხოვილი ,,კაცი'' რა დაუძლეველი ბარიერები გახდნენ?!
ან გახიე ან გაფხრიწე.... მარა ქოცებიც რომ არ ვარგანან ქვეყნისთვის, ეგაა უბედურება....
1 თვის უკან