ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, მზადდება უსაშინლესი გეგმა, რაც არც ერთ დამყრობელს არ უკადრებია საქართველოში - მამათმავლობა, ლესბოსელობა და ჰომოსექსუალობა არის უმთავრესი სავიზიტო ბარათი ევროპაში შესასვლელად. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირში მოგზაურობისთვის აუცილებელი გახდეს ჰომოსექსუალის მოწმობის ბარათი.
for.ge ედიშერ გვენეტაძეს ესაუბრა.
„იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - ასეთია აშშ-ის საელჩოს განცხადება. ცხადია, რომ საქართველოს არ სურს იზოლაციაში იყოს დასავლეთთან და მათ შორის აშშ-თან. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს აშშ-ის საელჩოს ეს განცხადება, ეს არის გაფრთხილება, რომ არჩევნების შემდეგ საქართველო აღმოჩნდება იზოლაციაში, რადგან დასავლეთი ამზადებს ნიადაგს, რომ საპარლამენტო არჩევნები არ სცნონ ლეგიტიმურად?
ედიშერ გვენეტაძე: 1988 წლიდან დღევანდელ დღემდე ბევრი რამ მინახავს, ჩემ თვალწინ გაუვლია იმ პროცესს, როდესაც ერთი ნაწილი სამშობლოსათვის შეგნებულად ეწირებოდა მტერს, იდეას, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და მინახავს მეორე ნაწილი, რომელიც ამ დროს და მაგალითად, აფხაზეთის ომის დროს დასავლეთში გარბოდა. მინახავს ისიც, როდესაც სამოქალაქო დაპირისპირების დროს დიდმა ქართველმა გია აბესაძემ თავი დაიწვა და რატომ? - იმიტომ, რომ ქართველებმა ერთმანეთს არ ესროლოთო.
მინახავს ისიც, რომ გარე ძალების მიერ წაქეზებული ქართველები ერთმანეთს არ ინდობდნენ და ერთმანეთს ხოცავდნენ. მერე მინახავს ის, რომ ორჯერ მოახდინეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება გარე ძალებმა. დღეს უკვე მესამეჯერ აპირებენ და ამის ნიადაგი იქმნება დღესაც. იგივე იზოლაციაზე როდესაც საუბრობენ, ზუსტად ასე იყო ზვიად გამსახურდიას დროს: „გამსახურდიამ საქართველო იზოლაციაში მოაქცია“, „გამსახურდიამ ბრონირებული მერსედესი იყიდა“ და ა.შ. ანალოგიური ვითრებაა ბიძინა ივანიშვილითან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის შვილები დაასანქცირეს, ფულს ვერ გამოიტანენ და ეს ბავშვები თურმე ხაჭაპურს ვერ შეჭამენო. თქვენ წარმოგიდგენიათ, ამაზე მეტი ცინიზმი და დაცინვა შეიძლება?
ეს არის ტროცკისტული მიდგომა საკითხის მიმართ. ესენი არიან წმინდა წყლის ნეოტროცკისტები. ამას აკეთებდნენ ბოლშევიკ-ტროცკისტები და მერე სტალინმა თქვა ასეთი სიტყვები: „მამის საქციელზე შვილებმა პასუხი არ უნდა აგონ“. რაზე აქვს საგები პასუხი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მთელი თვისი ქონება საქართველოს შესწირა და სწირავს? ასეთი მდაბიური საქციელი, რომელსაც ესენი სჩადიან, ეს არის დაკვეთა. შემოაგდეს ეს თემა, რომ ნახონ, აბა, რა განწყობა ექნება მოსახლეობას.
სხვათა შორის იგივე „ფორმულამ“ გაავრცელა ასეთივე დეზინფორმაცია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით...
- კაჟაია ბულავამ გასწია ფარდა და მის ბაღანას, ამ შემთხვევაში „ფორმულას“ უთხრა იყვირეთო. ამანაც იყვირა. შემდეგ ააყვირეს მეორე ბაღანა ფარდის მიღმა მიმალული „მთავარი“, მერე მიყვა „პირველი“. საცდელ თემებს აგდებენ. ამათგან ყველაფერი სიბინძურეა მოსალოდნელი, ყველაფერს იკადრებენ. კაჟაია ბულავას ბაღნები გაუმაძღრები არიან, ოღონდ პატრონის ეშინიათ, ის რომ ხელს დაუქნევს, მაშინვე ფარდის მიღმა მიიმალებიან.
ვინ არის ეს კაჟაია ბულავა და რამდენად გავლენიანია?
- კაჟაია ბულავა არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელიც არის ოკეანის გაღმა და რომელიც მართავს თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნებს. ნახეთ, რა დღეში ჰყავთ ევროპა, იქაც კაჟაია ბულავას ბაღნები არიან. ნახეთ, შოლცი რა დღეშია, ევროპის გულის კანცლერი გამოდის და ლაპარაკობს, რომ საქართველოს ევროკავშირის გზა ჩაკეტილი აქვს, რადგან ლეგბტ-ს საწინააღმდეგო კანონი მიიღოო. ამაზე შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ?! როგორც ქართულ ფილმში „ხარება და გოგია“-შია - „კაცობა დატოვეთ და იგი დაიწყეთ“, ეს უნდათ. ჩვენ იმნაირები თუ არ ვართ, მაშინ ევროპის გზა ჩაკეტილი ყოფილა. წყეულიც ყოფილიყოს ის გზა, სადაც მხოლოდ იმიტომ მიგვიღებენ თუ გავხდებით იმნაირები.
პარალამენტის თავმჯდომარემ მოაწერა ხელი კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა არ მოაწერა ხელი და არც ვეტო არ დაადო, ღიად დატოვა საკითხი. გერმანის კანცლერი და დიდი ბრიტანეთის ელჩები აცხადებენ, რომ საქართველომ ამ კანონის მიღებით ჩაკეტა გზა ევროკავშირისკენ. ბატონო ედიშერ, ეს განცხადებები ადასტურებს იმას, რომ 9-პუნქტიან გეგმას მოჰყვა მოთხოვნა, რომ საქართველოს უნდა დაეკანონებინა ერთნაირსქესიანთა ქორწინება?
- რა თქმა უნდა და აგერ გამოჩნდა. მეტიც მინდა ვთქვა, როგორც კი აქ შეიცვლება სიტუაცია, მაშინვე ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდება. მაშინვე დააკანონებენ ხაბეიშვილები, მელიები, უგულავები, გვარამიები და სალომეები. მარტო ამას არ გვაკმარებენ და არასრულწლოვანებს ეტყვიან, რომ „შენ არც ქალი ხარ და არც კაცი. ამიტომ შენ შეგიძლია აირჩიო გინდა ქალი იყავი და გინდა კაცი“. ნახეთ, იმ კესარიაზე რა ამბავი ატეხეს, როგორ შემოაგდეს ეს თემა და მერე უამრავი ტროლები, ბოტები, ჩექმები, თუ კალოშები შემოიყვანეს და საშინელებებს წერდნენ. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ეს გააკეთეს იმისათვის, რომ შეემოწმებინათ საზოგადოების განწყობა. მერამდენე დღეა თავს გვახვევენ ამ საზიზღრობას. ამ ძალების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იცით, რა იქნება? - გვეტყვიან ლგბტ-ს უფლებებს არღვევთო და ციხეს მოგვისჯიან.
და ამას ადასტურებს ზურაბიშვილის ე.წ. „ქართული ქარტია“...
- რა თქმა უნდა. სალომე ზურაბიშვილს არავითარი კლასიკური განათლება არ გააჩნია. მას საქართველოს კონსტიტუცია წაკითხული არ აქვს, მაგრამ მისი პირადული ინტერესებისთვის ყველაფერზე წამსვლელია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გარკვეულ ძალებს დავერბოვკებული ჰყავთ ეს ქალბატონი. ნახეთ, სად ჩავიდა? - გერმანიაში და მივიდა ორნაქმარევ როთთან.
ასევე, მიაქციეთ ერთ რამეს ყურადღება - გაწეულია „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად, მათ ერთ ბანერსაც ვერ ნახავთ. ეს იმიტომ ხდება, რომ იციან, ხალხში ამ პარტიას არ აქვს ნდობა, საშინელი ანტიპათია არის ამ პარტიის მიმართ. სამაგიეროდ, წინ წამოწიეს ხაზარაძე-გახარია. ხაზარაძე სალომე ზურაბიშვილზე ნაკლები არ არის. ხაზარაძემ არ იცოდა, რომ მისი შვილის მიერ გადაღებული ფილმი უარყოფით რეაქციებს გამოიწვევდა? მშვენივრად იცოდა, მაგრამ დაჭერილი ჰყავთ ყურებით. უთხრეს და გადააღებინეს.
ის ნაძირალა გირჩი ზურაბა რომ ჰაყვთ, რაც მან იკადრა ტელევიზიით, თქვენ გგონიათ არ იცოდა რას ამბობდა? დახვეწილი არამზადაა, მაგრამ იმ პატრონების წინაშე თავი მოეწონებინა და ვითომდა დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბებულიყო, რომ დამოუკიდებლად მიეღო ფულები, ამისთვის აკეთებდა ყველაფერს.
მიაქციეთ ყურადღება ასევე ერთ ფაქტს - „თავისუფლების ინსტიტუტი“ შეცვალა „ფანკლინის კლუბმა“. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა ტრიუკებს აკეთებენ ესენი. ეს არის უსაშინლესი გეგმა. არც ერთ დამყრობელს არ უკადრებია საქართველოში, რომ მამათმავლობა, ლესბოსელობა და ჰომოსექსუალობა არის უმთავრესი სავიზიტო ბარათი ევროპაში შესასვლელად. ვინ არის იმის გარანტი, რომ ერთ დღეს არ დასვან საკითხი ასე - ევროკავშირში მოგზაურობა იმ შემთხვევაში შეგეძლებათ თუ გექნებათ ჰომოსექსუალის მოწმობის ბარათი. გამორიცხავთ ამას?
დღევანდელი ევროპისგან ამის გამორიცხვა შეუძლებელია...
- მით უმეტეს იმ სიტუაციაში, რასაც ჩვენს შემთხვევაში აკეთებენ. არაფერი არ არის გამორიცხული და ამიტომ იყო, რომ დიდმა დავითმა ომის წინ მიმართა ჯარს: „ეჰა, მეომარნო ქრისტესანო“. ესენიც ქრისტეს რჯულს უპირისპირდებიან. ეს ჩვენი პრეზიდენტი ჩაათრიეს გერმანიაში და ხვდება როთს. ქართული ანდაზაა - მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენო. სალომე იძახის, რომ როთი ჩემი მეგობარიაო, უმრავლოს ასეთი მეგობრები.
ქალბატონ სალომეს ვუსურვებ ერთ რამეს, მისი ქალიშვილი ქალზე გათხოვილიყოს და მის ვაჟს, გორჯესტანს მოეყვანოს ვაჟი და კურთხევა მიეღოთ მიხაილ როთისგან. სხვისთვის ხომ ეს უნდათ და თავად ვუსურვებ ამას. აი, ეს არის ამათი ნამდვილი სახე. მე მინდა იმ ადამიანებს მივმართო, რომლებსაც ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, რა არჩევანს გააკეთებენ, ზოგი განაწყენებულია და მესმის, მაგრამ ახლა უნდა გავერთიანდეთ ერი და ბერი. ხელისუფლება არ შეიძლება გიყვარდეს, უნდა აკრიტიკებდე მუდმივად, მაგრამ უნდა აკრიტიკებდე ნორმალურ ქვეყანაში.
ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ბევრი საკრიტიკებელი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ის პოლიტიკური ვითარება, რომ ვაკრიტიკოთ ხელისუფლება, რადგან არ გვყავს ჯანსაღი ოპოზიცია...
- გეთანხმებით. იმდენი სალაპარაკო მაქვს, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ ვიტყვი, იმიტომ რომ იმათ წისქვილზე წყალს არ დავასხამ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუკი რამე მოხდება სახელმწიფოს წინააღმდეგ და შეეცდებიან ძალადობრივ დამხობას, ბარიკადებზე დავდგები! ბიძინა ივანიშვილმა რა პოლიტიკური თამაშიც წამოიწყო 2012 წლიდან, ყველა პირწმინდად მოიგო.
შეიძლება ყველას ჯიბეში ფული არ ჩაუდო, მაგრამ ის გააკეთა, რაც გასაკეთებელი იყო. გახსოვთ, ტელეფონები დაშლილი გვქონდა და აივანზე გვქონდა გატანილი, რომ სახლში გვესაუბრა?! გახსოვთ, არავინ არ ვიყავით იმის გარანტი, რომ სახლიდან გასული შინ მშვიდობით დავბრუნდებოდით თუ არა?! გახსოვთ, რომ შვილებს ქუჩაში ვერ ვუშვებდით, რადგან არ გვქონდა გარანტია, რომ ქუჩაში არ ჩაცხრილავდნენ?! გახსოვთ, რამდენს ბიზნესი წაართვეს და რამდენის კერძო საკუთრება ცეცხლს მისცეს?!
დღეს, ვერავაინ ვერ იტყვის, გარდა ამ ე.წ. კომისიებისა, რომ საქართველოში ვინმეზე პოლიტიკური ზეწოლა ხდება, ვინმეს რამეს ართმევენ და განსაკუთრებით სასაცილოა ის, რომ თურმე საქართველოში სახელმწიფო მედია-გარემოს ატერორებს. ამაზე უკვე რა შეიძლება ითქვას. არავის არაფერს არ ვასწავლი, ყველამ საკუთარ თავში ჩაიხედოს და ნახოს, რა გველოდება თუ ის რეჟიმი დაბრუნდა. წარმოდგენაც არ მინდა.
ჩემო ძვირფასებო, თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ, ვინც ამაზე ვლაპარაკოთ ხმამაღლა, გაცნობიერებული არ გვაქვს, რა მოხდება ჩვენს თავს? მაგრამ ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს, ერთხელ უკვე გადატანილი გვაქვს, მაგრამ რაც გადატანილი გვაქვს იმასთან შედარებით ეს იქნება კინო, რაც მოხდება. ამიტომ, ავმაღლდეთ პირად ამბიციებზე მაღლა, 26 ოქტომბერს მიდით არჩევნებზე და ხმა მიეცით იმ ძალას, რომელიც არის მშვიდობის გარანტია და შემდეგ უკვე ეს არჩევანი იქნება დასაცავი. არ უნდა დავიღალოთ ჩვენი შვილებისა და საქართველოს მომავლისათვის, თორემ ისე გაგვსრესენ, როგორც დიდოელი ლეკი თელავს ნაბადს.