მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, აშშ-ს საელჩო არ ადასტურებს.
„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, - აცხადებს საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2 ოქტომბერს, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. „ფორმულას“ ინფორმაციით, ბანკებმა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს ანგარიშების ნაწილზე წვდომა „საერთოდ შეუჩერეს“, ზოგ შემთხვევაში კი - „შეზღუდული საფინანსო რესურსით ოპერირების რეჟიმში გადაიყვანეს“. ტელეკომპანიის ცნობით, „აღნიშნული ზომა ე.წ. პრესანქციური - წინა სასანქციო რეჟიმიდან გამომდინარეობს“.
ოპოზიციამ და სხვა ოპოზიციურმ არხებმა კი ეს ინფორმაცია მალევე აიტაცეს და პოლიტიკური განცხადებების საბაბი გახდა. ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ბიინა ივანიშვილი და მისი ოჯახი სანქცირებულები არიან და მაშინვე პოლიტკური სპეკულაციების და შეთქმულების თეორიების ხლართვა დაიწყეს. თუმცა ყველაფერი ისევ სიყალბე და მორიგი გამოგონილი ამბავი აღმოჩნდა.
„საზოგადოება დაღალეს უკვე ამ სანქციების თემით და კონსპირაციების თეორიებით - დამერწმუნეთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედ ხელისუფლებას სანქციებით ვერავინ შეაშინებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, მტკნარი სიცრუეა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.
„ჯერ არ ვიცით ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ, მერე არის მტკნარი სიცრუე. პირველი - სანქციების ენით პარტნიორებთან და მეგობრებთან არ საუბრობენ და მეორე, ნებისმიერ ეროვნულ ხელისუფლებას, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედ ხელისუფლებას, დამერწმუნეთ, ვერავინ შეაშინებს სანქციებით. საზოგადოება დაღალეს უკვე ამ სანქციების თემით და ამ რაღაც კონსპირაციების თეორიებით. ახლა რა ინფორმაციებსაც ავრცელებთ, ზოგადად, ამ სანქციებთან დაკავშირებით, არის მტკნარი სიცრუე“, - განაცხადა კირცხალიამ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციას და მათ მიერ აფილირებულ მედია საშუალებებს მმართველი გუნდისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის საინფორმაციო ომი აქვთ გამოცხადებული, დღე არ გავა რამე ტყუილი არ მოიგონონ. ამიტომ იძულებული გახდა უკვე ამერიკის საელჩო, რომ ამ ტყუილებეზე რეაგირება მოახდინოს.
„ოპოზიციაში უკვე ისეთი პანიკა და აბსურდი ხდება, რომ ყოველ დღე სხედან და ფიქრობენ, რა ტყუილები მოიგონონ იმისთვის, რათა ხალხის დაზაფვრა და ტერორი მოახდინონ. ეს არის მათი მხრიდან „ოცნების“ ამომრჩეველზე და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური მანიპულაცია, რათა ხალხი პანიკაში ჩააგდონ. ჰგონიათ, ამით წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს გადაიბირებენ, რაც წმინდა წყლის აბსურდია. ამდენი ტყუილების ფონზე უკვე უხერხულობაში ჩავარდნილმა და საზოგადოების გასაკვირად, ამერიკის საელჩომ ეს მორიგი დეზინფორმაცია შეიმჩნია. რადიკალური ოპოზიციის და მათი მედიების მხრიდან უკვე იმხელა ტყუილების ნიაღვარი მოდის, რომ იძულებულები გახდნენ, რეაგირება მოეხდინათ. აქ უნდა აღინიშნოს ერთი რამ - პოლიტიკური ალღო ამ ხალხს ძალიან დაუბლაგვდა. პოლიტიკურად იმბიცილები არიან და ამათი მოგონილი ტყუილები საზოგადებამ დიდი ხანია გაშიფრა. ასეთი საერთაშორისო მასშტაბის ტყუილის თქმა მოკლეფეხებიანი იქნება და მეორე - რამდენჯერაც მათ ორკესტრირებულად უბინძურესი მანიპულაციებით ივანიშვილს და მის ოჯახს დაარტყამენ, იმდენჯერ ეს არაფერს შეცვლის მის მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში.
პირიქით, „ქართული ოცნების“ ელექტორატი უფრო მკვირივი ხდება და უფრო ორგანიზებული იმ საფრთხეებთან მიმართებაში, რასაც „ომის პარტიის“ რაღაცით დაწინაურება 26 ოქტომბრის არჩევნებში. ამიტომ ამ დეზინფორმატორმა მედია საშუალებებმა, რაც უნდა ილაპარაკონ, აზრი არფერს ექნება. პირიქით, ომის და ღალატის პარტიის პროპაგანდა საზოგადოების პოლარიზაციას უწყობს ხელს. ის, რომ რადიკალები ბოლო 1 წელია ვერც ერთ არჩვენებს ვერ იგებენ, დეზინფორმაციის და შანტაჟის მეტი სხვა გზა არა აქვთ“,-ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, რა დაკვეთასაც იღებენ ეს ტელევიზიები მათი დამფინანსებლებისგან, რეალურად, მათაც არა აქვთ შეგრძნება საქართველოს მოსახლეობას რეალურად რა უნდა, სჯერა თუ არა მათი ტყუილების. შემდეგ კი ამას ავალებენ უნიჭო ჟურნალისტებს, რომლებიც ამათ ხელში ბრმა იარაღი არიან.
„ეს მორიგი ავაზაკური პროექტიც ჩაუვარდებათ. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი უცხოელი აქტორი დაუჭერს ან არ დაუჭერს მხარს. ეს არჩევნები იმითაც არის უპრეცედენტო რომ პირდაპირ, უხეშად თავაშვებულად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და საარჩევნო პროცესში. იქნება ეს ბერლინი, ვაშინგტონი, ბრიუსელი, ამერიკის საელჩო საქართველოში, რომელიც რაღაცა ფეისბუქ ქარდებით ჩაერთო ამ მახინჯ პროცესში. მაინც ფუჭია ეს ყველფერი და ოპოზიციას ვერაფერში დაეხმარებიან. ძალიან კარგია, რომ შარლ მიშელმა, 2 ოქტომბერს ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ საჯაროდ დაწერა, რომ არჩევნების ბედს ქრთველი ერი წყვეტს.
დიახ, ქართული საზოგადოება გადაწყვეტს, ვინ იქნება მმართველი ძალა. მართალია ხალხს ვერავინ ვერ შეაცდენს ამ დეზინფორმაციით და ხელოვნური პანიკის დათესვით. საკმაოდ გათვიცნობიერდა ჩვენი მოსახლეობა, ყველამ იცის ვინ რა არის და რას წარმოდგენს. ამიტომ ასეთ სატყუარებს ნაკლებად ჭამენ. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ასეთ ბევრ ტყუილს შეთხზავენ. ამათი ფანტაზია ღმერთმა იცის სადამდე წავა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზეც კი გადავიდნენ ბოლოს“, - ამბობს აბაშიძე.