თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი შესაძლოა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად იყოს წარდგენილი.
როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ლილუაშვილს ქვეყანაში საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია.
„ქვეყანას ჰყავს ღირსეული კანდიდატი ირაკლი კობახიძის სახით, რომელიც პარალელურად, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. გრიგოლ ლილუაშვილს აქვს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობა. ის, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, პასუხისმგებელია ქვეყანაში მშვიდობაზე, სიმშვიდეზე. შესაბამისად, გუნდი როგორც არის წარმოდგენილი, ისე გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.