ახლო აღმოსავლეთი, ფაქტობრივად, ფართომასშტაბიან ომში ერთვება - ისტორიაში მეორე პირდაპირი თავდასხმა ისრაელზე, ირანმა, თბილისის დროით 1 ოქტომბერს საღამოს 9 საათისთვის დაიწყო. ირანის ბაზებიდან თელ-ავივის, იერუსალიმისა და კიდევ 7 ქალაქის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 180-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. თუმცა ისრაელზე ირანის მეორე პირდაპირი თავდასხმაც კრახით დასრულდა.
200-მდე რაკეტიდან, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ თითქმის ყველა ჩამოაგდო. ახლა ყველა იმის მოლოდინშია, რა პასუხს გასცემს თელ-ავივი თეირანს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა შეიძლება ირანის ნავთობის საბადოებს და ატომურ ობიექტებს დაარტყას. განიხილება ნასრალას მსგავსი მიზნობრივი მკვლელობებიც. ირანის რევოლუციის გუშაგთა არმია ირწმუნება, რომ პირველად გამოიყენა ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა „ფათხი“, თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ თეირანს ზებგერითი რაკეტები არ გააჩნია და ირანიდან გაშვებული 181 რაკეტიდან მანევრირების უნარი არც ერთს არ ჰქონდა.
მანამდე, ცახალი ღაზაში „ჰამასს“, ლიბანში კი „ჰეზბოლას“ ბომბავს - ეს უკანასკნელი რაკეტებითვე პასუხობს. მეზობლის ტერიტორიაზე ხმელეთით შესვლის შემდეგ ისრაელმა 400 მეტრით წაიწია წინ და ე. წ. შეზღუდული სამხედრო ოპერაციისთვის დამატებითი კონტინგენტიც ჩაიყვანა. შეტაკებებს ელიტური დაჯგუფების 7 ისრაელელი სამხედრო უკვე ემსხვერპლა.
არაბულ სამყაროს ზეიმი ჰქონდა. როგორც იქ ამბობენ, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და წინ იქნება მომდევნო ტალღაც. რეგიონის პრაგმატული ქვეყნები სტაბილურობის მოწოდებებით გამოდიან, სხვა ნაწილი იმუქრება.
„ჰეზბოლა“ აანონსებს, რომ ეს მხოლოდ პირველი რაუნდია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს გავლენა უკვე აქვს საერთაშორისო ფრენების მარშრუტზე და ეკონომიკაზეც. რეგიონი მასშტაბურ ომს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.
სამწუხაროდ, ისრაელში ტერორისტების თავდასხმას ერთი ქართველი ემსხვერპლა, ხოლო მეორე დაიჭრა. ის ამ ჟამად საავადმყოფოში სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის. 44 წლის ილია ნოზაძე თავდამსხმელებმა იმ დროს დაცხრილეს, როდესაც ის მატარებელით სამსახურიდან ბრუნდებოდა. სამი ტყვიით დაჭრილი ქართველის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილი კიდევ ერთი ქართველი კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. თელავივსა და იერუსალიმში მომხდარ ტერაქტებს სულ 7 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელში ტერორისტულ თვდასხმაზე, პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.
მათი განცხადებით, ტერორისტები, რომლებმაც გუშინდელი თავდასხმა განახორციელეს, ჰებრონის მაცხოვრებლები მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმუნი, „ჰამასის“ წევრები იყვნენ.
ისარელში მცხოვრები ქართველები for.ge-სთან ყვებიან, რომ სიტუაცია საკამოდ მძიმეა და არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება. მათი თქმით, 44 წლის ქართველი ილია ნოზაძე მატარებელშია ჩაცხრილული.
„უმძიმესი დღეები უდგას ისარელს. ისეთი ხმები ისმოდა, გაუჩერებლად ბომბავდნენ ირანიდან. თუმცა რკინის გუმბათმა შეძლო და მათი გაუვნებელყოფა მოახერხა. ასევე, ამერიკელების დახმარებით, რაკეტებმა დიდი ზიანი ისარელს ვერ მიაყენეს. თუმცა ტრაგიკული დღე აღმოჩნდა, როგორც ისრაელელებისთვის, ასევე ქათველებისთვის. მოკლეს ახალგზარდა ბიჭი და დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი. სხვა ქართველმა ქალმა კი თავს სასწაულებრივად გაქცევით უშველა. როგორც ყვებიან, გაჩერებულ მატარებელს გარედან სროლა დაუწყეს. სამწუხაროდ, ილიამ ვერ დაინახა ახლოს მისული ტერორისტები. როგორც ჩანს, მჯდომარეს ჯერ თავში ესროლეს, შემდეგ კი გულ-მკერდის არეში. მის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ საავადმყოფოში უკვე მიცვალებული მიიყვანეს. ვიცით, რომ კიდევ ერთია დაჭრილი და მძიმე მდგომარეობაა. არ ვიცით რა იქნება, ყველა ისრაელის პასუხის მოლოდინშია. შესაძლაო ეს საკამოდ მძიმე ომში გადაიზარდოს. არის მოლოდინი, რომ შესაძლაო სახმელეთო შეტაკებებიც დაიწყოს“, - ამბობს for.ge-სთან ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი ნონა ბროძელი.
რისკები და მოლოდინი - როგორ განვითარდება ახლო აღმოსავლეთში მოვლენები
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ძალიან რთული და მძიმეა. ანალიტიკოსის აზრით, ისრაელი დიდი დილემის წინაშე დგას, მან აუცილებლად უნდა უპასუხოს ირანს. მისი აზრით, ირანმა შეძლო და ბალისტიკური რაკეტებით „რკინის გუმბათი“ ნაწილობრივ გაარღვია, რაც აქამდე არ მომხდარა.
„სიტუაცია ნამდვილად ძალიან რთულია და წინასწარ პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. ირანს საკმაოდ ძლიერი შეიარაღება აქვს და ვნახეთ როგორ შეძლო რკინის გუმბათის მდგომარეობიდან ნაწილობრივ გამოყვანა, რაც აქამდე ჯერ არ მომხდარა. ისრაელის ხელისუფლება იძულებული გახდა თავშესაფარში გადასულიყო. ეს არის საკმაოდ რთული მდგომარეობა და ირანი, ფაქტია, გაჩერებას არ აპირებს. არც ისრაელი დარჩება უპასუხოდ, რადგან სხვანაირიად არ გამოდის. მან საპასუხო დარტყმები აუცილებლად უნდა მიაყენოს.
ეს არის როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, აუცილებელი. ირანმა შეძლო და ისარელის სამხედრო ინფრასტრუქტურა დააზიანა, ეს იგვეა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე, თუნდაც კურსკში ატომური ელექტროსდაგური დაიკავოს. ან სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო ინფრასტრუქტურა საჰაერო შეტევის შედეგად რუსებს დაუზიანოს. ამიტომ ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია და სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო ჩიხში შევიდეს. ორივე ქვეყანა ისრაელიც და ირანიც, დე ფაქტო ატომური იარაღის კლუბის წევრები არიან. მართალია ეს ოფიციალურად არ არის აღირებული, მაგრამ ისინი დე ფაქტო ამ იარაღს ფლობენ. ამიტომ რისკები და საფრთხეები დიდია. ასევე გაიზარდა ტერორიზმის საფრთხეც. ძალიან ბევრი არაბი ცხოვრობს ისარელში და ჩვენ ვიხილეთ მატარებელზე თავდასხმა. ასეთი სპონტანური თავდასხმები სამწუხაროდ, შესაძლოა, გაგრძელდეს“, - ამბობს მაისაია.
რაც შეეხება კითხვას, ვინ შეძლებს მსოფლიოში ახლა, ამ მწვავე და საკმაოდ საშიში დაპირისპირების შეჩერებას, მაისაია ამბობს, რომ ამისთვის რომელიმე დიდმა სახელმწიფომ ისარაელს უნდა მოუწოდოს, რომ ირანს არ უპასუხოს. ეს კი ისრაელის სისუსტედ ჩაითვლება და ამას არავინ გააკეთებს. ანალიტიკოსის აზრით, განსაკუთრებით ახლა, ამერიკას ამ წინასაარჩევნოდ, ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია.
„რა თქმა უნდა, ამერიკა არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ჩაერიოს და ისრაელს თუნდაც სთხვოს, რომ ირანს არ უპასუხოს, რათა სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. თუმცა ახლა ბაიდენი „კოჭლი იხვია“ პოლიტიკურად, რომელიც ნოემბერში ისედაც წავა და ასედაც. მას უკვე ბევრი არაფრის გადაწყვეტა და პასუხისმგებლობის აღება აღარ შეუძლია. ამიტომ ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს ამას ვერ მოუწოდებს. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი კი არ არის იმ გავლენის ქვეყნები, რომ ისრაელსა და ირანს შორის შუამავლის როლი იკისროს და ამაში ჩაერიოს. არც იმხელა ბირთვული სახელმწიფოები არიან, რომ რაღაცა მთავარი მოთამაშის როლი იკისრონ. რუსეთს თავისი ათასი პრობლემა აქვს, უკრაინაშია ჩაფლული. თურქეთი კი, ვიცით, რომ საერთოდ, ამ ომში ჩართვის უფლებას ითხოვს და ისარელთან საკმაოდ მძიმე დაპირისპირებაში იმყოფება. ამიტომ ძალიან დიდი ქაოსი შეიძლება რეგიონალური ომის სახით მივიღოთ. ერთადერთი ვისაც ახლა რაღაცის გადაწყვეტა შეუძლია, ჩინეთია, თუმცა არ მგონია, ამან ეს პასუხისმგებლობა აიღოს. ის საკმაოდ შორს არის რეგიონიდან და პოლიტიკურად ამაზე პასუხისმგებლობის აღება არაფერში აწყობს. ამიტომ გამოსავალს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ“, - ამბობს მაისაია.
რაც შეეხება საქართველოს და არსებულ რისკებს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ, რა თქმა უნდა, საფრთხე ტერორიზმის სახით არსებობს და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს პრობლემა ჩვენამდე არ მოვა, რადგან ამან შესაძლოა ასახვა კავკასიაზეც ჰპოვოს. დაღესტანში უკევ მოხდა უმძიმესი ტერორისტული აქტი, ამიტომ რისკები დიდია. მეორე მხრივ, შესაძლოა, ირანიდან და თურქეთიდანაც თუკი ატომური იარაღის გამოყენების საფრთხეები გაჩნდა, ლტოლვილთა ნაკადიც დაიძრას. ამიტომ ქვეყანა ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.