„ტყუილი და მორიგი შეთხზული ამბავი“ - ასე პასუხობს პრემიერი ირაკლი კობახიძე ბოლო დღეებში ოპოზიციური მედიების და ექსპერტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ის ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან შეხევდრას ცდილობდა და უარი უთხრეს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზების მცდელობაზე ინფორმაცია თინა ხიდაშელმა და გია ხუხაშვილმა გაავრცელეს.
ისინი ამტკიცებენ, რომ ბაიდენის უარის შემდეგ კობახიძეს ტრამპთან შეხვედრა უნდოდა. მათი ფანტაზიები იმდენად შორს წავიდა, რომ შუამავლის ვინაობაც დაასახელეს. მათი მტკიცებით, შეერთებულ შტატებში წასული კობახიძე, ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის შუამავლობით უკავშირდებოდა, ხოლო ბახტაძე ტრამპის სიძესთან კომუნიკაციას ასევე საქართველოს ერთი მოქალაქის მეშვეობით ცდილობდა, რომელიც კუშნერის პარტნიორია.
ამ ვერსიის გამყარებას ოპოზიციურ მედიასთან თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ცდილობდა.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, ადამიანი, ვისი მეშვეობითაც „ოცნება“ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდა, ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერი აღარ არის.
გია ხუხაშვილის ინფორმაციით კი, მთავრობა კობახიძესა და ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზებას საქართველოს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირის მეშვეობით ცდილობდა, რომელიც თავის მხრივ, დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს დაუკავშირდა, თუმცა უარი მიიღო.
„ძალიან სანდო წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ყოფილი უმაღლესი თანამდებობის ქართველმა პირმა ტრამპის სიძეს, კუშნერს სთხოვა, რომ იქნებ, ტრამპთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია დაფიქსირდეს. ამათ ხომ აქვთ ნარატივი, რომ „ბაიდენს არ ვუყვარვართ, მაგრამ ტრამპი ჩვენია“. კუშნერმაც იქ გააგზავნა, სადაც ისრაელიდან გააგზავნეს. ტრამპმაც სასტიკი უარი სტკიცა… ესენი რომ ამბობენ, ტრამპი მოვა და რაღაც შეიცვლებაო, ამათთვის უარესობისკენ შეიცვლება, რადგან დემოკრატიული პარტია უფრო ფრთხილია და უფრო აკურატულად მოქმედებს, ტრამპი ნაჯახით იწყებს მოქმედებას, როდესაც ამერიკის ინტერესებს უხეშად შეეხები. ჩვენმა ხელისუფლებამ ამერიკის მისამართით რა აღარ იკადრა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პრემიერი კი თინა ხიდაშელს და გია ხუხაშვილს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბაიდენის უარის შემდეგ ტრამპთან შეხვედრის მცდელობა არ ჰქონია.
პრემიერი ირწმუნება, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ისეთივე სიცრუეა, როგორიც, ცოტა ხნის წინ „თაღლითი ხაზარაძის“ გუნდში გაკეთდა.
„იქ საუბარი იყო მხოლოდ გაეროს ფორმატში შეხვედრებზე. ყველა დანარჩენ შეხვედრასთან თუ მცდელობასთან დაკავშირებით საუბარი არის სრული სიცრუე. ჩვეულებრივი ტყუილია. მანამდე ითქვა ის, რომ თითქოს ჩვენ შეხვედრას ვცდილობდით ისრაელის ხელისუფლების გამოყენებით, ესეც „ლელოს“ერთ-ერთი ექსპერტის მხრიდან მოდიოდა. ზუსტად ასეთივე ტყუილია, ხაზარაძის, თაღლითის ხელწერაა“, - ამბობს პრემიერი.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს არის მიზანმიმართული შავი პიარი, რომლითაც საზოგადოებაში იმ აზრის ფორმირებას ცდილობენ, თიქთოს „ოცნება“ და პრემიერი კობახიძე საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფებიან. მათი მცდელობაა, რომ „ოცნების“ ამომრჩევლის მოლოდინი ამერიკის შესაძლო ახალ პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობის დარეგულირების გააბათილონ.
„ეს არის მიზანმიმართულად მოგონილი ტყუილი, რომელსაც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამით ცდილობენ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე მანიპულაცია მოახდინონ. თითქოს საუაბრი იმაზე, რომ „ოცნება“ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან და ტრამპთან, თუ ის ისევ პრეზიდენტი გახდა, ურთიერთობას დაალაგებს, ტყუილია. თითქოს „ოცნებასთან“ პრობლემები რესპულიკელებს და ტრამპსაც აქვს. ამისთვის გამოიგონეს ირანის და ისარელის თემები. თანაც ორივე მათგანი სრულიად რადიკალურ ამბავს ყვება.
ერთი ამბობს, რომ ტრამპის სიძის მეშვეობით ცდილობდნენ ტრამპთან კომუნიკაციას, მეორე იძახის, რომ წარსულში ტრამპის ერთ-ერთ ყოფილი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის შუამავლობით უნდოდათ შეხვედრის დაგეგმვაო. უარის მიზეზად კი პრემიერის ირანში ადრე ვიზიტს ასახელებენ. ნუ, იმდენად აბსურდია ეს ტყუილიც, რომ არ მგონია ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დამაჯერებელი იყოს, მით უმეტეს „ოცნების“ ამომრჩევლისთვის. ამათ ჰგონიათ, რომ ამ თემებით შეძლებენ ურეიტინგო ოპოზიციის ამოქაჩვას და ვითომ იზოლაციაში მყოფი „ცნების“ რეიტინგის დაცემას. ეს არის აბსურდი, რადგან ქართველი ხალხისთვის ეს ოპოზიცია იმდენად მიუღებელია, რომ ტრამპიც და ბაიდენიც საერთოდ არ ანაღვლებთ, რას ფიქრობენ. ამით მათი რეიტინგი ვერ გაიზრდება“, - ამბობს მამარაძე.
მისივე თქმით, ტრამპს ახლა იმდენად რთული პერიოდი აქვს, რომ პრემიერი კობახიძე კი არა გერმანიის კანცლერს და დიდი ბრიტანეთის პრემიერს ვერ შეხვდება. მამრაძე ამბობს, რომ ზელენსკისთან შეხვედრასაც მისი მხრიდან წინასაარჩევნო დატვირთვა ჰქონდა, რადგან მისი ქვეყანა უკრაინის ომში აქტიურად არის ჩართული.
„ტრამპს ახლა არ სცხელა არავისთვის, მით უმეტეს საქართველოსთვის. დამაკნინებელ კონტექსტში არ ვამბობ, აქ ვგულისხმობ იმას, რომ ომი არ არის და არაფერი ისეთი პრობლემები ჩვენ არ გვაქვს, როცა ყველა მხრიდან ურთულეს სიტუაციაშია ტრამპი. ხან რომელ შტატში დარბის ყოველ დღე და ხან რომელში, რადგან მისი რეიტინგი ძალიან მერყეობს. კაცმა არ იცის, რა იქნება ნოემბერში. ამიტომ ახლა ტრამპს ნამდვილად არავისთვის სცალია. ზელენსკისთან შეხვედრაც ვნახეთ, როგორ დაიგეგმა. სიტუაცია უკრაინის ომში იმდენად რთულია, რომ ტრამპს პირადი მიზნები აქვს და მიზეზი ზელენსკისთან შეხვედრის. მისი ქვეყანა უკრაინას მილიონობით და მილიარდობით თანხას აძლევს. ეს იყო წინასაარჩევნო სვლა ტრამპის მხრიდან და აქ გასაკვირი არაფერია თუ ცოტა ადამიანს აზროვნების უნარი აქვს“, - ამბობს მამრაძე.