ლევან მაჭავარიანი: ანტიკორუფციული ბიურო მოქმედებს კანონთან სრულად შესაბამისობაში და პოლიტიკურ კონტექსტს არ ითვალისწინებს

ლევან მაჭავარიანი: ანტიკორუფციული ბიურო მოქმედებს კანონთან სრულად შესაბამისობაში და პოლიტიკურ კონტექსტს არ ითვალისწინებს

ანტიკორუფციული ბიურო მოქმედებს კანონთან სრულად შესაბამისობაში და პოლიტიკურ კონტექსტს არ ითვალისწინებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ლელოს შემთხვევაში გაუმჭვირვალეა პოლიტიკური რეკლამის თანხები, როდესაც კანონით სავალდებულოა რომ საჯარო იყოს ეს ინფორმაცია. ჩვენ რა პოლიტიკური რეკლამაც გვაქვს ფეისბუქით იქნება თუ სხვა საშუალებით, აბსოლუტურად ყველაფერი არის გამჭვირვალე და ყველა თანხის წარმომავლობა ჩანს.

პრემიერის მოწოდება სწორედ ეს არის, რომ რადგან უკვე არჩევნები ძალიან ახლოვდება და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაიწყო ეს კამპანია, რომელიც ემსახურება არჩევნების დისკრედიტაციას, ამ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე იქნებ ანტიკორუფციულმა ბიურომ ეს თემები ცოტა სხვა ჭრილში განიხილოს. რისი უფლებაც მას აქვს, როგორც ქალბატონი გიგაურის შემთხვევაში გამოიყენა დისკრეცია და მოუხსნა „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ სტატუსი.

ამ ყველაფრის მიზანი მხოლოდ ისაა, რომ არანაირი სპეკულაციის მიზეზი არ დავუტოვოთ არც შიდა და არც გარე აქტორებს,“ - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.