გიორგი აბაშიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში სწორედ ევროკომისია საუბრობს საქართველოს მიღწევებზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა დონის სანდო ქვეყანაა საქართველო

გიორგი აბაშიშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში სწორედ ევროკომისია საუბრობს საქართველოს მიღწევებზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა დონის სანდო ქვეყანაა საქართველო

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში სწორედ ევროკომისია საუბრობს საქართველოს მიღწევებზე, - ასე აფასებს „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსს, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა.

მისი თქმით, კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად სანდო ქვეყანაა საქართველო.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კორუფციის მაჩვენებელზე, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა დონის სანდო ქვეყანაა საქართველო. ეს ხაზს უსვამს, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეები ევროკავშირის სახელმწიფოებიდან, ბიზნესი ევროკავშირის სახელმწიფოებიდან, ანალიტიკოსები ევროკავშირის სახელმწიფოებიდან გაცილებით უფრო სანდო ინფორმაციას იღებენ ევროკომისიისგან და მათთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და ვალიდურია ის ინფორმაცია, რასაც ევროკომისია აქვეყნებს და არა ცალკეული ფიზიკური პირების განცხადება, რომელიც საქართველოს მხრიდან ხდება ხოლმე.

სამწუხაროდ, ცალკეული წევრები ევროკომისიის ეყრდნობიან ხოლმე ცრუ წყაროებს შეიძლება ასე ვთქვათ ქართულ წყაროებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე პოლიტიკურად მოტივირებული და ეს უკვე არაერთხელ გამოჩნდა ქვეყანაში. ამ შემთხვევაში საუბარია, რომ ხდება ძალიან ავტორიტეტული წყაროს მიერ ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც ეყრდნობა კვლევებს და არა ცალკეული ტიპის გაცხადებებს რომელიც სამწუხაროდ ხშირად ისმის ხოლმე ყოველგვარი დასაბუთების და კვლევების გარეშე“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ევროკომისიამ საჯარო კეთილსინდისიერების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) მოამზადა. საქართველომ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 7,56 ქულა მიიღო, რაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმია, ასევე ისტორიულად საუკეთესოა ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია.