„პესკოვისა თუ სხვების ვერბალურ განცხადებებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, მთავარია, რა ხდება ფრონტზე“

„პესკოვისა თუ სხვების ვერბალურ განცხადებებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, მთავარია, რა ხდება ფრონტზე“

კრემლი ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით დანარჩენ მსოფლიოს ისევ ემუქრება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, დასავლეთის მზარდი ჩართულობა უკრაინის კონფლიქტში რუსეთისგან განახლებული ბირთვული დოქტრინის დებულებების განხორციელებისთვის მზადყოფნას მოითხოვს. მისი თქმით, ამ დებულებების ამოქმედების კონკრეტული მიზეზების დადგენა რუსი სამხედროების კომპეტენციაშია.

დასავლეთის მზარდი ჩართულობის ფონზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მზად უნდა ვიყოთ მათ განსახორციელებლად. ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს, თუ რომელი იარაღი გამოიყენება და როგორ. სწორედ ისინი აფიქსირებენ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში და ყურადღებას არ მოადუნებენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იტოვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთსა და ბელარუსსკრიტიკული საფრთხემოწინააღმდეგის მიერ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებითაც შეექმნებათ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებებს ბლეფს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კრემლის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებას დიდი საფასურის გადახდა მოყვება.

რთული სათქმელია, რამდენად წავა რუსეთი ბირთვული იარაღის რეალურ გამოყენებაზე. რამდენადაც მე ვიცი, მაინცდამაინც სერიოზულად არ აღიქვამენ პუტინის და რუსეთის სხვა ოფიციალური პირების ასეთ გაცხადებებს - მიაჩნიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ბირთვული შანტაჟი და ბლეფი. დასავლეთმა არაერთხელ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუკი ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, ამაში ძალიან დიდ ფასს გადაიხდიდა. ვფიქრობ, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა არის 50-50-ზე, - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი იმ კონკრეტულ მიზეზებს ასახელებს, რაც რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის რეალური გამოყენების შანსებს ზრდის: რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინამ დასავლეთის მიერ მიწოდებული ეს შორი რადიუსის მქონე რაკეტებით რუსეთის სიღრმეში განახორციელა დარტყმები და რუსეთს მიაყენა ისეთი ზიანი, რომელიც მისთვის მიუღებელი იქნება - ამ შემთხვევაში შეიძლება რუსეთი წავიდეს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, რადგან სასწორის მეორე მხარეს უკვე იქნება რუსეთის, როგორც სახელმწიფოს პრესტიჟი, მისი არსებობის საკითხი და .. თუმცა, თუ უკრაინას არ მიეცა შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების უფლება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მაშინ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაც დაიწევს.

რუსეთმა იცის, რომ მისი ბირთვული პოტენციალი ბევრად ჩამოუვარდება დასავლეთის ჯამურ ბირთვულ პოტენციალს. ეს დამოკიდებულია, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე რაკეტების გამოყენებაზე, ასევე, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში. თუკი უკრაინას ეყო იმის ძალა, რომ რუსეთს დაატოვებინა მის მიერ დაკავებული ტერიტორიები, ეს გაზრდის ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობას. ბირთვული იარაღის გამოყენების ზღურბლი მხარეებს აიძულებს ბირთვული თავშეკავებისკენ და ეს ზღურბლი უფრო ქვემოთ ჩამოიწევა. შესაბამისად, მეტი მოტივაცია ექნება რუსეთს, რომ ბირთვული იარაღი გამოიყენოს, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული ძალიან ბევრ ფაქტორზე. პესკოვისა თუ სხვების ვერბალურ განცხადებებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, მთავარია, რა ხდება ფრონტზე, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ნატო- გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ ნატო- მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერაში ხელი არ უნდა შეუშალოს.

ჩვენ წინდაუხედავი რუსული ბირთვული რიტორიკის მაგალითები გვინახავს და ეს ამის მაგალითია. ყოველთვის, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა ახალი ტიპის იარაღებით გავაძლიერეთ - ტანკებით, შორ მანძილზე მოქმედი იარაღით თუ F-16-ებით, რუსები ჩვენთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. მათ ეს არ გამოუვიდათ და ამ უკანასკნელმა მაგალითმა ნატო- მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერაში ხელი არ უნდა შეუშალოს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით კი, წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც ბირთვული იარაღის გამოყენება მოხდება, ბელარუსის საზღვრის დარღვევაა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ დასავლეთს არ სურს მსოფლიო ომი.

ფორუმზე ვთქვი, რომ ბელარუსზე თავდასხმა არის მესამე მსოფლიო ომი, მადლობა, რომ ცოტა ხნის წინ პუტინმა დაადასტურა ეს, შეიტანა რა ცვლილებები ბირთვულ დოქტრინაში, რომ რუსეთსა და ბელარუსზე შეტევა და ჩვენ ვიყენებთ ბირთვულ იარაღს. მან დაადასტურა ჩემი სიტყვა. ეს იყო ჩემი განცხადების არსი.

ჩვენ გამოვიყენებთ ატომურ იარაღს - შეიძლება გვიპასუხონ და ასევე რუსეთსაც. ამიტომ, რუსეთი გამოიყენებს მთელ არსენალს და ეს უკვე მსოფლიო ომია. ეს არც დასავლეთს უნდა. ისინი არ არიან ამისთვის მზად. მაგრამ ჩვენ მათ გულწრფელად ვეუბნებით: წითელი ხაზი არის სახელმწიფო საზღვარი. თუ ფეხს დაადგამთ - პასუხი მყისიერი იქნება. ამისთვის ვემზადებით. ამაზე გულწრფელად და ღიად ვსაუბრობ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.